კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამოს“ მიერ „ჟალგირისის“ 3:0 დამარცხებას ლიეტუვულვა 15min-მა მტკივნეული ქართული გაკვეთილი, ჩვენი გუნდის მწვრთნელს თემურ ქეცბაიას კი დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდა.

ქეცბაიამ განაცხადა, რომ ჯერ არაფერი არ არის დასრულებული:

„არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ უკმაყოფილო ვარ. ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მესამე ეტაპზე გასვლისაკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. წინ ვილნიუსში საპასუხო შეხვედრაა, სადაც ხელოვნური მოედანია. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მეტოქესაც ჰქონდა სახიფათო მომენტები. ეს უბრალოდ პირველი ტაიმი იყო, ასე რომ, მეორე დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდებით. შედეგი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.

მოედანზე იყო აგრესიაც და კარგი ფეხბურთიც. ასეთივე თამაში შესვენების შემდეგ ვცადეთ. სამწუხაროდ, მეტი გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. მიხარია, რომ ლეგიონერები შედეგების მიღწევაში გვეხმარებიან. სწორედ ამიტომ დღეს მეტოქის დაცვამ სათანადოდ ვერ ითამაშა.

თორნიკე კვარაცხელიათი კმაყოფილი ვარ, პირველივე მატჩში აჩვენა, რომ შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს. 16 წლისაა, ბევრს შრომობს, თუმცა ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის. ბევრჯერ წააქციეს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ყველაფერი აქვს, ხვიჩაზე ნაკლები არ არის და იმედია, იმედებს გაამართლებს“.

Saxeli
იმედია
პეპე
ქეც გაიხარე მადლობტ ჯიგარო ორ ტვესი ეს მარტო სენ სეგიზლია წარმატებები ჯიგარ
მადლობა ქეცბაიას 🙏
კვარიტო ❤️ ნაკრებში უნდა იყოს და მიეცეს საშუალება თუნდაც 15 წუთი ითამაშოს. უნდა ახლავე შეეჩვიოს მაღალ დონეზე თამაშებს. მას არა აქვს საშუალება იამალივით ბარასში პარტნიორებად ლევანდოვსკი, რაფინია, პედრო და ბარსას შემადგენლობა ყავდეს, რომ მათან გაიზარდოს. ამიტომ მას საშვალება უნდა ქონდეს ივარჯიშოს კვარასთან, მიქაუტაძესთან , კიტეს და ჩაკვეტაძის გვერდით, შემდეგ კი მათ გვერდით 15-20 წუთი ითამაშოს. ქეცბაიას ხელში უკვე საკმაოდ მომატებუკი აქვს. კვარიტო ❤️ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ჩანს და თავის წლოვანებასთან ისეთი თავდაჯერებული და გააზრებული თამაშობს მგონი კვარაზე მეტი თუ არა კვარას დონეს მიაღწევს.
ყულევის პორტი👍
ქეცბა მადლობა!
ვაჟა მასწავლებელი
tato-ს! თთუ შეიძლება ჩვენც გვასწავლეთ ის საფეხბურთო აკადემია რომელიც გაქვთ დამთავრებული!
tato-ს
ვერ გავიგე რა გინდა ,რას მიედ-მოედები.მეტოქის მოტყუება იყო,არის და იქნება მნიშვნელოვანი შემადგენელი ფეხბურთის.მოტყუების გარეშე მოწინააღმდეგეს ვერ არევ,ვერ დააბნევ და მომენტსაც ვერ შექმნი და მეორეც ,ძალიან ალამაზებს და ხიბლს მატებს ფეხბურთს.გამოკვეთილი ინდივიდუალისტები უფრო მეტად ფასობენ, ვიდრე უსახური შაბლონები,მხოლოდ მათი ეს ნიჭი ,უნდა იხარჯებოდეს გუნდის საერთო წარმატებისათვის.
ჯონდო-ს
მერე, ეგრეც უნდა იყოს და სწორიც არის. საქართველოში ვერასოდეს, ვერავითარ სიტუაციაში გუნდური სახეობის სპორტსმენს იმის 10%-საც ვერასოდეს გადაუხდიან, როგორც დიდ უცხოურ გუნდებში. ჰალანდი ნორვეგიაში დარჩენილიყო, სალაჰი ეგვიპტეში, დროგბა კოტ-დივუარში, სადიო მანე სენეგალში და ა.შ.
ქომაგი
ერთი სიამოვნებაა პატარა კვარას თამაშის ყურება, ამ 2 თვეში დიდი პროგრესი განიცადა ქეცბაიას ხელში, ასე თუ გააგრძელა სექტემბერში ეროვნულ ნაკრებშიც უნდა ვიხილოთ🥰 დიდი მომავალი აქვს პატარა კვარას, ვფიქრობ ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და ხვიჩაზე ნაკლები არ იქნება 🥰. აქვე მადლობა ქეცბაიას დინამო გუნდს, რომ დაამსგავსა❤️წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს 🙏
ციმბირელი ტრი-ტრი -ს
16 წლის ფეხბურთელის ფიზიკა (გამონაკლისების გარდა) არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ 90 წუთი ითამაშოს, ამის გამო შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოს. მწვრთნელებმა იციან ყველაზე უკეთ რამდენი წუთისთვისაა თითოეული ფეხბურთელი მზად. ჰოდა შესაბამისად იქცევიან.
tato
90 კი არა, ორჯერ მეტიც შეიძლება ითამაშო, ასეთი ე.წ. ეზოს ფეხბურთი, დაელოდე როდის მოქცემენ ბურთს და მიდი იმატავე - ორ სამს გასცდები და მეოთხე წაგართმევს ან მაისურით დაგიჭერს, მერე ისევ დადგები სულს მოითქვამ და ისევ იმატავებ, სულ ეგ არის, არც მაღალე პრესინგი, არც ზონების გადაკეტვა, არც დაცვაში ჩამოსვლა და წინ და უკან სირბილი, არც სჭირდება, როგორც კვარას ძმა შანსი ისედაც ეძლევა, თუ გუნდი იგებს მისი დამსახურებაა ვითომ, არადა უკვე რამდენს თამაშობს, რაც ქეცბა მოვიდა,როგორც ჩვენს ჩემპიონატში ისე ევროტურნირებზე და გოლიც ვერ შეაგდო, ხოლო იმის ტრიალი ყველა ბრუნვაში რომ.მხოლოდ 16 წლისაა ღიმილისმომგვრელია, მინდორზე თუ ხარ 16 იქნები თუ 36 მნიშვნელობა არ აქვს, უნდა იმხახურებდე და გუნდის დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი დადო. მე რატომღაც მეჩვენება რომ პატარა კვარას, იბერიადან ბართიშვილს და კიდევ სხვებს, იმიტომ აძლევენ დროს და უფლებას გაუთავებლად იმატავონ, რომ სარფიანად გაყიდონ, თორემ ჯგუფებში გავლენ თუ არა მეორე ხარისხოვანია,თუ გავლენ ხომ კარგი, თუ არადა არ გაკოტრდებიან - მუქთა ბიუჯეტის ფული ხომ მაინც დაუჯდებათ. ხოდა, წავა მორიგჯერზე ჩალიჩი ყ კლასის ლეგიონერების ჩამოყვანაზე, აფრიკიდან და ბრაზილიიდან
ჯონდო
ეს კვარაცხელიაც მალე თავს უშველის და დარჩება ტიტველი შიდა ჩემპიონატი😉
ვაჟა მასწავლებელი
აბა ულა ჭიჭე-კვარა, მიახმარეთ ნინუა და ქეცბაია! ჩემს თავს და ყველა ქართველს გისურვებთ ერთად გვენახოს მოედანზე მოთამაშე ბადრიას ორი "მზე": დიდი და ჭიჭე კვარები!
pepe
ციმბირელი ფეგბურტიდან სორს არი ბაბუ მიდი ქეც ჯიგარო დინამო დინამო დინამო,,,,,,,,,,,,,,,,
ციმბირელი ტრი-ტრი
რა შეატყო რომ თორნიკე 90 წუთის სათამაშოდ არ იყო მზად? ბიჭს არც დაღლა ეტყობოდა და როცა ყველა მოველოდით, რომ ეხლა გაიტანს გოლსო, ადგა და გამოცვალა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარი ქეცბაიამ ჩააგდო და არ აღიარებს. შეცდომა იყო გუნდში ყველაზე პროდუქტიული და ნათელი წერტილის სკამზე დასმა. შეიძლებოდა გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება, მით უმეტეს რომ მეტოქე გუნდის მცველები მაგარ პანიკაში იყვნენ და ყვითლებიც ქონდათ. თავი დაიზღვია თემურმა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო. მე თორნიკეს დაღლა ვერ შევამჩნიე, ვინც შეამჩნიეთ, თქვით.
კოჩანა ირო კოჩანა
კუდრიჩმა კარგად ითამაშა გუშინ ბრაო
გიორგი
ჟილგირის დიდი ალბათობით გავივლით მაგრამ აი შემდგომ უკვე მართლაც სერიოზული გამოცდა გველის სპლიტის ჰაიდუკს ან პაფოს დავუპირისპირდებით რომლებიც ორივე სერიოზული გამოცდილი გუნდები არიან კარგი ლეგიონერებით დაკომპლექტებული მანდ უკვე ძალიან მძიმე მატჩები გვექნება უნდა დადოს გუნდმა მაქსიმუმი და სრული კონცენტრაცია რადგან არც ჰაიდუკი და არც პაფოსი არაა ჟილგირისი 1–2 თავით მაღლდა დგანან ორივე გუნდი ჟილგირისზეც და წინა მეტოქეზეც.
მერაბი ჩხოროწყუ
დინამო დინამო დინამო ,გამარჯვება ბიჭეებოო, თქვენ გენაცვალეთ, ბატონო თემურ მადლობა, ბატონო რომან მადლობა, მადლობა ფეხბურთელებს, მადლობა სტაფს
რომანი
კვარა გუშინ ძალიან მაგარი იყო. 16 წლის ბიჭმა შეჭამა ტიპები. დანარჩენ ყველას ერთად აღებულს ჯობია ვინც ძირითადში იყო. 18 წლის სანამ გახდება მგონი უშველის დინამოს. გუშინ კვარამ მსოფლიოს აჩვენა რომ მისი ძმა გამონათება არაა საქართველოში. ჩვენთან ბევრია ასეთი ტალანტები. ქეცბა ყოჩაღ ძალიან მომეწონა გუშინ ახალგაზრდები რომ გამოიყვანე. ყველა კანკავას გამოსლას ელოდა და საყრდენად ახალგაზრდას მიეცი შანსი და ურიგოდაც არ გარჯილა. მეტი ახალგაზრდა უნდა ათამაშოთ. ბალასტი ლეგიონერი რად გინდათ 16 წლის ბიჭები უფრო მაგრები და გაბედულები არიან თან მერე რა რომ 16 ან 18 წლისაა გაუშვი მინდორზე დაბრდღვნიან ბალასტ ლეგიონერებს კი ჯობიათ.
კახი
თორნიკე ტალანტია ხვიჩას დონის, მთავარია ეხლა შრომა და გამართლება. ტუმცა მისი ძმისგან განსხვავებით მას უფრო ნაკლები წვალება მოუწევს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ,ხვიჩას ამხელა დამხმარე არ ყავდა,ის თავის ძმას უკვალავს გზას.
წიმური ქოსბაია(იგივე გორბაჩოვა)
წააგებს ინამო გასვლას 0-4 და გავარდება! ბუ ჰა ჰა
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა