დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერისთვის გერმანიის ნაკრების კარი სამუდამოდ დაიხურა
მორჩა, გათავდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერისთვის გერმანიის ნაკრების კარი სამუდამოდ დაიხურა. 31 წლის კიპერმა ბუნდესგუნდური კარიერა ისე დაასრულა, რომ არც კი დაუწყია...

როგორც იცით, გერმანიის ჩემპიონის მეკარემ ამას წინათ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების მესამე კიპერის რანგში "ჰანოვერის" 22 წლის მეკარე რონ-რობერტ ცილერს უხმო, დორტმუნდელი კი ისევ უყურადღებოდ დატოვა.

ვაიდენფელერმა რამდენიმე დღის წინ ირონიულად თქვა, იქნებ მეც ისე უნდა მოვიქცე, როგორც ზოგიერთები იქცევიან და სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოვაცხადო მაშინ, როცა ის არც კი დაწყებულაო - ცხადია, რომანმა ბრემენის "ვერდერის" კარის დარაჯი ტიმ ვიზე იგულისხმა, რომელსაც თავის დროზე ასეთმა განცხადებამ უშველა.

ვაიდენფელერს ლიოვმა პასუხი სამშაბათს გასცა: "რომანი კარგი მეკარეა, მაგრამ ცილერი მასზე უკეთეს კიპერად მიგვაჩნია. ამით ვაიდენფელერის შესაძლებლობებისა და ნიჭის დაკნინება ნამდვილად არ მინდა. ის ძალიან კარგად თამაშობს და ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკრებში ცილერი გამოვიძახეთ, რადგან სამწვრთნელო შტაბში ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ეს უკანასკნელი ვაიდენფელერზე უკეთესია!"

ამაზე მკაფიო განცხადების გაკეთება კი ნაღდად შეუძლებელია. ლიოვმა ისიც აღნიშნა, ჩვენს გადაწყვეტილებას არც ასაკთან აქვს რაიმე კავშირიო - იყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცილერისთვის უპირატესობის მინიჭების მთავარი არგუმენტი მისი ახალგაზრდული ასაკი იყო.

პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა, ვაიდენფელერმა თქვა: "ვფიქრობ, ამ თემაზე იენს ლემანმა უკვე ყველაფერი გასაგებად თქვა. ასე რომ, მე აღარაფერს დავამატებ, რადგან ცეცხლზე ნავთის დასხმა ნამდვილად არ მინდა."

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ამას წინათ ვაიდენფელერზე თქვა, დღესდღეობით საუკეთესო გერმანელი მეკარეა, გერმანიის ნაკრების შეფები კი ჯეროვნად არ აფასებენო.

"ისეთი განცდა მაქვს, რომ ბუნდესგუნდის მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკე და მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კიპერებს მხოლოდ პოტენციალის მიხედვით არჩევენ და არა ნაღდი შესაძლებლობებისა. ჩემი აზრით, გასულ სეზონში რომან ვაიდენფელერი თვით მანუელ ნოიერზე უკეთესიც კი იყო..." - ამბობდა ლემანი.

როგორც ხედავთ, იენსის ქებამ რომანს ვერ უშველა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა