ბრძოლას გამოაკლდა უიმბლდონის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა, ახლა კი ამერიკის ღიას როლან გაროსის ტრიუმფატორი ნა ლი გამოეთიშა
ქალებს შორის დღეში ერთი სენსაცია ნორმა გახდა. პირველ დღეს ბრძოლას გამოეთიშა უიმბლდონის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა, ახლა კი ამერიკის ღიას გამოეთიშა როლან გაროსის ტრიუმფატორი ნა ლი. ჩინელი ჩოგბურთელი რუმინელ სიმონა ჰალეპთან დამარცხდა. აზიელი თავად დაეხმარა მეტოქეს, რადგან 54 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან, ჰალეპმა მთელი მატჩში განმავლობაში ოდნავ მეტი - 69 გათამაშება მოიგო.

მეორე სეტში ნა ლის ჰქონდა ინიციატივის ხელში ჩაგდების შანსი, მაგრამ 5:4-ზე ზედიზედ სამი გეიმი და მასთან ერთად მატჩი წააგო - 2:6, 5:7. აღსანიშნავია, რომ სიმონამ კარიერაში პირველად დაამარცხა რეიტინგის პირველი ათეულის წევრი.

ნა ლის აშკარად უჭირს ამერიკულ ჰარდზე თამაში - ზედიზედ ორი წელია მარცხდება აშშ-ის ღია პირველობის, ინდიან უელსისა და მაიამის სუპერტურნირების პირველ წრეში.

კიდევ ერთი დიდი მოულოდნელობა იყო სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვას წაგება ფრანგ პოლინ პარმენტიესთან, რომელიც გრუნტის საფარზე ამჯობინებს თამაშს. რთული მოგებით დაიწყო ტურნირი ფრანჩესკა სკიავონემ. იტალიელმა 16 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მაინც სამ სეტში მოუგო გალინა ვოსკობოევას - 6:3, 1:6, 6:4.

მეორე წრეში გააღწია ორივე სერბმა ვარსკვლავმა. როგორც ჩანს, საბოლოოდ აღიდგინა ოპტიმალური ფორმა ელენა იანკოვიჩმა. ტურნირის მე-11 ნომერმა, რომელსაც აქ 2008 წელს ფინალი აქვს ნათამაშები, 58 წუთში ამერიკელ ალისონ რისკეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო - 6:2, 6:0.

რთული დღეები უდგას ანა ივანოვიჩს, რომელსაც შაბათს ბაბუა გარდაეცვალა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მართალია შედარებით პასიური თამაშით, მაგრამ მაინც ორ სეტში მოუგო რუს ქსენია პერვაკს - 6:4, 6:2.

იანკოვიჩისა არ იყოს, თავის თამაშს პოულობს კაროლინ ვოზნიაცკი. გასულ კვირას ნიუ ჰევენის ტურნირის მოგების შემდეგ, დანიელმა აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში ესპანელი ნურია ლაგოსტერა ვივესი გაანადგურა - 6:3, 6:1. ზუსტად ასეთი ანგარიშით გაიმარჯვა ვიქტორია აზარენკამაც, რომელსაც ტურნირის წინ ხელის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბელარუსს ყველაფერი წესრიგში აქვს. მისი პირველი მსხვერპლი შვედი იოჰანა ლარსონი გახდა.

უკვე ვიცით, რომ მეორე წრეში ცენტრალური მატჩი იქნება ამერიკელ ვენუს უილიამსსა და გერმანელ საბინ ლისიცკის შორის. ვენუსმა პირველ დღეს მოიგო თავისი მატჩი, ლისიცკიმ კი გუშინ ჩაატარა პირველი შეხვედრა უკრაინელი ალიონა ბონდარენკოს წინააღმდეგ. გერმანელს პრობლემა არ ჰქონია და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოიგო.

ლისიცკიმ წლევანდელი სეზონი მე-100 ჩოგანის რანგში დაიწყო და ახლა რეიტინგის მე-18 ნომერია. უიმბლდონზე მან ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა ნახევარფინალში გავიდა, გასულ კვირას კი დალასის ტურნირი მოიგო და უილიამსთან შეხვედრას შესანიშნავ ფორმაში ხვდება.

I წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან,1)-ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ) 6:3, 6:1; არანჩა რუსი (ჰოლ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 6:4; ვანია კინგი (აშშ)-გრეტა არნი (უნგ) 6:1, 6:4; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 29)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 7:6(5), 7:5; პოლინ პარმენტიე (საფ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 21) 6:2, 6:3; აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:4, 6:2; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 2:6, 6:2, 5:1 ჰემპტონის უარი; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-სარა ერანი (იტა) 7:5, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10)-ეკატერინა ბიჩკოვა (რუს) 6:2, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 4:6, 7:5, 6:2; ალიზ კორნე (საფ)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 7:5, 6:0; რობერტა ვინჩი (იტა, 18)-ირინა კამერია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:4; კაია კანეპი (ესტ, 31)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 6:4, 6:3; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-კიმიკო დატე (იაპ) 7:6(5), 7:6(2); კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:2, 4:6, 7:5; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ნა ლი (ჩინ, 6) 6:2, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-იოანა ლარსონი (შვედ) 6:1, 6:3; ხისელა დულკო (არგ)-რებეკა მარინო (კან) 6:3, 6:3; მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ)-ელენი დანილიდუ (საბ) 3:6, 7:6(4), 6:1; სერენა უილიამსი (აშშ, 28)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 6:1; შაარ პეერი (ისრ, 23)-სანია მირზა (ინდ) 6:7(5), 6:3, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ)-რეკა ლუკა იანი (უნგ) 6:2, 3:6, 7:6(3); პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-ევგენია როდინა (რუს) 1:6, 6:1, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-ქსენია პერვაკი (რუს) 6:4, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 11)-ელისონ რისკე (აშშ) 6:2, 6:0; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:3, 6:1; პეტრა მარტიჩი (ხორ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 5:7, 6:3, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:2, 6:2; მონა ბარტელი (გერ)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 32) 6:3, 6:4; შანელ სხეპერსი (ს.აფრ)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 7:5, 6:3; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:4, 2:6, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:3, 1:6, 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 20)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:1, 7:5; ფლავია პენეტა (იტა, 26)-არავან რეზაი (საფ) 6:1, 6:4; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 7:5, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ, 22)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა