"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ედვინ ვან დერ სარის სრულფასოვან შემცვლელს რახანია ეძებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ედვინ ვან დერ სარის სრულფასოვან შემცვლელს რახანია ეძებს. გუშინ კი ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მანკუნიანელები გერმანიის ნაკრების კიპერის რენე ადლერის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ.

ლევერკუზენის "ბაიერის" 25 წლის კიპერი მტკივანი ნეკნის მიზეზით, იოახიმ ლიოვით სამუნდიალო რჩეულთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ კვლავაც მიიჩნევა. შესაძლოა, თავად ადლერიც დაინტერესდეს ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლით - მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოხვდა...

ეტყობა, სერ ალექსი ნაკლებად ენდობა პოლონელ გოლკიპერ ტომაშ კუშჩაკს, ხოლო ბენ ფოსტერის "ბირმინგემში" წასვლით, ჰოლანდიელი ვეტერანის შეცვლის პრობლემა თანდათანობით მწვავდება. პირადად "ფერგი" რენე ადლერის თამაშის თაყვანისმცემელია. 191 სანტიმეტრის სიმაღლის ლაიფციგელს "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ ერთი წლის უკავშირებდნენ. ამასთან, ინგლისში და კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" დამკვიდრებით ადლერი გერმანიის ნაკრების ძირითად მეკარეობაზე პრეტენზიას უფრო ხმამაღლა გამოაცხადებს და მანუელ ნოიერს უფრო მწვავე კონკურენციას გაუწევს.

აქვე ცხადდება მანკუნიანელთა სავარაუდო შეთავაზების ფინანსური მხარეც - "წითელი ეშმაკუნები" ლევერკუზენელებისთვის 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს ამზადებენო.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა