თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ მსოფლიოსთვის შემადგენლობა დაასახელა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ დაასახელა 12-18 სექტემბერს სტამბოლში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძეც (96) შეიყვანა. სხვა წონებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით მოძმანაშვილი (120) იჭიდავებენ.

თურმანიძემ აქცენტი ძირითადად იმ ფალავნებზე შეაჩერა, რომლებიც ივნისში თბილისში წარმატებით გამოვიდნენ მსოფლიოსთვის მთავარ შესარჩევ შეჯიბრებაში - ვახტანგ ბალავაძის ტურნირზე. თუმცა იქ ახალი თაობის სამ წარმომადგენელს - ხინჩეგაშვილს, ხუციშვილსა და მარსაგიშვილს არ უჭიდავიათ, მაგრამ მათ იმთავითვე დაუჯავშნა ადგილი მსოფლიოზე.

ძნელია, ამისთვის მწვრთნელი გაამტყუნო, რადგან იმ წონებში ამათზე უკეთესები მართლაც არ ჰყავს. საკუთარი სიძლიერე მოგვიანებით მათ შეჯიბრებებშიც დაამტკიცეს - ხუციშვილმა საერთაშორისო ტურნირებში გამოიჩინა თავი, იმ დუეტმა კი ახალგაზრდებში დუბლი შეასრულა, ხოლო უფროსებში ევროპის ვიჩე-ჩემპიონები გახდნენ.

გერმანიაში ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გოგშელიძეს არსად უჭიდავია და ბოლო ხანებამდე სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. ის გეგმაზომიერად კი მიდიოდა, მაგრამ ვერანაირად ვერ დააჩქარებდი და ვერც ტურნირებში მოასწრო გამოსვლა.

აქედან გამომდინარე, ოპტიმალურ ფორმაში რომ ვერაა, ამას არც თურმანიძე უარყოფს, თუმცა მისი გამოცდილებისა სჯერა და ამიტომაც მიჰყავს სტამბოლში. ეს სალიცენზიო ტურნირია და ექსპერიმენტების დრო არააო, თქვა მწვრთნელმა. ვფიქრობთ, ასეთ პირობებში გოგშელიძეს კიდევ უფრო გაუჭირდება რუსთა ოთხგზის მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჰაჯიმურატ გაცალოვთან და აზერბაიჯანელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორ ხეტაგ გოზიუმოვთან ბრძოლა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველ წონაში 6-6 საგზური გაიცემა ანუ ლიცენზიის მოსაპოვებლად სპორტსმენმა, მინიმუმ, ბრინჯაოსთვის მაინც უნდა იჭიდაოს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები შაბათს დუშეთში წავლენ დასკვნით შეკრებაზე, სტამბოლში კი 14 სექტემბერს გაფრინდებიან.

ბერძენ-რომაელთა ნაკრები უკვე დუშეთშია და ბოლო შეკრებას გადის, თუმცა ბეგი დარჩია შემადგენლობას კვირას დაასახელებს. ისინი თურქეთში 9 სექტემბერს გაემგზავრებიან. ჩემპიონატი 12 სექტემბერს იწყება და მასში პირველები ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან - 55, 66 და 96-ის ფალავნები. მეორე დღეს 60, 84 და 120-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

14-ში ბერძენ-რომაელთა ბოლო წონასთან - 74-თან ერთად ტურნირში ქალებიც ჩაერთვებიან, რომლებიც გამოსვლას 16-ში დაამთავრებენ. იმავე დრეს იჭიდავებს `თავისუფალთა~ პირველი წონა - 55. 17-ში ლეიბზე 60, 86 და 96-ის ფალავნები გავლენ, ჩემპიონატს კი 66, 74 და 120-ის მოჭიდავეები დაასრულებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა