ლოძის ”ვიძევის" ქართველ ნახევარმცველს პოლონურ კლუბთან იჯარის ვადა დეკემბერში ეწურება
ნიკა ძალამიძე პოლონეთის ექსტრაკლასას ლოძის ”ვიძევში" მოსკოვის ცსკა-ს სარეზერვო შემადგენლობიდან მოხვდა. ახალ გუნდს იოლად შეეწყო და ძირითადშიც დამკვიდრდა. პოლონურ კლუბ ”იაგელონიას" (რომელმაც ახლახან მერაბ გიგაური აიყვანა) ვებგვერდი წერს, ძალამიძის ნიჭიერებამ განაპირობა ის, რომ პოლონელებმა საქართველოსკენ გაიხედეს და ტალანტებს იქ ეძებენო...

- მიხარია, ქართველებზე ასე თუ ფიქრობენ. თუმცა, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ნიჭიერი ბიჭები ყოველთვის გვყავდა და ახლაც გვყავს. თავად ზუგდიდელი ვარ, სადაც მუდამ იზრდებიან გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელები. ასევეა მთელ საქართველოშიც და მათ კარგი სავარჯიშო პირობები რომ ჰქონდეთ, ქართული ფეხბურთი სულ სხვა დონეზე იქნებოდა.

კარგია, რომ ბოლო დროს სტადიონების მოვლა დაიწყეს, გუნდებსაც თუ მიხედავენ, ჩვენი პოტენციალი უკეთ გამოჩნდება.

პოლონელთა ქება კი დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ძალიან გამიმართლა, გუნდს ასე იოლად რომ შევეწყვე და იღბლიანი დასაწყისიც მქონდა, მეორე თამაშში გოლიც გავიტანე და საგოლე პასიც გავაკეთე. ამის მერე ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, უკეთესად გაგრძელდება. მთავარი სწორედ ესაა და არა თუნდაც კარგი დასაწყისი. წლეულს ხუთიდან ოთხ მატჩში ძირითადში ვითამაშე, ერთხელ კი შეცვლაზე შევედი, გოლი გავიტანე და ორჯერ სიმბოლურში მოვხვდი.

- ”ვიძევისა" და და პოლონეთის ჩემპიონატის დონეზე გვითხარი.

- არ ვიცი, ქართველ გულშემატკივარს პოლონეთის ჩემპიონატზე როგორი წარმოდგენა აქვს, მაგრამ იქ საკმაოდ სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, მატჩებზე ბევრი მაყურებელი მოდის, სტადიონები კი ისეთი მოწყობილია, თამაში გესიამოვნება.

სხვათა შორის, ქართველები უყვართ, ქუჩაში რომ გავდივარ, ყურადღებას ვგრძნობ, კარგად მხვდებიან.

- ახლა უკვე ”ვიძევს" ეკუთვნი?

- ჯერ იჯარით ვთამაშობ, რომლის ვადაც დეკემბერში იწურება, მაგრამ პოლონელებს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვთ და ეს სურთ კიდეც. ”ბაიას" არც ისე დიდი თანხა ეკუთვნის, მაგრამ გუნდს ფინანსურად უჭირს და არ ვიცი, შეძლებს თუ არა გამოსასყიდი თანხის გადახდას. თუ მოახერხებენ, გუნდში დავრჩები, თუ ვერა, სხვა ვარიანტებიც არის.

- პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში?

- პოლონეთში ”ვიძევზე" უკეთესმა კლუბმა მიმიწვია, თუმცა ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

- მომავალ მატჩზეც ვთქვათ: ესპანეთის ნაკრებზე რა იცი?

- ევროპის ჩემპიონია, ესპანური ფეხბურთი კი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა და ამით ყველაფერია ნათქვამი. სხვა თუ არაფერი, მათი მოთამაშეების უმრავლესობა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაში, პრიმერადივიზიონში გამოდის.

თუმცა, არც ჩვენ გვყავს ცუდი ნაკრები, კარგი თაობაა და საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. სახლში მოსაგებად კი ყველაფერი უნდა გავიღოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
ძალამიძე პოლლონეთის მთელი ქართველობა შენს გვერდით ვართ,აბა შენ იცი !
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე