ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზაფხულის ბოლო დღის სიგიჟე

ზაფხულის ბოლო დღის სიგიჟე

ჯო კოული საფრანგეთში, სკოტ პარკერი ტოტენჰემში, ლუის გარსია სარაგოსაში, გაგო რომში, ბენაიუნი არსენალში და ბევრი სხვა

წუხელ (ჩვენი დროით, 2 საათზე) ევროპაში სატრანსფერო სეზონი დასრულდა. უკანასკნელ დღეს, სულ ბოლო საათებში უამრავი ტრანსფერი განხორციელდა, რომელთა შესახებაც აქ მოკლედ მოგიყვებით.

ესპანეთი

"ვილიარეალმა" "მალიორკას" ჰოლანდიელი ლიდერი ჯონათან დე გუზმანი გაიფორმა. 23 წლის ნახევარმცველმა ბალეარის კუნძულებზე მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, "ელ მადრიგალზე" კი მომავალ სამ სეზონს გაირჯება. ესპანური მედია აცხადებს, რომ ვალენსიელებს ეს ტრანსფერი 8,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. კანადაში დაბადებულ დე გუზმანს პუბლიკას პარასკევს წარუდგენენ.

როგორც იქნა, მადრიდის "ატლეტიკომ" მიაღწია მიზანს და "ვოლფსბურგიდან" ბრაზილიელი დიეგო წაიყვანა. ბუნდესლიგაში გატარებული უცუდესი სეზონის შემდეგ, დიეგო კარიერის თავიდან აწყობას პრიმერაში ფიქრობს, სადაც სეზონის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

ეს იჯარა "ატლეტიკოს" (ას-ის ცნობით) 3 მილიონი ევრო დაუჯდა, თუკი სეზონის ბოლოს მადრიდული კლუბი 7 მილიონს დაამატებს, დიეგო მისი საკუთრება გახდება.

"ვალენსიამ" მარჯვენა მცველი ანტონი ბარაგანი დაიმატა, "ვალიადოლიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბარაგანი 24 წლისაა, ის "სევილიას" აღზრდილია, უთამაშია "ლივერპულსა" და "დეპორტივოში".

მადრიდის "რეალმა" ნახევარმცველი პედრო ლეონი "ხეტაფეში" გაანათხოვრა. სეზონის ბოლოს მადრიდის გარეუბნის კლუბს მისი შეძენის უფლებაც აქვთ. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" პედრო ლეონი სწორედ "ხეტაფესგან" იყიდა ერთი წლის წინათ და მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. პედრო ლეონი 24 წლისაა.

"სარაგოსამ" ლისაბონის "სპორტინგს" მილიონი ევრო გადაუხადა თავდამსხმელ ელდერ პოშტიგას სანაცვლოდ.

"ესპანიოლმა" "სევილიადან" 30 წლის კოტ დივუარელი რომარიკი შეიძინა, ხოლო კაპიტანი ლუის გარსია "სარაგოსაში" გაუშვა.

იტალია

"რომა" ამ ზაფხულს არნახულად გაძლიერდა, წუხელ კლუბს კიდევ ერთი კარგი ნახევარმცველი შეემატა, არგენტინელი ფერნანდო გაგო, რომელმაც "რეალში" ფეხი ვერ მოიკიდა. გაგო იტალიის დედაქალაქში იჯარით ითამაშებს. 25 წლის არგენტინელი 2007 წლიდან "რეალშია".

ბერგამოს "ატალანტა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. სერია ა-ში დაბრუნებულებმა "რომას" ნახევარმცველი მატეო ბრიგი და "ნაპოლის" გამთამაშებელი ლუკა ჩიგარინი თითოწლიანი იჯარით დაიმატეს. თავად კლუბმა ამავე დილით ედგარ ბარეტო დაკარგა, რომელიც "პალერმოში" გადავიდა. ფორვარდი საშა ბიელანოვიჩი კი სერია ბ-ს "ვერონაში" წავიდა.

"ინტერმა" გაიფორმა ლორენცო ტასი "ბრეშადან", რომლის შესახებ გუშინაც მოგითხრეთ.

"მილანმა" 26 წლის ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო შეიძინა. ექსპალერმოელს 2016 წლამდე გაუფორმეს კონტრაქტი. სამაგიეროდ პორტუგალიელი რიკარდო ფერეირა "მილანიდან" "პალერმოში" გადავა.

"ინტერმა" იჯარის წესით აიყვანა "ლაციოს" არგენტინელი ლეგიონერი მაურო სარატე. ფორვარდი სეზონის ბოლომე იჯარით ითამაშეს, თუ გაამართლებს, "ინტერი" მას შეიძენს.

"პალერმომ" ედგარ ბარეტოს გარდა ედგარ ალვარესი ("ბარი") და დელა როკა ("ბოლონია") დაიმატა.

"ლეჩემ" "იუვენტუსის" ორი ფეხბურთელი დაიმატა - კრისტიან პასკუატო და მანუელ ჯანდოტო.

"რომამ" 21 წლის ბოსნიელი ვარსკვლავი მირალემ პიანიჩი შეიძინა, რომლის სანაცვლოდ "ლიონს" 11 მილიონი ევრო გადაუხადა. პიანიჩმა სამი სეზონი გაატარა ფრანგული კლუბში.

"სამპდორიამ" "ლაციოს" პასკუალე ფოჯა დაიმატა. 28 წლის ფოჯას, რომელსაც "სკუადრა აძურაშიც" უთამაშია, სერია ბ-ში მოუწევს თამაში.

"უდინეზემ" გამოაცხადა, რომ "რივერ პლეიტის" რობერტო პერეირა ამიერიდან ამ კლუბის ფეხბურთელია. 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ უდინეელები 4 მილიონ ევროს გამოვიდნენ.

"ინტერმა" 28 წლის კოლუმბიელი ნელსონ რივასი გაუშვა.

მასიმო ოდო "მილანიდან" "ლეჩეში" იჯარით გადავიდა.

ინგლისი

"ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა ვისენტემ ინგლისურ "ბრაიტონთან" მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. 30 წლის ფეხბურთელი "მესტალიას" 11-წლიანი ერთგულების შემდეგ გამოეთხოვა. ჩემპიონშიპში მოთამაშე "ბრაიტონს" ურუგვაელი გუსტავო პოიეტი წვრთნის. ვისენტეს 38-ჯერ უთამაშია ესპანეთის ნაკრებში.

"უიგანმა" პრიმერადივიზიონიდან გავარდნილი "ალმერიადან" 29 წლის ალბერტ კრუსატი აიყვანა. ნახევარმცველმა 2+1 სისტემით მოაწერა კონტრაქტს ხელი.

"ფულჰემმა" ექს-იუვენტუსელი ზდენეკ გრიგერა თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. "ბებერ სინიორასთან" კონტრაქტი მან სამშაბათს გააუქმა, მეორე დღეს კი ინგლისში გადაბარგდა. ჩეხმა ტურინში 4 სეზონი გაატარა.

"არსენალის" დანიელი შემტევი ნიკლას ბენდტნერი "პორტუში" გადავიდა. 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიელებმა სავარაუდოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადეს.

"ვესტ ჰემმა" "ჰამბურგიდან" 30 წლის კოტ დივუარელი გი დემელი გადაიყვანა და 2-წლიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა.

"არსენალმა" ფორვარდი ჯოელ კემპბელი ფრანგულ "ლორიანში" გაანათხოვრა. ჟილ სუნუც ამ გზას დაადგა.

"ტოტენჰემის" დევიდ ბენტლი ერთ სეზონს იჯარით "ვესტ ჰემში" გაატარებს.

"ლივერპულმა" 18 წლის ამერიკელი ვილიან ბიევი ინათხოვრა დიუსელდოლფის "ფორტუნასგან".

"მანჩესტერ სიტიმ" 19 წლის შვედი ფორვარდი ჯონ გიდეტი იჯარით ჰოლანდიურ "ფეიენოორდში" გაუშვა.

ჯო კოულმა "ლივერპულის" მაისურა "ლილისაზე" გაცვალა - 29 წლის ნახევარმცველი საფრანგეთში იჯარით ითამაშებს.

"ტოტენჰემმა" აისრულა ნატვრა და "ვესტ ჰემის" 30 წლის ნახევარმცველი სკოტ პარკერი შეიძინა. შეგახსენებთ, რომ პარკერი ინგლისის ნაკრების წევრია.

"ჩელსიმ" გაელ კაკუტა "ბოლტონში" 1 იანვრამდე გაუშვა.

იოსი ბენაიუნმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ "არსენალში" გადავიდა. მალე მას მიკელ არტეტაც მიჰყვა "ევერტონიდან".

"სტოკმა" "ტოტენჰემის" ვილსონ პალასიოსს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ბრაიან რუისი "ფულჰემის" წევრი გახდა, კრეიგ ბელამი კი - "ლივერპულის".

შონ რაიტ-ფილიპსი "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გადავიდა.

გერმანია

"ჰამბურგმა" "კაიზერსლაუტერნიდან" ივო ილიჩევიჩი აიყვანა, ხორვატი 24 წლისაა.

"შალკემ" ედუ თურქულ "ბეშიქთაშში" გაანათხოვრა.

"ჰერტამ" ნიქოზიის აპოელ-ის კაკა დაიმატა ("იმ" კაკაში არ აგერიოთ).

მარიო გავრანოვიჩი "შალკედან" "მაინცში" გადავიდა.

სხვადასხვა

"აიაქსმა" რუსი ფორვარდი დიმიტრი ბულიკინი შეიძინა, რომელიც "ანდერლეხტის" წევრი იყო.

"ლიონმა" "ლე ავრისგან" გუეიდა ფოფანა შეიძინა, რომელმაც ახლახან 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა.

"ტვენტემ" "ფეიენოორდიდან" ნახევარმცველი ლეროი ფერი შეიძინა.

პსვ-ს სლოვენიელი ფორვარდი ტიმ მატავჟი 7 მილიონი დაუჯდა, 22 წლის მატავჟი "გრონინგენში" გამოდიოდა.

"გალათასარაიმ" "არსენალისგან" ემანუელ ებუე ინათხოვრა.

სლოვაკი მარეკ ჩეხი "ვესტ ჰემიდან" "ტრაბზონში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს