"საქართველო - ბელგიის მატჩის დროს ქართველთა თამაშზე არანაკლებ შთამბეჭდავი ტრიბუნებზე მყოფი ქომაგების თავდადება იყო. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ რუსეთის ნაკრებს "სტუმრის" სტატუსით მოუწევს თამაში", - ამბობს თავის სტატიაში "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტი ლევ ტიგაი

"საქართველო - ბელგიის მატჩის დროს ქართველთა თამაშზე არანაკლებ შთამბეჭდავი ტრიბუნებზე მყოფი ათასზე მეტი ქომაგის თავდადება იყო. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ რუსეთის ნაკრებს "სტუმრის" სტატუსით მოუწევს თამაში", - ამბობს თავის სტატიაში "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტი ლევ ტიგაი.

რუსმა კორესპონდენტმა ძალიან ობიექტურად და დიდი პატივისცემით დაახასიათა საქართველოს ნაკრების თამაში. ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველო-რუსეთის მატჩის წინ მთელი რუსული სპორტული პრესის ყურადღება სწორედ საქართველოს მოულოდნელად იოლმა გამარჯვებამ მიიპყრო. არც ის გვიკვირს, რომ ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ქართველთა მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ინტერვიუ ჩამოართვეს.

გთავაზობთ ამ ინერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:

- იგორ კოკოშკოვმა სამწვრთნელო საქმიანობას 24 წლიდან მიჰყო ხელი. აქტიური სპორტიდან ასე ადრიანად წამოსვლა ავტოავარიის გამო მოუწია. მართალია, საკმაოდ კარგი კალათბურთელი იყო, მაგრამ სამწვრთნელო საქმიანობაში უფრო შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ის პირველი ევროპელი იყო, რომელიც NCAA-ს პირველი დივიზიონის გუნდის სამწვრთნელო შტაბში მოხვდა. "მისურის" მწვრთნელად წარმატებული მუშაობის შემდეგ 2000 წელს ის NBA-ის გუნდების "კლიპერსის", "ფინიქსისა" და "დეტროიტის" მთავარი მწვრთნელების პირველ ასისტენტად მუშაობდა. "დეტროიტში" ის გამოჩენილი ლარი ბრაუნის გვერდიგვერდ მუშაობდა.

საქართველოს ნაკრები 3 წლის წინ ჩაიბარა. და როგორც ევრობასკეტზე გამოჩნდა, უკვე მოასწრო მშვენიერი კოლექტივის შეკრება, რომელსაც რუსებისთვის, მინიმუმ, უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. სამწუხაროდ კოკოშკოვს ნაკლებად იცნობენ და ამის გამო პრესკონფერენციაზე ის გამოცხადების დროს ასისტენტის პოზიციამდე "დააქვეითეს". თუმცა ეს ხელს ნამდვილად არ უშლის, რომ თავისი საქმე ჩინებულად აკეთოს...

- ბატონო იგორ, თქვენი სამწვრთნელო გზა საკმაოდ უცნაურია, რატომ გადაწყვიტეთ კარიერის აწყობა ამერიკიდან?

- ჩემი ცოლიც სულ მაგას მეკითხება... ყოველთვის ვცდილობ, პროგრესირება განვიცადო. რეალურად დიდი განსხვავება არ არის ამერიკელი და ევროპელი მწვრთნელის სამუშაოს შორის. ახლა აშშ-ს მოქალაქეობა მაქვს და დროის დიდი მონაკვეთი აშშ-ში, NBA-ში მაქვს გატარებული. მთავარია, სადაც არ უნდა იყო, პროფესიულად მიუდგე სამუშაოს და წარმატებაც არ დაახანებს. კალათბურთი გლობალური მოვლენაა. ის, რომ საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი, საშუალებას მაძლევს ევროპულ კალათბურთთან მქონდეს კონტაქტი. ისე კი ძირითადი სამუშაო ფინიქსშია...

- ცოლი ახსენეთ და მოგვიყევით, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც უთხარით რომ საქართველოში უნდა გემუშავათ?

- Georgia რომ ვუხსენე (ჩემი ცოლი ამერიკელია), გაუხარდა, ატლანტაში ვიცხოვრებთო? მერე ავუხსენი, რომ დედამიწის სულ სხვა რეგიონზე იყო საუბარი. ჩვენი სახლიდან ეს ძალიან შორია და ძირითადად საქართველოში მუშაობისას მარტო ვარ...

საქართველოში ძალიან კარგი საკალათბურთო ტრადიციებია. ფედერაციაში შესანიშნავი ხალხი მუშაობს და ყველა პრობლემას აგვარებენ. ამიტომ სრული შესაძლებლობა გვაქვს, მთელი ყურადღება გუნდის მზადებას დავუთმოთ...

- ვიცი, რომ ბრაუნთან გიმუშავიათ. რას იტყოდით ამ სპეციალისტზე?

- ლარი ბრაუნი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია მათ შორის, ვისაც კი შევხვედრივარ. კალათბურთის ზოგიერთ სფეროში ის უბრალოდ გენიოსია. თავის საქმის ნამდვილი ფანატიკოსი. ასე რომ, მასთან მუშაობამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

- რას ფიქრობთ რუსეთთან თამაშზე?

- ერთი შეხედვით აუტსაიდერებად ვჩანვართ. რუსეთის ნაკრების მწვრთნელს ძალიან დიდი არჩევანი აქვს. მის განკარგულებაში ბევრი კარგი კალათბურთელია.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ლოგიკურად, ნიჭიერ მოთამაშეთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. სწორედ ამიტომ არის, რომ მთავარ გათვლას გუნდურ თამაშზე ვაკეთებთ. ამასთან ბიჭებმა შესაძლებლობების 100% უნდა დადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთისა და სლოვენიის მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სიტყვას ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ვიტყვით.

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა