რუსეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი შიშობს, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მათ არაფერს დაუთმობენ
ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ანდრეი ვორონცევიჩმა საქართველოს შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მათ არაფერს დაუთმობენ.

"ჩვენ ვნახეთ ქართული გუნდი და ვიცით, როგორ თამაშობს. ბელგიასთან თამაშის ვიდეო უკვე გავარჩიეთ და ახლა თამაშის მონაკვეთებს უნდა ვუყუროთ.

საქართველოს ნაკრები მაღალი, კარგი და ათლეტური გუნდია. მათ უკანა ხაზში სნაიპერები ჰყავთ, რომლებიც კარგად ისვრიან. ისინი სწრაფები არიან და ბურთისთვის მუდამ იბრძვიან. ამრიგად, კარგ გუნდს ვეთამაშებით და ვფიქრობ, ქართველები არ გაგვახარებენ.

დღეს ასევე გულშემატკივრების პაექრობა იქნება, რომლებიც შეეცდებიან, ერთმანეთს შეძახილებში შეეჯიბრონ. თუ ქართველი გულშემატკივარი უფრო მეტი იქნა, ამან ჩვენს თამაშზე არ უნდა იმოქმედოს", - განაცხადა ვორონცევიჩმა.

რუსმა კალათბურთელმა აღიარა, რომ ნაკრების წევრებმა უკრაინასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ დასვენება ვერ მოახერხეს. მისი თქმით, გვიან გამართული მატჩის გამო ნაკრები გვიან დაწვა დასაძინებლად და კარგად ვერ დაისვენა, მაგრამ კალათბურთელები დღისითაც აპირებენ გამოძინებას, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ ძალების აღდგენაში.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა