20 ევროპულ ქალაქში მორიგი საკვალიფიკაციო ბატალიები გაიმართება, სადაც შესაძლოა ფინალური საგზურის მფლობელი გაირკვეს
A ჯგუფი

აზერბაიჯანი-ბელგია 20:00

თურქეთი-ყაზახეთი 21:00

გერმანია-ავსტრია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 7 7 0 0 22-3 21

2. ბელგია 7 3 2 2 15-10 11

3. თურქეთი 6 3 1 2 9-7 10

4. ავსტრია 6 2 1 3 10-10 7

5. აზერბაიჯანი 6 1 0 5 5-18 3

6. ყაზახეთი 6 1 0 5 2-15 3

B ჯგუფი

რუსეთი-მაკედონია 20:00

ანდორა-სომხეთი 20:00

ირლანდია-სლოვაკეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირლანდია 6 4 1 1 11-6 13

2. რუსეთი 6 4 1 1 9-4 13

3. სლოვაკეთი 6 4 1 1 6-4 13

4. სომხეთი 6 2 2 2 10-7 8

5. მაკედონია 6 1 1 4 5-8 4

6. ანდორა 6 0 0 6 1-13 0

ჩ ჯგუფი

ჩრდ. ირლანდია-სერბეთი 22:45

სლოვენია-ესტონეთი 22:45

ფარერები-იტალია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 6 5 1 0 14-1 16

2. სლოვენია 7 3 2 2 9-4 11

3. ჩრდ. ირლანდია 6 2 3 1 7-3 9

4. სერბეთი 6 2 2 2 8-9 8

5. ესტონეთი 7 2 1 4 7-11 7

6. ფარერები 8 1 1 6 5-22 4

D ჯგუფი

ბელარუსი-ბოსნია 21:30

ლუქსემბურგი-რუმინეთი 21:30

ალბანეთი-საფრანგეთი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 6 4 1 1 9-2 13

2. ბელარუსი 7 3 3 1 6-2 12

3. ბოსნია 6 3 1 2 8-7 10

4. რუმინეთი 6 2 2 2 6-2 8

5. ალბანეთი 6 2 2 2 4-6 8

6. ლუქსემბურგი 7 0 1 6 1-13 1

E ჯგუფი

ფინეთი-მოლდოვა 19:30

უნგრეთი-შვედეთი 21:45

ჰოლანდია-სან მარინო 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 6 6 0 0 21-5 18

2. შვედეთი 6 5 0 1 20-6 15

3. უნგრეთი 7 4 0 3 18-13 12

4. ფინეთი 6 2 0 4 11-11 6

5. მოლდოვა 6 2 0 4 7-9 6

6. სან მარინო 7 0 0 7 0-33 0

F ჯგუფი

ისრაელი-საბერძნეთი 17:05

საქართველო-ლატვია 21:00

მალტა-ხორვატია 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 6 4 2 0 8-3 14

2. ხორვატია 6 4 1 1 10-3 13

3. ისრაელი 7 4 1 2 10-7 13

4. საქართველო 7 2 3 2 5-5 9

5. ლატვია 6 1 1 4 5-9 4

6. მალტა 6 0 0 6 2-13 0

G ჯგუფი

ბულგარეთი-ინგლისი 22:15

უელსი-ჩერნოგორია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 5 3 2 0 11-3 11

2. ჩერნოგორია 5 3 2 0 4-1 11

3. შვეიცარია 5 1 2 2 7-7 5

4. ბულგარეთი 5 1 2 2 2-6 5

5. უელსი 4 0 0 4 1-8 0

H ჯგუფი

ნორვეგია-ისლანდია 22:00

კვიპროსი-პორტუგალია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 5 3 1 1 11-7 10

2. დანია 5 3 1 1 4-3 10

3. ნორვეგია 5 3 1 1 6-4 10

4. კვიპროსი 4 0 2 2 5-8 2

5. ისლანდია 5 0 1 4 2-8 1

I ჯგუფი

ლიტვა-ლიხტენშტაინი 19:00

შოტლანდია-ჩეხეთი ხვალ, 18:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 5 0 0 15-5 15

2. ჩეხეთი 5 3 0 2 6-3 9

3. შოტლანდია 4 1 1 2 4-5 4

4. ლიტვა 5 1 1 3 3-8 4

5. ლიხტენშტაინი 5 1 0 4 3-10 3

ბომბარდირები:

8 - კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია), მიროსლავ კლოზე (გერმანია).

6 - მიკაელ ფორსელი (ფინეთი).

5 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), რობი კინი (ირლანდია).

4 - ადამ სალაი (უნგრეთი), ტიმ მატავჟი (სლოვენია), მარიო გომესი (გერმანია), იოსი ბენაიუნი (ისრაელი), მარვინ ოგუნჯიმი (ბელგია), დირკ კუიტი (ჰოლანდია), დავიდ ვილია (ესპანეთი), ნიკო კრანჩარი (ხორვატია), დერდეი რუდოლფი (უნგრეთი).

სპორტულ სამყაროში არსად ისე არ ამართლებს გამონათქვამი - წიწილებს შემოდგომით ითვლიანო - როგორც ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში. მართლაც, სწორედ ამ შემოდგომით გამოვლინდება ის 14 ნაკრები, რომლებიც გაისად პოლონეთ-უკრაინაში იასპარეზებენ. 9 ჯგუფის გამარჯვებულს, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი შეუერთდება, შემდეგ კი პლეი ოფში გამარჯვებული 4 გუნდი.

დღეს თბილისის გარდა კიდევ 20 ევროპულ ქალაქში მორიგი საკვალიფიკაციო ბატალიები გაიმართება (ერთი მატჩი ხვალაა), რომელთა შემდეგაც, დიდი შანსია, ევრო-2012-ის ფინალური ეტაპის პირველი საგზურის მფლობელი ოფიციალურად გაირკვეს (ბუნებრივია, თანამასპინძლებს ეს საგზურები გარანტირებული აქვთ). ლაპარაკია გერმანიის ნაკრებზე, რომელიც A ჯგუფის ბინადარია და 7 თამაშიდან 7 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს.

სწორედ ამ ჯგუფით დავიწყებთ, თუმცა გერმანია-ავსტრიის პერიპეტიებზე სხვა გვერდზეც წაიკითხავდით. მოკლედ, საკმარისია იოახიმ ლიოვის გუნდმა მოუგოს ავსტრიას, ან თურქეთმა ვერ მოუგოს ყაზახეთს და გერმანიის ნაკრები პოლონეთ-უკრაინის საგზურს დღესვე მოიპოვებს. თუმცა ის, რომ ეს გუნდი საგზურს ადრე თუ გვიან შეწვდება, ამაში ეჭვიც არ გვეპარება.

მოკლედ, ამ ჯგუფში რეალურად მეორე ადგილისთვის მიდის ომი, თურქებმა შინ არ უნდა წაიბორძიკონ, თავის მხრივ, ბელგიამ "ოქროს" სამი ქულა უნდა წაიღოს ბაქოდან. აზერბაიჯანმა ამ შესარჩევში ერთი სენსაცია უკვე "გამოაცხო", როცა თურქეთი დაამარცხა, მეორე სენსაცია კი ჟორჟ ლეეკენსის გუნდისYთვის დამღუპველი იქნება.

ბრიუსელში ამ გუნდების დაპირისპირებაში ბრძოლა მხოლოდ დასაწყისში იყო, როცა აზერბაიჯანი რუსლან აბიშოვის გოლის წყალობით დაწინაურდა, მერედამერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - 4:1 ბელგიის სასარგებლოდ. ბელგიელებს ტრავმების გამო მცველები დანიელ ვან ბუიტენი და ტომას ვერმაელენი აკლიათ.

თურქულ ფეხბურთში ერთი დიდი არეულობაა - სკანდალის გამო ჩემპიონატი ჯერ ვერ დაიწყო. მასპინძლებს არ ეყოლება "რეალის" წყვილი, ჰამით ალთინთოპი და ნური შაჰინი, თუმცა ყაზახეთს დარჩენილებიც უნდა ეყონ.

B ჯგუფში დიდი ბრძოლაა, სამეულს, ირლანდიას, რუსეთსა და სლოვაკეთს 13-13 ქულა აქვთ. აქ ცენტრალური დუბლინური მატჩია, სადაც ჯოვანი ტრაპატონის გუნდი სლოვაკეთს მასპინძლობს. იტალიელ სპეციალისტს გამოჯანმრთელებული ვარსკვლავი ეიდენ მაკგიდი დაუბრუნდა. სამაგიეროდ, ირლანდიელებს კით ფეჰეი დააკლდა. "დუბლინში თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ მე გამოცდილი ფეხბურთელების იმედი მაქვს, რომლებიც სიმშვიდეს შეინარჩუნებენ", - განაცხადა სტუმართა თავკაცმა ვლადიმირ ვეისმა.

რუსებს "ლუჟნიკიზე" მაკედონიასთან წაფორხილების უფლება არ აქვთ. ამ ჯგუფში შანსი ჯერ სომხებსაც არ დაუკარგავთ, რომლებიც აუტსაიდერ ანდორას სტუმრობენ.

ჩ ჯგუფში იტალიის ნაკრების მეტოქეებს მხოლოდ თეორიული შანსებიღა თუ შერჩათ, რომელიც კიდევ უფრო შემცირდება, თუკი "სკუადრა აძურა" ჩრდილოეთში კუთვნილ ადგილს მიუჩენს ფარერის კუნძულების ნაკრებს.

სხვათა შორის, ეს შეიძლება იოლი არ აღმოჩნდეს - ყოველ შემთხვევაში, 2007 წელს იტალიამ მხოლოდ 2:1 მოიგო ტორსჰავნში ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით. იტალიას ჯილარდინო დაუბრუნდა და მატრი დაემტვრა, ხოლო ჯუზეპე როსი გვიან შეუერთდა, რადგან მის "ვილიარეალს" ესპანეთის ჩემპიონატში მატჩი ჰქონდა.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია ბელფასტსა და ლუბლიანაში, სადაც იტალიელთა მდევრები რეალურად მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა სერბებს აქვთ, თუკი ვლადიმირ პეტროვიჩის გუნდი ბრიტანეთში დამარცხდება, ევრო-2012 უნდა დაივიწყოს. "ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ამ ციკლს წარმატებით ჩავამთავრებთ", - გულს არ იტეხს პეტროვიჩი, რომლის გუნდის კაპიტანი დეიან სტანკოვიჩი ნაკრებში 99-ე მატჩს ატარებს.

D ჯგუფში ფრანგებს არცთუ დიდი ჰანდიკაპი აქვთ და მათ ძალზე რთული მატჩი ელით ტირანაში. ლორან ბლანს დაცვის ცენტრი აღელვებს - ფილიპ მექსეს და მამადუ სახოს ტრავმები აწუხებთ, ხოლო "ვალენსიას" დაცვის ბურჯი ადილ რამი დისკვალიფიცირებულია. წინ ბლანს ფრანკ რიბერი უბრუნდება, რომელიც ჩილესთან ამხანაგურ მატჩში არ იყო.

ბელარუსისა და ბოსნიის ნაკრებები ერთმანეთს პირველად ხვდებიან, ორივე გუნდი ევრო-2012-ის საგზურისთვის იბრძვის. მასპინძლები ფრანგებს ხომ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან (თუმცა მატჩით მეტი აქვთ გამართული). ეს ნაკრები კიდევ იმიტომ არის ჩვენთვის საინტერესო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

შემდეგი ჯგუფი - აქაც ერთი გამორჩეული ფავორიტია - ჰოლანდიის ნაკრები, რომელიც მთელ კონტინენტზე უსუსტეს ნაკრებს, სან მარინოს მასპინძლობს. ალბათ, ბერტ ვან მარვიიკის გუნდი მე-7 თამაშსაც მოიგებს ზედიზედ. თუმცა მწვრთნელი მაინც განიცდის არიენ რობენისა და იბრაჰიმ აფელაის არყოფნას.

შვედეთი ჰოლანდიის მდევარია, ხოლო მისი დღევანდელი მეტოქე უნგრეთი გააფრთებით იბრძვის პლეი ოფის საგზურისთვის. ერიკ ჰამრენს "ოლიმპიაკოსის" ვეტერანი მცველი ოლოფ მელბერგი დაუშავდა.

ის კი შეუცვლელი ცენტრალური მცველია სკანდინავთა შემადგენლობაში. მწვრთნელმა მელბერგი რასმუს ელმით შეცვალა. უნგრელებს ერთი დებიუტანტი ეყოლებათ - "მაინცელი" ზოლტან შტიებერი. მასპინძლებს არ ეყოლებათ ლიდერი - ბალაშ ჟუჟაკი, რომელმაც "ანჟის" მატჩში ლავიწი გაიტეხა და სამ თვემდე მოუწევს დასვენება.

ჩვენი ჯგუფი - საქართველო-ლატვიის მატჩზე სხვა გვერდებზეც წაიკითხავთ. ვიტყვით, რომ ჩვენმა გუნდმა უნდა დაიბრუნოს პლეი ოფში გასვლის შანსი, ამისთვის კი ბალტიელთა დამარცხებაა საჭირო. მაშინ, როცა ხორვატები ჯგუფის აუტსაიდერებს სტუმრობენ, ლიდერი საბერძნეთი აღთქმულ მიწაზე მძიმე მატჩის გასამართავად ჩადის. შეგახსენებთ, რომ ებრაელთა ლიდერმა ორი დღის წინ კლუბი შეიცვალა - იოსი ბენაიუნი "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა.

G ჯგუფს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - ერთი მოსალოდნელიც იყო, რომ ინგლისი იქნებოდა, აი, ჩერნოგორიელთა წინსვლას კი ნაკლებად ელოდა ვინმე. ორივე ლიდერი სტუმრად თამაშობს, კაპელოს გუნდი ბულგარეთს სტუმრობს, სადაც მასპინძლებს ბოლო შანსი აქვთ ევროსაგზურისთვის გაიბრძოლონ.

შეგახსენებთ, რომ ბულგარელებს გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი წვრთნის. სხვათა შორის, ბულგარელებს ამ ციკლში ჯერ შინ გოლი არ გაუტანიათ. ინგლისელებს სამი დებიუტანტი ჰყავთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ახალგაზრდა: ფილ ჯონსი, ტომ კლევერლი და კრის სმოლინგი. ისინი ისე ათამაშდნენ, რომ მათი იგნორირება აღარ შეიძლებოდა. შეიძლება ყოფილიყო მეოთხე მანჩესტერელიც, მაგრამ დენი უილბეკმა "არსენალთან" ისტორიულ მატჩში ფეხი დაიშავა.

ჩერნოგორია უქულო უელსს ესტუმრება, თუმცა, არა გვგონია, სამი ქულა ბრიტანეთიდან იოლად წამოიღოს.

H ჯგუფი ძალიან საინტერესო გამოდგა - 5-გუნდიან ტურნირში სამს, პორტუგალიას, ნორვეგიასა და დანიას 10-10 ქულა აქვთ. პორტუგალია კვიპროსს ეწვევა, თუმცა გუნდში სიტუაცია აირია - "რეალის" მცველმა რიკარდო კარვალიომ გადაწყვიტა ნაკრების შეკრების დატოვება, შემდეგ კი საერთაშორისო კარიერის დასრულებაც გამოაცხადა. ზუსტად ერთი წლის წინ, პორტუგალიაში ამ გუნდებმა საოცარი მატჩი შემოგვთავაზეს, რომელიც 4:4 დასრულდა!

დანია ისვენებს, ხოლო ნორვეგიელები შინ ისლანდიელებს ხვდებიან. ასე რომ, ვიკინგებს გალიდერების შესანიშნავი შანსი აქვთ. "ულევაალზე" ნორვეგიას მორტენ პედერსენი არ ეყოლება, ეს კი დიდი დანაკლისია. მით უფრო, რომ საეჭვოა იონ არნე რიისეს თამაშიც.

დაბოლოს, I ჯგუფი, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების სრული ჰეგემონიაა - "ფურია როხა" დღეს ისვენებს. ლიტვის ნაკრები კი კაუნასში აუტსაიდერ ლიხტენშტაინს მასპინძლობს. ხვალ ერთი შეხვედრაა, "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიის ნაკრები და ჩეხეთს შეხვდება, ეს შოტლანდიელთა უკანასკნელი შანსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ