როისტონ დრენტე დარწმუნებულია, რომ პრემიერლიგას კარგად შეეწყობა და "ევერტონს" წარმატებებში დაეხმარება
როისტონ დრენტე დარწმუნებულია, რომ პრემიერლიგას კარგად შეეწყობა და "ევერტონს" წარმატებებში დაეხმარება. 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალმა" მერსისაიდელებს, ერთი სეზონით, სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს მიაქირავა. შეგახსენებთ, რომ დრენტემ "რეალის" ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ბოლო სეზონი "ერკულესში" გაატარა.

"ევერტონის" ვებსაიტისთვის მიცემულ ინტერვიუში დრენტემ განაცხადა:

"ვფიქრობ, ის სტილი, რომლითაც მე ვთამაშობ ინგლისურია. ტექნიკურიც ვარ და შრომისმოყვარეც. პრემიერლიგის ყაიდის შეჯიბრება ზუსტად საჩემო უნდა იყოს. ესპანეთშიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ იქაური სტილი მაინც ნელია. ერთი სიტყვით, ინგლისში გაცილებით სწრაფი ფეხბურთი უყვართ და ეს უფრო უნდა მომერგოს‘‘.

"ფეიენოორდის" ყოფილი ფეხბურთელი "რეალში" თავს კარგად ვეღარ გრძნობდა და მართალია, ნაჩქარევი ტრანსფერის შეთანხმება აშკარად სანერვიულო იყო, საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა. დრენტემ დასძინა:

"მართალია, ჩემი "ევერტონში" გადასვლის ამბავი ბოლო დღეს გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა, ნამდვილად კარგი იყო. მეც გახარებული ვარ და ჩემი ოჯახიც. ვფიქრობ, "ევერტონს" ძალიან გამოვადგები. "გუდისონ პარკზე" კარგი გუნდი ჰყავთ და აქ თამაში ჩემი მომავლისთვის შესანიშნავია. ბოლო ერთი თვე "რეალში" საშინელი მქონდა. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, თამაშით კი არ მათამაშებდნენ. ასეთი ყოფა ფეხბურთელისთვის დამთრგუნველია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე