გუშინ, გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი და დღე ამერიკელი მძლეოსნების ტრიუმფით დასრულდა
ერთდღიანი შესვენების შემდეგ ტეგუში მსოფლიოს პირველობა განახლდა. გუშინ, გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი და დღე ამერიკელი მძლეოსნების ტრიუმფით დასრულდა. მათ ოქროს სამი მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში წინ გაიჭრნენ.

ამერიკის ნაკრებმა პირველი ოქრო მამაკაცებს შორის სიმაღლეზე ხტომაში მოიპოვა, არადა, ბოლო წლებია ეს დისციპლინა რუსების გახდა და ამ ქვეყანას აქ ბევრი ძლიერი წარმომადგენელი ჰყავს. მაგრამ რუსეთის ნაკრებს გეგმა ჩაუშალა სეზონის ლიდერმა ჯესი უილიამსმა.

ოქროს მედლის ბედი 2.35 მეტრზე გადაწყდა, რომელიც ამერიკელმა პირველივე ცდაზე აიღო, რუსმა ალექსეი დმიტრიკმა - მეორეზე. დანარჩენები - 2.32 მეტრზე შეჩერდნენ. მათგან ყველაზე ნაკლები ცდა ბაჰამის კუნძულების წარმომადგენელს ტრევორ ბარის ჰქონდა და ბრინჯაოს მედალიც მას ერგო. რაც შეეხება გამარჯვებულს, ვერც უილიამსმა და ვერც დმიტრუკმა 2.37 მეტრი ვერ დაძლიეს და ჩემპიონად ამერიკელი გამოცხადდა.

3000 მეტრზე სტიპლჩეზში ფავორიტად პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი, კენიელი ბრიმინ კიპროპ კიპრუტო მიიჩნეოდა, მაგრამ მან გამარჯვება ვერ შეძლო. სტარტის შემდეგ არც ერთი მძლეოსანი არ აქტიურობდა და მჭიდრო ჯგუფი ბოლო წრემდე შენარჩუნდა. აქ კი გაიბრწყინა მეორე კენიელმა - ეზეკილ კემბლიმ. მან საფინიშო სპურტმი ბოლოსწინა მოსახვევში დაიწყო და წამში ჩამოიცილა ყველა კონკურენტი. კიპრუტომ ან დააგვიანა პასუხი თანამემამულის შეტევაზე ან უბრალოდ ძალა არ ჰქონდა კონკურენციის გასაწევად.

მამაკაცებს შორის კიდევ ერთ ფინალში - 400 მეტრზე თარჯრბენში გამარჯვება ბრიტანელმა დევიდ გრინმა მოიპოვა. იგივე დისციპლინაში ქალებმაც გაარკვიეს უძლიერესი. აქ ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა ამერიკელმა ლაშინდა დემუსმა, თანაც შთამბეჭდავი დროით, რომელიც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

ქალებს შორის სამხტომში უკრაინელმა ოლგა სალადუხამ პირველივე ცდაზე შეასრულა საჩემპიონო ნახტომი და შემდეგ მას ვერავინ დაეწია. მთავარმა ფავორიტმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, კუბელმა იარგერის სავინიმ ტრავმა მიიღო და ხტომის სექტორი მესამე ცდიდან მიატოვა.

დღის ბოლო ფინალში, ქალებს შორის 1500 მეტრზე სირბილში სენსაცია მოხდა. ამერიკელ ჯენიფერ სიმპსონს არავინ ასახელებდა ფავორიტად, მაგრამ სწორედ მან გადაკვეთა პირველმა ფინიშის ხაზი.

კაცები

400 მ/თარჯრბენი

1. დევიდ გრინი (ბრიტ) - 48,26; 2. ხავიერ კულსონი (პ-რიკო) - 48,44; 3. ელ ჯეი ვან ზილი (ს. აფრ) - 48,80...

3000 მ/სტიპლჩეზი

1. ეზეკილ კემბოი (კენ) - 8.14,85; 2. ბრიმინ კიპროპი (კენ) - 8.16,05; 3. მაჰედინ მეჰისი-ბანაბადი (საფ) - 8.16,09...

სიმაღლე

1. ჯესი უილიამსი (აშშ) - 2,35; 2. ალექსეი დმიტრიკი (რუს) - 2,35; 3. ტრევორ ბარი (ბაჰ კ-ები) - 2,32...

ქალები

400 მ/თარჯრბენი

1. ლაშინდა დემუსი (აშშ) - 52,47; 2. მელანი უოლკერი (იამ) - 52,73; 3. ნატალია ანტიუხი (რუს) - 53,85...

1500 მ

1. ჯენიფერ ბარინგერ სიმპსონი (აშშ) - 4.05,40; 2. ჰანა ინგლანდი (ბრიტ) - 4.05,68; 3. ნატალია როდრიგესი (ესპ) - 4.05,87...

სამხტომი

1. ოლგა სალადუხა (უკრ) - 14,94; 2. ოლგა რიპაკოვა (ყაზ) - 14,89; 3. კატერინ იბარგუენი (კოლ) - 14,84...

მედლების ჩათვლა

1. აშშ 7 4 1 12

2. რუსეთი 4 3 5 12

3. კენია 4 3 3 10

4. ბრიტანეთი 1 3 1 5

5. გერმანია 1 2 1 4

6-7. იამაიკა 1 2 0 2

6-7. ჩინეთი 1 2 0 3

8. ეთიოპია 1 0 1 2

9-15. ბოტსვანა 1 0 0 1

9-15. ბრაზილია 1 0 0 1

9-15. გრენადა 1 0 0 1

9-15. იაპონია 1 0 0 1

9-15. ზელანდია 1 0 0 1

9-15. პოლონეთი 1 0 0 1

9-15. უკრაინა 1 0 0 1

16. კუბა 0 1 2 3

17-23. ბელარუსი 0 1 0 1

17-23. ესტონეთი 0 1 0 1

17-23. უნგრეთი 0 1 0 1

17-23. ყაზახეთი 0 1 0 1

17-23. პუერტო რიკო 0 1 0 1

17-23. სუდანი 0 1 0 1

17-23. ტუნისი 0 1 0 1

24-25. კოლუმბია 0 0 2 2

24-25. საფრანგეთი 0 0 2 2

26-34. ბაჰამის კ-ები 0 0 1 1

26-34. ბელგია 0 0 1 1

26-34. ირანი 0 0 1 1

26-34. ლატვია 0 0 1 1

26-34. სენტ კიტსი 0 0 1 1

26-34. ნორვეგია 0 0 1 1

26-34. ს. აფრიკა 0 0 1 1

26-34. ესპანეთი 0 0 1 1

26-34. ტრინიდადი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა