ამერიკის ღიაზე პირველობაზე თამაშს ვერ გააგრძელებს ამ ტურნირის ორგზის ჩემპიონი ვენუს უილიამსი
ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცებმა პირველი წრე დაასრულეს. მესამე სათამაშო დღეს ფავორიტთაგან საწყისი მატჩები ჩაატარეს ბრიტანელმა ენდი მიურეიმ და არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ.

მიურეის მხოლოდ პირველ სეტში ჰქონდა პრობლემები ინდოელი სომდევ დევარმანის წინააღმდეგ. 70-წუთიან პარტიაში ბრიტანელს 2:4 დეფიციტის გაბათილება მოუწია და სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო.

მეორე და მესამე პარტიებში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ენდი შემდეგ წრეში გავიდა, სადაც ბოლო დროს კარგ ფორმაში შესული ჰოლანდიელი რობინ ჰაასე ელოდება, რომელმაც 90 წუთში გაანადგურა პორტუგალიელი რუი მაშადო.

მიურეის დევარმანის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი - 44 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, თუმცა აღსანიშნავია მისი 41 "ვინერსი" და რვა ეისი.

დელ პოტრო 2009 წელს ტიტულის მოგების შემდეგ პირველად გამოჩნდა "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე და ძალიან იოლად გაიარა იტალიელი ვეტერანის ფილიპო ვოლანდრის ბარიერი - 6:3, 6:1, 6:1. არგენტინელს ამისთვის 88 წუთი დასჭირდა. დელ პოტრომ საკუთარი მოწოდებაზე მხოლოდ 11 ქულა დათმო და 18 ეისი გააკეთა, რაც მის კარგ მზადყოფნაზე მიუთითებს.

ერთადერთი მოულოდნელი შედეგი იყო ტურნირის მეათე ნომრის ნიკოლას ალმაგროს წაგება ფრანგ ჟულიან ბენეტოსთან. ესპანელმა ეს მარცხი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან 13-დან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 41 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ფავორიტთაგანაც იყო ერთი დანაკლისი, თუმცა შვედი რობინ სიოდერლინგი კორტზე გაუსვლელად გამოეთიშა ბრძოლას. სკანდინავიელს პირველ წრეში ირლანდიელი ლუკ სორენსენის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო უარი თქვა ბრძოლაზე.

რაც შეეხება დღის ყველაზე დიდ სენსაციას, ის წყვილთა თანრიგში მოხდა. ამერიკელმა ძმებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა 2001 წლის შემდეგ პირველად წააგეს "დიდი სლემის" პირველი წრე. ტყუპების ძლევა ივო კარლოვიჩისა და ფრენკ მოზერის დუეტმა შეძლო, არადა, ეს წყვილი მხოლოდ მეორე ტურნირს თამაშობს.

I წრე

როჟერიო დუტრა და სილვა (ბრა)-ლუკ სორენსენი (ირლ) 6:0, 3:6, 6:4, 1:0 სორენსენის უარი; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-სტივ ჯონსონი (აშშ) 4:6, 4:6, 6:3, 7:6(3), 6:3; რობი ჯინეპრი (აშშ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:3, 6:4, 6:7(5), 6:1; ჯონ ისნერი (აშშ, 28)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 7:6(2), 7:6(11), 2:6, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 18)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:3, 6:1, 6:1; დიეგო ხუნკეირა (არგ)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 6:2 ბეკის უარი; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:3, 1:6, 7:6(1), 4:6, 7:6(4); ჟილ სიმონი (საფ, 12)-რიკარდო მელო (ბრა) 3:6, 6:3, 6:4, 3:6, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 25)-ტაცუმა იტო (იაპ) 6:2, 6:4, 6:4; ვასეკ პოსპიშილი (კან)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:1, 6:2, 6:1; რობინ ჰაასე (ჰოლ)-რუი მაშადო (პორ) 6:0, 6:4, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-სომდევ დევარმანი (ინდ) 7:6(5), 6:2, 6:3; ენდი როდიკი (აშშ, 21)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:2, 6:4, 4:6, 7:5; ჯეკ სოკი (აშშ)-მარკ ჟიკელი (საფ) 6:4, 6:3, 1:6, 6:4; დენის ისტომინი (უზბ)-რაიან სვიტინგი (აშშ) 3:6, 7:5, 6:4, 7:6(4); ჟულიან ბენეტო (საფ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10) 6:2, 6:4, 6:3.

ქალებს შორის კი მოულოდნელი შედეგები ისევ ფიქსირდება. თუმცა 19 წლის ამერიკელი კრისტინა მაკჰეილისგან წარმატებული თამაში აღარ გვიკვირს.

გვახსოვს, რომ ცინცინატის სუპერტურნირში კრისტინამ ორ სეტში მოუგო კაროლინ ვოზნიაცკის, ახლა კი ასევე ორ პარტიაში სძლია ფრანგ მარიონ ბარტოლის. ბარტოლი ახლოს იყო პირველ სეტში გამარჯვებასთან, როცა 5:3-ს იგებდა, მაგრამ მაკჰეილმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და იქედან მოყოლებული კორტის ბატონ-პატრონი გახდა. შემოკლებული გეიმი მან 7:2 მოიგო, მეორე სეტი კი - 6:2.

აღსანიშნავია კიდევ ორი განთესილის გამოვარდნა. ტურნირის მე-12 ნომერმა აგნიეშკა რადვანსკამ გერმანელ ანჟელიკ კერბერთან წააგო, დომინიკა ცუბილკოვა კი ასევე სამ სეტში დამარცხდა ამერიკელ ირინა ფალკონისთან, რომელიც ეკვადორშია დაბადებული, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ ამერიკის დროშით დარბოდა კორტზე.

ამერიკის ღიაზე თამაშს ვერ გააგრძელებს ამ ტურნირის ორგზის ჩემპიონი ვენუს უილიამსი. მისი მატჩი გერმანელ საბინ ლისიცკისთან დღის ცენტრალური შეხვედრა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკელს მორიგი ვირუსული ინფექცია შეეყარა და ტურნირიდან მოიხსნა. შეგახსენებთ, რომ ვენუსმა ანალოგიური ავადმყოფობის გამო ტორონტოსა და ცინცინატის სუპერტურნირები გამოტოვა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის, გამო, რომ ვერ ვაგრძელებ ბრძოლას მთავარი პრიზისთვის. ცოტა ხნის წინ დამისვეს ზუსტი დიაგნოზი - შეგრენის სინდრომი. ეს აუტოიმუნური ავადმყოფობაა, რომელიც საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს: ძალები გეცლება, დაღლილობასა და სახსრებში ტკივილს გრძნობ... მომეწონა, როგორ ჩავატარე პირველი მატჩი და ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი ამის გაკეთება. მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, სწორი დიაგნოზი დამისვეს და ახლა ვიცი როგორ ვიმკურნალო. ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე კორტს", - ამბობს ვენუსი.

II წრე

მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:3, 6:0; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 27)-მედისონ კეისი (აშშ) 3:6, 7:5, 6:4; ალა კუდრიავცევა (რუს)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 20) 6:1, 3:0 ვიკმაიერის უარი; ანჟელიკ კერბერი (გერ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12) 6:3, 4:6, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 13)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:2, 6:4; ჯულია გორჯესი (გერ, 9)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 6:3, 6:1; ფლავია პენეტა (იტა, 26)-რომინა ოპრანდი (რუმ) 6:0, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 6:1, 6:1; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 8) 7:6(2), 6:2; მარია კირილენკო (რუს, 25)-ვერა დუშევინა (რუს) 6:1, 6:2; ნადია პეტროვა (რუს, 24)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:2, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:3, 6:4; ირინა ფალკონი (აშშ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 14) 2:6, 6:3, 7:5; საბინ ლისიცკი (გერ, 22)-ვენუს უილიამსი (აშშ) უილიამსის უარი; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 30)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 6:2, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 7:5, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტე გუნდმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება