ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ რჩეულ დიდოსტატთა განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, სადაც 33-ე ადგილი ბაადურ ჯობავას უკავია
საპირველსექტემბროდ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ რჩეულ დიდოსტატთა და საერთაშორისო ოსტატთა განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოჭადრაკეთა ბოლო ორი თვის მონაგარიც აისახა.

ვაჟთა საუკეთესო ასეულს 2823 პუნქტით კვლავ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი უდგას სათავეში. მას ექვსი პუნქტით ჩამორჩება ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2807), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2791), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2772), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2768), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2765), რუსლან პონოპარიოვი (უკრაინა, 2758), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2757) და გატა კამსკი (აშშ, 2756).

ვაჟთა პირველ ასეულში ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა - გალელი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა, რომელსაც 2712 პუნქტით 33-ე ადგილი უკავია.

ქალთა ასეულს უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი მეწინავეობს, რომელმაც 2700-იანთა კლუბში შეაბიჯა. სამწუხაროდ, პოზიციები დათმო ნანა ძაგნიძემ, რომელიც ოთხი თვის წინათ მეოთხე იყო, ახლა კი ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტესთან ერთად მეათე-მეთერთმეტე ადგილებს ინაწილებს.

ქალთა პირველი ათეული ასეთია: იუდით პოლგარი (2701), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2578), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560), კატერინა ლახნო (უკრაინა, 2554), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2545), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2536), იუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2536), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2528), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2525). ასეულში, ნანას გარდა, ქართველთაგან კიდევ რამდენიმე დიდოსტატია: 16. მაია ჩიბურდანიძე (2500), 20. ბელა ხოტენაშვილი (2497), 33. ლელა ჯავახიშვილი (2464), 44. ნინო ხურციძე (2440), 45. ანა მათნაძე (2433), 49. სოფიკო ხუხაშვილი (2426), 62. ნინო ბაციაშვილი (2413), 63. ნაზი პაიკიძე (2412), 69. სალომე მელია (2396), 79. თამარ წერეთელი (2383), 93. მაია ლომინეიშვილი (2366), 97. ნონა გაფრინდაშვილი (23600), 98. სოფიკო გურამიშვილი (2359).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა