„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ახალმა ფეხბურთელმა, 29 წლის ჯოი ბარტონმა თავის ყოფილ გუნდზე, „ნიუკასლ იუნაიტედზე“ თქვა, კარგი დღე არ ელისო
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ახალმა ფეხბურთელმა, 29 წლის ჯოი ბარტონმა თავის ყოფილ გუნდზე, „ნიუკასლ იუნაიტედზე“ თქვა, კარგი დღე არ ელისო.

ბარტონი „კაჭკაჭთა“ მეპატრონეებზე, მაიკ ეშლისა და დერეკ ლემბიასზე გახლავთ გაბრაზებული. ის „სენტ ჯეიმს პარკიდან“ ლონდონში გასულ კვირას გადაბარგდა და დარწმუნებულია, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კიდევ ბევრი მოთამაშე მიბაძავს - „ნიუკასლს“ გაექცევიან და გაექცევიან.

ბარტონმა „ტვიტერზე“ დაწერა: „საკმარისია ხეირიანი წინადადება გამოჩნდეს, რომ „ნიუკასლი“ უპირველეს ყოვლისა ჩეიკ ტიოტესა და ტიმ კრულს გაყიდის. გარანტიას გაძლევთ, რომ გაისად გუნდიდან ხონას გუტიერესი და ფაბრიციო კოლოჩინი წავლენ. ჯორდების ნაცვლად ვწუხვარ (ჯორდებს ნიუკასლის რეგიონის მაცხოვრებლებს ეძახიან) ეშლი და ლემბიასი ასეთ კლუბს, გულშემატკივარს და მემკვიდრეობს არ იმსახურებდნენ. დარწმუნებული ვარ ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი შტერია და მათ ყველაფერი გაუვათ. ხომ ნახეთ, როგორ დახარჯეს ეშლიმ და ლემბიასმა ენდი ქეროლის გაყიდვით მიღებული ფული? 59 მილიონ ფუნტზეა ლაპარაკი. ამბიციაც ამას ჰქვია“!

შეგახსენებთ, რომ ბარტონსა და ეშლის შორის კონფლიქტი ამ ზაფხულში აგორდა, როდესაც ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელები „ტვიტერში“ გააკრიტიკა, მათ კი ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს და ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ტრანსფერზე დააყენეს.

შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონი ბარტონმა „ნიუკასლის“ შემადგენლობაში დაიწყო. მეორე ტურის შეხვედრაში, „კაჭკაჭები“ შინ „სანდერლენდთან“ დამარცხდნენ, 0:1. ამ შეხვედრაში ფიცხმა ბარტონმა ყვითელი ბარათი მიიღო, მწვრთნელი ალან პერდიუ კი მსაჯ ჰოვარდ ვებს ეხვეწა ფეხბურთელი არ დაესაჯა, რისთვისაც ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა