„ბლექბერნის“ თავკაცმა, სტივ კინმა კრის სამბას უთხრა, რომ მისი ყიდვა არავინ მოინდომა და ახლა, ერთადერთი რაც მას დარჩენია, ყურადღების ისევ რივერსაიდის გუნდზე მოკრებაა
„ბლექბერნის“ თავკაცმა, სტივ კინმა 27 წლის საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილ კონგოელ მცველ კრის სამბას უთხრა, რომ ზაფხული დამთავრდა, მისი ყიდვა არავინ მოინდომა და ახლა, ერთადერთი რაც მას დარჩენია, ყურადღების ისევ რივერსაიდის გუნდზე მოკრებაა.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვა მის კონცენტრაციაზე კარგად იმოქმედებს. ყოველ ზაფხულს, კარგი ფეხბურთელების გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა ტყდება ხოლმე. არც ის არის დასამალი, რომ კრისს რეალური მყიდველებიც ჰყავდა, მაგრამ ახლა ვაჭრობისთვის განკუთვნილი დრო გავიდა“.

კინმა აგრეთვე დაადასტურა, რომ „ბლექბერნმა კონტრაქტი გაუწყვიტა ცნობილ სენეგალელ თავდამსხმელს, 30 წლის ელ ჰაჯი დიუფს.

„დიუფი კლუბიდან გავუშვით“ - თქვა კინმა, რომელსაც სენეგალელმა ერთი ხნის წინ პრესის ფურცლებიდან სერიოზულად შეუტია. დიუფი ამტკიცებდა, რომ „ბლექბერნში“ ის ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც მწვრთნელი პიროვნული სიძულვილის გამო არ ათამაშებს. ფორვარდის თქმით, სანამ კინი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მასთან მეგობრობდა, მაგრამ საკმარისი იყო მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო და ფეხბურთელისადმი მისი დამოკიდებულებაც შეიცვალა.

ახლა კი „ბლექბერნის“ ახალწვეულებს გადავხედოთ. 24 წლის სკოტ დანი კმაყოფილია, რომ ბოლოს და ბოლოს მისი ტრანსფერი განხორციელდა. მცველი, რომელშიც კინმა „ბირმინგემ სიტის“ 6 მილიონი ფუნტი გადაუხადა, ამბობს:

„სანამ „ბირმინგემში“ ვთამაშობდი ჩემზე ბევრს წერდნენ. სულ ჭორი დადიოდა, რომ სადღაც გადავდიოდი და დღეს, როდესაც ბოლოს და ბოლოს გადავედი ახალ გუნდში, მიხარია, რომ ეს ალიაქოთი დასრულდება. ჩემი შეძენა „ბლექბერნს“ რომ უნდოდა სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე და შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

დღეს, ვარჯიშზე მომეჩქარებოდა. მოგეხსენებათ, შარშან, „ბირმინგემში“ დავშავდი. არც „ქარლინგის თასის“ ფინალში მითამაშია და ნახევარი სეზონიც გამიცდა. საბოლოოდ ზაფხულში გამოვჯანმრთელდი და, მართალია, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდში ინტენსიურად ვივარჯიშე, თუკი კაცს კარგა ხანია შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიგიღია, პირდაპირ შემადგენლობაში მოხვედრა ძნელია. ესეც არ იყოს, „ბირმინგემ სიტი“ პრემიერლიგიდან გავარდა და მე ვგრძნობდი, რომ ჩემპიონშიპში თამაში ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. გარემოს შეცვლა იყო საჭირო და სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ბლექბერნი“, რაც ძალიან მახარებს“.

„ბლექბერნმა“ „ევერტონის“ მიერ „ლესტერ სიტიში“ გაქირავებული, ნიგერიელი იაკუბუც იყიდა. იაკუბუ 28 წლის თავდამსხმელია. კარიერის მანძილზე, ინგლისური გუნდებიდან მას უთამაშია „მიდლსბროსა“ და „პორტსმუთში“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა