‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის 2026/27 წლების სეზონში მესამე ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთის ტოპ 14-ის ‘ტულონი’ და ‘ვანი’, ინგლისური ‘ჰარლიქვინსი’, შოტლანდიური ‘ედინბურგი’ და უელსური ‘ოსფრიზი’ იქნებიან.

ჩვენი გუნდი ჩელენჯ თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ახალი სეზონის წილისყრა დღეს გაიმართა და პირველ ჯგუფში სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასი’, ირლანდიური ‘ალსთერი’, ფრანგული ‘პერპინიანი’ და ‘ბაიონი’, უელსური ‘დრაგონსი’ და იტალიური ‘ძებრე’; ხოლო მეორე ჯგუფში იტალიური ‘ბენეტონი’, ფრანგული ‘ლიონი’ და ‘კასტრი’, სამხრეთ აფრიკული ‘შარქსი’, ინგლისური ‘ნიუკასლი’ და უელსური ‘სქარლეთსი’ მოხვდნენ.

თუ რომელ ოთხ გუნდთან და რომელ სტადიონებზე მოუწევს თამაში ‘შავ ლომს’, მოგვიანებით გაირკვევა.

მეტოქეები

ფრანგული ‘ტულონი’ ფრანგული და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გრანდია. ის 1908 წელს დაარსდა 4-ჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი (1931, 1987, 1992 და 2014 წლები), 9-ჯერ კი მეორე ადგილს დასჯერდა. ‘ტულონს’ 3-ჯერ ზედიზედ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონთა თასი (2013-2015), ერთხელ კი ჩელენჯ თასს (2023) დაეუფლა.

გუნდის შემადგენლობაში არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს უთამაშია, მათ შორის ისეთებს, როგორებიც არიან ჯონი ვილკინსონი, მეთიუ ბასტარო, ბაკის ბოთა, მეთ გიტო და მამუკა გორგოძე.

ტოპ 14-ის გასული სეზონი გუნდს არცთუ წარმატებული ჰქონდა, 26 მატჩიდან 12-ში გაიმარჯვა, ერთი ფრედ დაასრულა და 59 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა.

‘ვანთან’ ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის მეორე სეზონში ითამაშა და მეტოქე „მიხეილ მესხზე“ 22:19 დაამარცხა. იმ წელს ფრანგული გუნდი ტოპ 14-იდანაც გავარდა, თუმცა წელს პრო დე2 მოიგო, ტოპ 14-ში ბრუნდება და ჩელენჯ თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

რაგბის კლუბი ‘ვანი’ 1950 წელს დაარსდა. ბრეტონული კლუბი დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის მესამე დივიზიონის, ფედერალ1-ის ბინადარი იყო. 2016 წელს მან ფლეი ოფში ‘მასი’ დაამარცხა და ისტორიაში პირველად პრო დე2-ის საგზური მოიპოვა, წელს მეორედ კი ტოპ 14-ში ითამაშებს.

ლონდონური ‘ჰარლიქვინსი’ უძველესი კლუბია. ის 1866 წელს დაარსდა, თუმცა მალევე დაიშალა, მაგრამ 1871 წელს აღდგა და ინგლისის რაგბის კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელი გახდა. 100 წელიწადზე მეტია, ის ინგლისური რაგბის ფლაგმანად გვევლინება.

‘ჰარლიქვინსი’ ორჯერ გახდა ინგლისის პრემიერშიფის გამარჯვებული (2012 და 2021 წელს), 3-ჯერ კი ჩელენჯ თასი მოიგო - 2001, 2004 და 2011 წლებში.

ინგლისის პრემიერშიფის გასულ სეზონი ‘ჰარლიქვინსს’ ჩაუვარდა, 18-იდან მხოლოდ 6 თამაში მოიგო და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე გავიდა.

‘ედინბურგი’ ორიდან ერთი შოტლანდიური ფრენჩაიზია, რომელიც 1872 წელს დაარსდა. 1996 წლიდან რაგბის პროფესიონალურ რელსებზე გადასვლის შემდეგ, იმხანად შოტლანდიური რაგბის მმართველებმა სამოყვარულო კლუბების გაერთიანებით 4 ფრენჩაიზი ჩამოაყალიბეს, რათა ახლადდაარსებულ ევროტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასები) კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ.

ორი წლის შემდეგ მათი რაოდენობა ორამდე შემცირდა, 2001 წლიდან კი ‘ედინბურგი’ და ‘გლაზგო’ კელტების ლიგაში ჩაერთვნენ, რომელშიც მათთან ერთად უელსური და ირლანდიური ფრენჩაიზები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით ამ გუნდებს ჯერ იტალიური, მერე კი სამხრეთ აფრიკული გუნდები დაემატნენ და კელტების ლიგა დღევანდელ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატად ჩამოყალიბდა - ტურნირად, რომელში ჩართვისკენაც ‘შავი ლომი’ ისწრაფვის.

გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ‘ედინბურგმა’ საუკეთესო შედეგი 2008/2009 წლების სეზონში აჩვენა, როდესაც მეორე ადგილი დაიკავა. 2015 წელს მან ჩელენჯ თასის ფინალშიც ითამაშა, მაგრამ მარცხი განიცადა.

‘შავი ლომი’ ‘ედინბურგს’ 2025 წლის იანვარში ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშა და შოტლანდიელებმა საკუთარ კედლებში 36:15 გაიმარჯვეს.

გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ‘ედინბურგმა; 18-იდან 7 თამაში მოიგო და 38 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა.

გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის ბინადარია უელსური ‘ოსფრიზი’. გასულ სეზონში მან 18-იდან 7 თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და 39 ქულით მე-11 პოზიცია დაიკავა.

‘ოსფრიზი’ ოთხი უელსური პროფესიონალი ფრენჩაიზიდან ერთ-ერთია. ის 2003 წელს დაარსდა და 4-ჯერ მოიგო გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის წინამორბედი ტურნირები (კელტების ლიგა, პრო 12) – 2005, 2007, 2010 და 2012 წლებში.

Rugby.ge

ძალიან ძლიერი ჯგუფია!აქ არავინ ამბობს და რუგგერ ინფოზე დადებულია ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც,უელსის რაგბის კავშირი,უელსის 4 ფრანჩაიზიდან ერთის გამოკლებას აპირებს.დასკვნითი განხილვა,ამ კვირაში მოხდება და თუ დადასტურდა,2028 წელს,ოსპრიზი არსებობას შეწყვეტს.ეს ალბათ შავი ლომის შანსია,მისი ადგილი დაიკავოს ლიგაში.არ მემეტება ოსპრისი დასაშლელად,მაგრამ თუ მაინც უნდა მოხდეს,ცდა არ უნდა დავაკლოთ,მისი ადგილის დასაკავებლად.დღეს ჩვენი 20 წლამდელები მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ვეთამაშებით და უმძიმესი მატჩი გველოდება,მაგრამ მათთან თამაში საკმაო გამოცდილება გვაქვს,აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება და რაკი დასაკარგი აღარაფერი გვაქვს,გამარჯვებაზე უნდა ვითამაშოთ.თუ შედეგიანი ფრე ვითამაშეთ,შესაძლოა ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი,მაგანაც მოგვცეს.ყველა ვარიანტში შედეგიანი თამაში გვჭირდება,ესე იგი შემტევი რაგბი გვაქვს სათამაშო.თუ შევძელით ასეთი თამაშის აწყობა,არც აფრიკელების დაცვა ჩანდა გაუვალი.აფრიკელებს ისეთი შეტევა აქვთ,ჩვენი დაცვა სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევდა და მათი შეჩერება,მხოლოდ ძალიან ორგანიზებული,დისციპლინირებული დაცვით და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანით შეგვიძლია.უძნელესი,თითქმის შეუძლებელი საქმეა,მაგრამ მომენტებში,წინა შეხვედრებში შეტევას ჩვენც კარგად ვახერხებდით და მაშინ აფრიკელების დაცვაც იბზარებოდა.ასე რომ,მიდით ბიჭებო!შანსები გვაქვს და თუ გამოვიყენებთ,რაგბის ბურთი ხომ ფეხბურთის ბურთზე უფრო განუჭვრეტელია.ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რატომაც არა?!ჩვენ აღარაფერს ვკარგავთ,დასაკარგი,უელსთან დავკარგეთ.დასაკარგი,აფრიკელებს აქვთ,ჩვენ კი,შანსი შეიძლება დავიბრუნოთ.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"