ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ტომაზიმ თუ კიდევ რამეზე არ გაჭედა, იტალიის ჩემპიონატი 9 სექტემბერს დაიწყება

აბა, იტალიაში რაიმე სადავო საკითხი ისე როგორ მოგვარდება, საქმეში თვით სილვიო ბერლუსკონი რომ არ ჩაერიოს. ამჯერადაც ასე მოხდა: მას მერე რაც იტალიის პრემიერმინისტრმა და "მილანის" მფლობელმა ე.წ. დამატებითი გადასახადების მოხსნაზე თანხმობა განაცხადა, საფეხბურთო იტალიამ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა.

ერთი ეგაა, რომ ამ შეთანხმებას ძალა მხოლოდ ერთი სეზონით ექნება, თუმცა ფეხბურთელებისთვის ასეთი კომპრომისიც დიდი შეღავათია. ვინ ვინ და ბერლუსკონიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სეზონის დიდხანს გადადება ან, უარეს შემთხვევაში, მთლიანი ჩავარდნა, თვითონ კლუბებს და ფეხბურთელებსაც არ აწყობთ. შეთანხმებას, რომელსაც "ოქროს შუალედი" უნდა დავარქვათ, ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ხელი მაქსიმუმ ორშაბათს მოეწერება.

სტარტი მეორე ტურიდან

ახლა იტალიის საფეხბურთო ლიგისა და იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის უკანასკნელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბოლო დეტალები თანხმდება. თუ შეთანხმება შედგა და სავარაუდოდ ასეც იქნება, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ანუ, 9 სექტემბერს იტალიის ჩემპიონატი აუცილებლად დაიწყება და გამოვა, რომ მხოლოდ ერთი, პირველი ტური ჩავარდა. ამრიგად, სეზონი ჩემპიონ "მილანისა" და რომის "ლაციოს" მატჩით უნდა გაიხსნას.

იტალიის საფეხბურთო ლიგის შეფების განცხადებით, მთავარია, ეს სეზონი როგორმე დაიწყოს და ჩატარდეს, ერთი წელი კი საკმარისი დროა იმისათვის, რომ სამომავლო გეგმები ისე დაისახოს, ერთი წლის შემდეგ ასეთი ამბები აღარ დატრიალდეს - თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იტალიურად არ მოხდა და ეს ერთი წელიც არ დაიკარგა.

ბლატერი: მათ გაფიცვის უფლება არ ჰქონდათ

"სეზონის უკონტრაქტოდ დაწყება არ გვინდოდა და ეს შეუძლებელიც იყო. ყველაფერი ქაღალდზე თუ არ დაიწერა და ხელი არ მოეწერა, მერე უფრო დიდი არეულობა და დომხალი იქნება. იმედი მაქვს, ორშაბათამდე ყველაფერზე შევთანხმდებით და სერია A-ც სტარტს აიღებს," - აცხადებს ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი დამიანო ტომაზი.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეებში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა და თუ კიდევ რაიმე გაიგებრობა მოხდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტომაზის ბრალი იქნება," - ეს სიტყვები კი "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეკუთვნის, რომელიც ტომაზის ჯიბრში უდგას.

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს იტალიურ ფეხბურთში მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარიო ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმაც გააკეთა, რომელმაც თქვა: "მთელი ეს ალიაქოთი უდიდესი შეცდომაა. ფეხბურთმა და ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ ყველა პარტიორს, მედიას და ფანებს. ფეხბურთელებს ყველგან მაღალი ხელფასები აქვთ და მით უმეტეს, იტალიაში. მათ გაფიცვის უფლება არ ჰქონდათ, ეს ყველაფერთან ერთად, გულშემატკივრების უპატივცემულობაა."

ბოლო დეტალებიც და...

ის, რომ პრობლემა გვარდება და იტალიის ჩემპიონატი მეორე ტურიდან დაიწყება, მარტო ბერლუსკონის დამსახურება როდია. მოლაპარაკებებში უდიდესი როლი ითამაშა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემაც.

მეტიც: პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სანამ ეს უკანასკნელი საქმეში არ ჩაერთო, ყინულს დნობა არ დაუწყია. აბეტემ ამ კვირაში არაერთი მოლაპარაკება გამართა როგორც საფეხბურთო ლიგის, ისე ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და შეიძლება ითქვას, რომ შუამავლის როლი შეასრულა. რეალურად კი, ყინული მაშინ გადნა, როცა ბერლუსკონი ფეხბურთელთა აზრით, ზედმეტი გადასახადების მოხსნას დათანხმდა.

"მთავარ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მთავარია, რომ კლუბები და ფეხბურთელთა ასოციაციაც შეთანხმდნენ. ფეხბურთელები შიშობენ, რომ სათადარიგო მოთამაშეები მაგრად დაზარალდებიან და იმედია, კომპრომისზე ამ შემთხვევაშიც ორივე მხარე წავა," - აცხადებს იტალიის საფეხბურთო ლიგის შეფი მაურიციო ბერეტა.

პრინციპში, ამ შეთანხმებას წინ ფაქტობრივად აღარაფერი უდგას, რადგან ჩემპიონატის დაწყების გადადება ფეხბურთელებსაც აღარ აწყობთ, მთავარი კი მათაც მიღებული აქვთ.

"ბოლო წლებში ჩვენ, ფეხბურთელები მაგრად დავიჩაგრეთ. მე არ ვამბობ, რომ ფედერაციამ ან საფეხბურთო ლიგამ დაგვჩაგრა - ეს ბრალდება მეტწილად კლუბების ხელმძღვანელებისკენაა მიმართული.

იტალიურ ფეხბურთს დღეს ისედაც არ ულხინს და მოთამაშეებსაც ბევრი რამ უკვე ყელში ამოუვიდათ. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და საფეხბურთო ლიგა მხოლოდ კლუბების პრეზიდენტებს კი არა, ფეხბურთელებსაც უნდა იცავდეს. უფრო სწორად, პირველ რიგში ფეხბურთელებს უნდა იცავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ პრეზიდენტებს!" - ეს "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მცველის, ჯორჯო კიელინის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები