აშშ-ის ღია პირველობის 1/16 ფინალში ერთმანეთს სერენა უილიამსი და ვიქტორია აზარენკა შეხვდებიან
ძალიან საინტერესო მატჩი გველის ქალთა შორს 1/16 ფინალში. ამ ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდებიან სერენა უილიამსი და ვიქტორია აზარენკა. გუშინ ორივემ უპრობლემოდ გაიარა მეორე წრის ბარიერი.

ამჯერად სერენას კარგი ფორმის მსხვერპლი გახდა ჰოლანდიელი მიხაელა კრაიჩეკი, რომელმაც მხოლოდ ერთი გეიმი აართვა ამერიკელს. უმცროს უილიამსს ამერიკის ღიაზე ჩატარებულ ორ მატჩში მხოლოდ სამი გეიმი აქვს წაგებული. ჰარდზე მისმა მოგებათა სერიამ 14 შეხვედრას მიაღწია, სულ კი ამ საფარზე ბოლო 30 მატჩში 29 მოიგო. კრაიჩეკის წინააღმდეგ 49 წუთის განმავლობაში სერენამ 10 ეისი შეასრულა და მხოლოდ 10-ჯერ შეცდა.

რაც შეეხება აზარენკას, მას უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა არგენტინელი ხისელა დულკოს სახით, თუმცა მან დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბელარუსს და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 3:6.

საერთოდ, ამერიკელი ქალებისთვის ტურნირი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველად 2004 წლის შემდეგ მესამე წრეში გააღწია აშშ-ის ხუთმა წარმომადგენელმა. გუშინ ასეულის მიღმა მყოფმა ორმა ამერიკელმა გამოთიშა ბრძოლას განთესილი მეტოქეები.

18 წლის სლოუნ სტივენსმა ორი სეტში მოუგო შაარ პეერს ისრაელიდან - 6:1, 7:6(4). ამერიკელს, რომელსაც ამ ტურნირამდე არასოდეს მოეგო მატჩი "დიდ სლემზე", ერთხელ საათში 200 კილომეტრი სიჩქარით ჩააწოდა ეისი. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა უკვე იცის, რაში დარჯავს ამერიკის ღიაზე მოპოვებულ ჰონორარს: "პატარა მანქანას შევიძენ. დედამ მომცა ამის უფლება".

ორი წლის წინ სტივენსი ამერიკის ღიას იუნიორთა ტურნირზე თამაშობდა, როცა შეჯიბრის მსვლელობისას მამა (ჯონ სტივენსი - 1988 წელს ამერიკული ფეხბურთის ლიგის საუკეთესო დებიუტანტი) გარდაეცვალა. სლოუნი ლუიზაიანას შტატში დაკრძალვას დაესწრო, მეორე დღეს კი კორტზე იდგა და მორიგ შეხვედრას ატარებდა.

მეორე სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა ვანია კინგმა შემოგვთავაზა, რომელმაც მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო ავსტრალიელ იარმილა გაიდოშოვას - 6:2, 6:0. ახლა, სტივენსსა და კინგს სერიოზული გამოცდა ელით 1/16 ფინალში - მათი მეტოქეები ყოფილი და მოქმედი პირველი ჩოგნები - სერბი ანა ივანოვიჩი და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ სტივენსისა და კინგის გარდა მესამე წრეში ითამაშებს კიდევ სამი ამერიკელი - სერენა უილიამსი, კრისტინა მაკჰეილი და ირინა ფალკონი.

რაც შეეხება ვოზნიაცკის, მან პირველივე გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო ჰოლანდიელ არანჩა რუსთან, მაგრამ მომდევნო 13 გეიმში 12 მოიგო და 6:2, 6:0 გაიმარჯვა. ჯერჯერობით ვოზნიაცკის ტურნირზე მხოლოდ ექვსი გეიმი აქვს წაგებული. ივანოვიჩმა კი ისე გააღწია შემდეგ წრეში, რომ კორტზე გასვლა არ დასჭირდა, რადგან მისმა მეტოქემ პეტრა ჩეტკოვსკამ ტრავმის გამო მიატოვა ტურნირი.

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან,1)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:2, 6:0; ვანია კინგი (აშშ)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 29) 6:2, 6:0; აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:3, 7:5; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:4, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 3:6, 6:3, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 18)-ალიზ კორნე (საფ) 6:2, 6:3; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-კაია კანეპი (ესტ, 31) 6:4, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 3:6, 6:2, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ხისელა დულკო (არგ) 6:4, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 28)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:0, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ)-შაარ პეერი (ისრ, 23) 6:1, 7:6(4); ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) ჩეტკოვსკას უარი; ელენა იანკოვიჩი (სერ, 11)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 6:3, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:4, 2:6, 6:4; შანელ სხეპერსი (ს.აფრ)-მონა ბარტელი (გერ) 6:4, 7:5; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა