მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა კარგად განვითარდა, რის შემდეგ ოთარ მარცვალაძე მეტოქეთა საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა კარისკენ გაგზავნილი ბურთი ძელმა აისხლიტა.

ქართველი ფეხბურთელების მორიგ შეტევაში ამჯერად საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თარგამაძემ კარის მარჯვენა კუთხეში გაგზავნა, თუმცა ლატვიის ნაკრები გოლისგან ისევ ძელმა იხსნა. მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით დამთავრდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

სამწუხაროდ შეხვედრის მეორე ტაიმი სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. 67-ე წუთზე მასპინძელთა კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა ცაუნიამ შეასრულა, რომელიც ლატვია-საქართველოს პირველ მატჩშიც გამოირჩა გატანილი გოლით და ამჯერადაც დაგვამწუხრა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის გამოსწორება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

ამ წაგების შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც გადაეწურა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფის დარჩენილ ორ მატჩს 6 სექტემბერს მალტაში, 11 ოქტომბერს კი შინ, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

საქართველო-ლატვია 0:1 (0:0)

გოლები: 0:1 ცაუნია (64)

გაფრთხილებები: ფერტოვი (21), ვერპაკოვსკისი (39), გორკშსი (50), კიაუკლისი (86)

მსაჯი: ლეონტიოს ტრატტუ

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, კახა კალაძე (კ), ალექსანდრე ამისულაშვილი (დვალიშვილი 71), ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე (გრიგალაშვილი 54), ოთარ მარცვალაძე, ალექსანდრე იაშვილი (სირაძე 55), ლევან კობიაშვილი, დავით თარგამაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ლატვიის ნაკრები: ანდრის ვანინი, ოსკარს კლიავა, რიტუს კრიაუკლისი, ალექსანდრ ფერტოვი, დენის ივანოვი, არტის ლაზდინიში (ო.ლაიზანსი 88), ალექსანდრ ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი (გაურაჩსი 77), ალექსეი ვიშნიაკოვი, ივან ლუკიანოვი, კასპარს გორკშსი (კ).

მწვრთნელი: ალექსანდრ სტარკოვსი

nino barca
მართალია ანანიძემ ვერ ითამაშა კარგად, ძალიან მესიამოვნებოდა ოდიკაძის და გელაშვილის ნახვა მოედანზე. ვფიქრობ საქართველოს ჩემპიონატში ოდიკაძე საუკეთესო მარჯვენა მცველია და ასევე შეტევაშიც ხშირად ერთვება.
tiktik
გეთანხმები ნინო..მაგალითად ანანიძეს თითქმის არ აქვს სათAმაშო პრაქტიკა და რატო ათამაშებს ვერ ვხვდები.და საერთოდ რომელიმე ქართულ კლუბს რო ითამაშა უნამუსო ვიყო თუ უკეთEსად არ ეთამაშა და შეიძლება მოეგოთ კიდეც ;)
nino barca
სპორტი ჩემი ჰობია.მადლობა irakli
irakli
ნინო საღოლ შენ , ძაან გათვითცნობიერებული ქომაგი ხარ :)
nino barca
ხო რას ამბობ დავით გოგუა და ასათიანი რო გვყავს თამაშებს ზედიზედ ვიგებთ:)))))))))ორივე ფეხბურთელი ძალიან მომწონს მითუმეთეს გოგუა ეხლა ვოლგაშიც ათამაშდა და გუნდმაც დაიტოვა ტრანსფერზე აღარ დააყენა. თუმცა ვერ გოგუა ვერ გვიშველი და ვერც ასათიანი გუნდური თამაში უნდა ვიცოდეთ. ჩემი აზრით ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები უფრო მეტი უნდა ათამაშოს, რომლებიც კლასით ლეიონერებს არ ჩამოუვარდებიან.
დავით
როცა გოგუას და ასათიანს არ მიიყვან ნაკრებში რომელ გამარჯვებაზე უნდა ილაპარაკო. რაც იყო ჩვენი ნაკრები ისევ ისაა. უბრალოდ გაგვიმართლა რომ 3-ზე გასვლის შანსები გვაქვს წელს.
oldcoyot
ვაი სირცხვილო,ამას ჰქვია ერვნული გუნდი?მოედანზე მალტა და კიპრსი აღარ დასეირნბს, ესენი კი...ერთი თარგამაძე დარბოდა და ჩანდა კიდეც... კობიმაც იშრომა, ნუ დაუკარგავთ,კანკავამაც,სხვებისა კი რა გითხრათ.გოგუა და დვალი რომ გამოადგებდა ორი აზრი არაა, მაგრამ ქეცბაია ვინმეს აზრს მიაქცევს ყურადღებას?
ivan
მიშა ლიტვაში იყო და ამიტომ ცავაგეთ.
ivan
100%იანია levani kaxeti. ან რევიშვილს რას ერჩის?
levani kaxeti
ამ ცოტა ხნის წინ, როცა მიშა ყაველაშვილი კრიტიკულად საუბრობდა ქართულ ფეხბურთზე, ლამის მტრად შერაცხეს კაცი, "ვინ არის და რა უნდაო", ქეცბაიამ ბრძანა; რა, ქეცბაიამ არ იცოდა ვინ იყო და რა უნდოდა ყაველაშვილს?, თუ ქეცბაიაზე ნაკლები დამსახურება აქვს ყაველაშვილს ქართულ ფეხბურთში; ეს კაციც ადგა და ღირსეულად გადგა განზე, და აი შედეგიც სახეზეა: მიგრეულ-მონგრეული. გავერანებული და გაურკვეველ მიმართულებით მიმავალი ქართული ფეხბურთი. (ისევე, როგორც მთელი საქართველო.)
levani kaxeti
ქეცბაიას არავის აზრი არ აინტერესებს, (სააკაშვილისგან ისწავლა ალბათ.) ხომ ნახეთ როგორ ღრიალებდა პრეს-კონფერენციაზე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მამაჩემი ყოფილიყოს დამნაშავე წაგებაში; ამ კაცს დათმობა სისუსტე ჰგონია, ხოლო განსხვავებული აზრი მტრობა. საინტერესოა ისეთი რა საშინელება ჩაიდინა გოგიტა გოგუამ, რომ ქეცბაიამ დღემდე ვერ, თუ არ აპატია. მთელ ნაკრებში კარში დამრტყმელი მოთამაშე არ გვყავს, და ამ დროს დავით მუჯირი, რომელიც მთელ საქართველოში ალბათ ერთერთი საუკეთესოა კარში დარტყმაში, ნაკრებს სათოფეზე არ გააკარა; აი, რაც შეეხება ლადო დვალიშვილს, თითქმის ყველა თამაშში ათამაშებს. მე, როგორც რიგით გულშემატკივარს და ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, ნაკლებად მაინტერესებს ეს ბიჭი თავის კლუბში რას აკეთებს; მე ვხედავ, რომ ნაკრებში მას არაფერი გაუკეთებია; კარში ეგ ვერ ურტყავს, ბურთს ეგ ვერ იმორჩილებს და სისწრაფეზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის კვალობაზე, მისი სისწრაფე 0-ის ტოლია
დავითი (საბერძნეთი)
ვიმეორებ ექვსი ოფიციალური მატჩიდან ერთი გოლიც ვერ შეაგდო ერთი წლის მანძილზე,პატარა სკანდალიც მყო და მიაჩუმათეს,დანარჩენში ასიანი ხარ!
დავითი (საბერძნეთი)
ლევან თითქმის გეთანხმები,მაგრამ შეგახსენებ,ევროპის ჩემპიონატის მოგების მერე საბერძნეთმა ექვსი მატჩი ჩაატარა ერთი წლის განმავლობაში და ოთხი წაგება და ორი ნულოვანი ფრე.თან ერთი გოლიც არ გაუტანიათ ამ ხნის განმავლობაში
levani kaxeti
ამ სტილით ათამაშებდა ოტო რეხაგელი საბერძნეთის ნაკრებს და არნახულ წარმატებასაც მიაღწია; მე ახლა არ მინდა ჩვენი საცოდავი ნაკრები მათ შევადარო, ეს ერთი უნიჭო პაროდია გამოვიდოდა. რეხაგელის გუნდი ამ სტილით მხოლოდ ძალიან ძლიერ მეტოქეებთან თამაშობდა და იმარჯვებდა.(ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ა.შ.); ხოლო თავისი დონის ან უფრო სუსტ გუნდებთან მხოლოდ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. რეხაგელმა ისეთი გუნდი ჩამოაყალიბა, რომ საშუალო და სუსტ გუნდებთან მის გამარჯვებას ეჭვქვეშ არავინ აყენებდა, ხოლო ძლიერებს ბოლომდე ღირსეულად ებრძოდა და არაფერს უთმობდა. მოდით ახლა ვნახოთ ვითომ იგივე სტილით მოთამაშე ჩვენი ნაკრები; თუ შევხედავთ რეალური თვალით და ცივი გონებით, დავინახავთ, რომ კატასტროფულად გვაქვს საქმე; შედეგი სახეზეა.
levani kaxeti
რა შეიძლება ითქვას ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა; ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ ტრაგიკომედიისა, წელიწად- ნახევრის წინ რომ დაიწყო. იყო რაღაც გამონათებაც, სიმართლე უნდა ითქვას, მაგრამ ისიც ნათელი იყო. რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა,ადრე თუ გვიან მეტოქეები ალღოს აუღებდნენ ჩვენი გუნდის თამაშის ამ სტილს, რაც არც ისეთი რთული და ძნელად გამოსაცნობი იყო; ქეცბაიას გუნდი წარმატების მიღწევას როგორც ახერხებდა ყველამ ვიცით; ეს იყო მასირებული დაცვით მეტოქის "მოხრჩობა", შემდეგ კი კუთხეში "ჩასაფრება" და "მოპარული" გოლით შედეგის მიღწევა. (საბერძნეთთან კინკილა ქულა და ხორვატიასთან მოგება); და, აი, კოკამ წყალი აღარ მოგვიტანა.
roma
ხალხო,არ მესმის თითქმის აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო მეკარე გუნდში გყავდეს და არ ათამაშო,მხედველობაში მყავს რევიშვილი,მართლა არმესმის,ლორიას ნდობა როგორ შეიძლება.მე ის მადარდებს ახლა მალტასთან არ წავაგოთ და საბოლოოდ თავი არ მოგვეჭრას საფეხბურთო სამყაროში,ღმერთმა ნუ ქნას,ოი ქეცბა,ქეცბა.ღვარძლიანი კაცი არ შეიძლება მწვრთნელად მუშაობდეს,ის წარმატებას ვერ მიახწევს.
dima
დვალი უნდა გამოეძახა.ჩემი აზრით შეცდომა იყო გრიგალაშვილის სათადარიგოებში ყოფნა. დვალი და გრიგალაშვილი ნაკრების სასტავს ამ ეტაპზე აშკარად იმსახურებენ.
roma
ბ-ნო დავით რა გრიგალაშვილი,რი გრიგალაშვილი,ფეხბურთი არ გიყურებია,ბურთი ფეხებში ებლანდებოდა ერთი,ორჯერ კინაღამ დაეცა,საწყალი.გრიგალაშვილს პლუს კალაძე,კობიაშვილი,იაშვილი ესენი უკვე ჩამოწერილები არიან.მაგათ ნაკრებში მოწვევას პრესპექტივა აღარ აქვს.გუნდის შექმნა თუ გვინდა ახალგაძრდები უნდა ვათამაშოთ,რომ გამოცდილება მიიღონ,ამას ალბათ ქეცბაიას გარეშე გააკეთებენ.
levaaa
აი რას ნიშნავს როდესაც არ გყავს ნაკრებში გოგიტა გოგუა... როგორი საჭირო იქნებოდა ასეტი მოთამაშე როგორიც გოგუაა!!! გაგდება კარგად იცის ქეცბაიამ. ეს ხალხი გამაგიჟებს,ხალხო დააკვირდით კუტხურებს სად აწვდიდნენ ჩვენები? გული ამერია ამ თამაშის მეორე ტაიმზე
დავითი (საბერძნეთი)
ეს გრიგალაშვილი კი აქამდე სად იყო კაცო, ეგ რო ესპანელი იყოს ეროვნებით აქამდე ან ბარსაში ან რეალში იქნებოდა
დავითი (საბერძნეთი)
თემურმაც რა ქნას,იმის მაგივრად რომ ავტომატურად შეკრული ბირთვი შექმნას,ელემენტალურ დისციპლინაზე ელეპარაკება,მაგათ ბერია უნდათ!
დავითი (საბერძნეთი)
ნუ დაგვავიწყდება ეს ნაკრები იმ ნაკრების შემდეგი თაობაა,მოედანზე აიაქსის მაისურით რომ გადიოდა ზოგი და ნაკრებისა ეპაზორებოდა
mamuka
დარწნუნებული ვარ ზესტაფონი უკეთ ითამაშებდა.ნაკრების განახლებეე საჭირო. საქართველოს ჩემპიონატშიც გვყავს რამოდენიმე ფეღბურთელები რომელთა თამაშიც ამ ეტაპზე უკეთესი იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში. ზოგიერთ ლეგიონერზე უკეთესი თუ არა უარესი მაინც არ არიან, მაგათზე ჯიგრულად კი მაინც ითამაშებენ. ასეა თუ ისეა გოგუა დააკლდა ნაკრბს...
dato
მე ერთი რამ ვერ გავიგე. გაშვებული გოლის მერე რატომ ჩააბარა მარცვალაძეს მთლიანად მარცხენა ფლანგი...კალაძემ შუაში შეიწია, კობი ცენტრში დარჩა და ეს კიდე წინ და უკან დარბოდა გიჟივით.მაგიტომ იყო, რომ თავდასხმაში ასულს ძალა აღარ ყოფნიდა და ბურთის გაჩერების თავიც არ ქონდა, როცა მთელი ძალები შეტევაში უნდა მოეხმარა
tengo
ჯიგარი არა აქვთ !!! უჯიგროდ თამაშობდნენ!! ჩემი აზრით ხალხი რომ მოსულიKო სულ სხვა თამაში იქნებოდა!! არ უნდა კოფილიკო ასე ძვირი ბილეთები!!
უშანგი
შევეშვათ ტყუილ იმედებს და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ. გავხადოთ საფეხბურთო სკოლები უფასო, ჩამოვიყვანოთ კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, კლუბები არ დავუშვათ ჩემპიონატში თუ საკუთარი სკოლა არ ექნებათ (ცხადია უფასო და ნორმალური მწვრთნელებით)...
nino barca
დასანანი მარცხია თუმცა მაინც საქართველოს ნაკრებს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ თარგამაძე მაღალი დონის ფებურთელია ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე და ასევე ძალიან მომეწონა გრიგალაშვილის ქუსლით გაკეთებული პასი
varancoveli
მე რატომღაც მომეჩვენა, რომ დივერსიას აქვს ადგილი: მოედანი იყო ატალახებული და ბურთი - მძიმე! საინტერესოა, ვისი დაკვეთით გააბანძეს ახალთახალი მოედანი? ეგ ხომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული?
daviti
კარგია, ჩამოვეშვათ ისევ იქ სადაც ვიყავით, ეხლა ახალი გუნდის შექმნაა საჭირო, ისე რატომ არ დარბოდნენ ვერ გავიგე, რა ცხელოდა თუ მინდორი არ მოეწონათ? გეგონება დაბოლილები იყვნენ
Tazo
რად უნდა ამას კომენტარი,ქეცბაია მეცოდება ამათ რომ ალევს ნერვებს,თორემ ამათ უკვე სისხლს ვერ გადაუსხამ,ლომაიას დაბრალდება ყველაფერი,ვითომ რომ არ გასვლოდა ესენი მომგები იყვნენ,ვაი ამათ პატრონს...
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!