ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2012 და საქართველო - ოცნებების სასაფლაო

ევრო 2012 და საქართველო - ოცნებების სასაფლაო

საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ლატვიასთან შინ 0:1 მარცხში საკუთარი თავიც დაადანაშაულა
2. 09. თბილისი. მიხეილ მესხი. 17000 მაყურებელი

საქართველო-ლატვია 0:1

0:1 ცაუნია (64)

საქართველო (4-2-3-1) ლატვია (4-2-3-1)

ლორია ვანინსი

კაშია კლავა

ამისულაშვილი ივანოვსი

ხიზანიშვილი გორკსი

კალაძე კრიაუკლისი

კანკავა ფერტოვსი

კობიაშვილი ლაჟდინსი

თარგამაძე ვიშნიაკოვსკი

ანანიძე ცაუნია

მარცვალაძე ლუკიანოვსი

იაშვილი ვერპაკოვსკისი

მწვრთნელი: თ. ქეცბაია მწვრთნელი: ა. სტარკოვსი

საქართველო

54. ანანიძე-გრიგალაშვილი

54. იაშვილი-სირაძე

72. ამისულაშვილი-დვალიშვილი

სათადარიგოები: რევიშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კვირკველია

ლატვია

77. ვერპაკოვსკისი-კოზლოვსი

88. ლაჟდინსი-ო. ლაიზანსი

სათადარიგოები: დოროშევსი, გაურაკსი, პერეპლიოტკინსი, სმირნოვსი, რუგინსი

გაფრთხილება: კანკავა (11), ფერტოვსი (20), ვერპაკოვსკისი (42), გორკსი (49), კრიაუკლისი (86)

არბიტრი: ლ. ტრატუ (კვიპროსი)

გლობალური პრობლემა: ვინ გაიტანს გოლს?

გუშინწინ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების სასტიკი მარცხი, გუშინ, 2 სექტემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრების არანაკლებ მტკივნეული წაგება, - ქართული ფეხბურთისათვის შემოდგომა ისე დაიწყო, ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო;

ნებისმიერი წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ ბევრად უფრო მტკივნეულია, როცა ერთი, მართლაც კურიოზული გოლის გამო მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გაწეული შრომა უფასურდება: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგა! გასაგებია, რომ გუშინდლამდე ეს შანსი თეორიული უფრო იყო, ვიდრე - პრაქტიკული; თანაც, იმისათვის, რომ პლეი ოფის საგზური მოგვეპოვებინა, სამივე დარჩენილი მატჩიც უნდა მოგვეგო და ამას გარდა, ჯგუფის სხვა შეხვედრებიც ჩვენთვის სასურველი ანგარიშით უნდა დამთავრებულიყო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველო-ლატვიის ნაკრების მატჩამდე ცნობილი იყო, რომ საბერძნეთის ნაკრებმა სტუმრად ისრაელს მოუგო. ანუ, ჩვენთვის ყველაზე მისაღები (გნებავთ, აუცილებელი), საყაიმო შედეგი არ დაფიქსირდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, განახლებულ "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" მოსული 17 000 გულშემატკივარი ჩვენი უპირველესი გუნდისაგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას მოელოდა.

ბოლოს და ბოლოს, ნავსიც ხომ უნდა გატეხილიყო: ჯერ ერთი, ლატვიელები თბილისში არასდროს გვყავდა დამარცხებული, და, რაც მთავარია, თბილისში ხორვატებთან მართლაც დასამახსოვრებელი გამარჯვების მერე ჩვენ უპირველეს გუნდს... ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა.

მოკლედ, განწყობა ყველას ოპტიმისტური ჰქონდა და, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა მოვლენების ისეთი განვითარება, რომლის მიხედვითაც არაფრით გამორჩეულ ლატვიის ნაკრებთან წარმატების მიღწევა გაგვიჭირდებოდა. არადა, ფაქტი ჯიუტია: წავაგეთ ისეთი თამაში, 90 წუთი რომ ვუტევდით, მეტოქე თავს (ოღონდ, ორგანიზებულად და სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვით) რომ იცავდა და ჩვენ კარში ერთადერთი (!) დარტყმა საბედისწერო რომ აღმოჩნდა!

გუშინდელი მარცხის მიზეზი არ შეიძლება იყოს კონკრეტული ფეხბურთელის (ამ შემთხვევაში, ჩვენი მეკარის) ერთი შეცდომა; ზედმეტია ლაპარაკი, როცა მერამდენედ ვზარალდებით უამრავი მომენტის გამოუყენებლობით; აღარაფერს ვამბობთ, ლამის არის გლობალურად ქცეულ პრობლემაზეც: უკვე მერამდენე წელიწადია, გოლის გამტანი ცენტრფორვარდი არა გვყავს; უკვე მერამდენე წელიწადია, მოედნის ცენტრში "ბურთის დამჭერი" და "ბოლო პასის" მქონე ფეხბურთელი არა გვყავს; ჰოდა, ხანდახან მართლაც "ზედმეტად წავიოცნებებთ" ხოლმე და გუშინ, მიწაზე დავეშვით!

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ჰკითხეს: როგორ ფიქრობთ, ჩვენს ნაკრებს ფსიქოლოგი არ სჭირდებაო? პასუხმა არ დააყოვნა: ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები სჭირდებაო! ჩვენი ნაკრების თავკაცი ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, მაღალი დონის ფეხბურთელებს გულისხმობდა და საერთოდაც, ქეცბაიას არც უცდია წაგება მხოლოდ ფეხბურთელებისათვის დაებრალებინა. "ეს მარცხი ჩემი ბრალიც არის, ალბათ, რაღაც დავაკელი", - ამ შემთხვევაში აშკარად გულახდილი გახლდათ ჩვენი ნაკრების თავკაცი...

კიდევ ვიმეორებთ: გუშინდელი მარცხი მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელ(ებ)ს ან მწვრთნელს არ უნდა დაბრალდეს; აბა, გავიხსენოთ, თუ რამდენ ჩვენს ფეხბურთელს აქვს თავის კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა? თუმცა, გაზეთის ფორმატისა და, რაც მთავარია, აშკარად "ცაიტნოტური" სიტუაციის გამო, ამ მართლაც გლობალურ პრობლემას დღეს "გვერდს ავუვლით"; უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ გუშინდელი მარცხის გამო - ჩვენი ყველა ოცნება რომ დაასამარა! არადა, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ნაკრებს სათამაშო სტილს ვუწუნებდით და მთელი წლის განმავლობაში წაუგებლად ვასპარეზობდით; ბოლო ორი მატჩი (პოლონეთთან ამხანაგური და გუშინდელი) კი აშკარად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი დავინახეთ და... ორივე წავაგეთ!..

არანაირი სიურპრიზი

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, კონკრეტული მომენტისათვის, ალბათ, ოპტიმალური იყო, თუმცა რამდენიმე სიახლე მაინც ვიხილეთ; ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქეცბაიას, ერთი შეხედვით, მოულოდნელი საკადრო გადაწყვეტილებები არ მიუღია: კარში ადგილი 25 წლის გიორგი ლორიას ანდო (ვინც ბოლო დროს მართლაც შთამბეჭდავად თამაშობდა), დაცვის ცენტრში "დაბრუნდა" 29 წლის ზურაბ ხიზანიშვილი, ხოლო მეორე ვეტერანი, 33 წლის ალექსანდრე იაშვილი კარგა ხნის პაუზის მერე კვლავაც ცენტრფორვარდად მოგვევლინა.

აშკარად შეტევაზე ორიენტირებული იყო იაშვილის უკან მოქმედი ფეხბურთელთა "ტრიოც": 22 წლის დავით თარგამაძესა და 27 წლის ოთარ მარცვალაძეს (ფლანგებიდან) და 18 წლის ჯანო ანანიძეს (ცენტრიდან) თავიანთი სისწრაფით მეტოქისათვის პრობლემები უნდა შეექმნათ, საყრდენებად რომ 34 წლის ლევან კობიაშვილსა და 25 წლის ჯაბა კანკავას ვიხილავდით, ამაში ყველა დარწმუნებული ვიყავით; ისე როგორც დაცვის მარცხენა ფლანგზე 33 წლის კახი კალაძესა და დაცვის ცენტრში 29 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გამოჩენა იყო ლოგიკური;

სამაგიეროდ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე 24 წლის გურამ კაშიას გამწესება შესაძლოა ვინმესთვის ყოფილიყო სიურპრიზი, მაგრამ ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ნაკრების ძირითადში თამაშს, უდავოდ, იმსახურებს.

რაც შეეხება სტუმრებს, გამოცდილმა მწვრთნელმა ალექსანდრ სტარკოვსმა, ერთი შეხედვით, პრიმიტიული, მაგრამ სასურველ შედეგზე ორიენტირებული სქემა აირჩია; ეს "სასურველი შედეგი" კი, რაღა თქმა უნდა, არწაგება იყო და აკი თქვა კიდეც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლატვიელთა თავკაცმა: "ვიცოდით, მეტოქე სწრაფ და აგრესიულ თამაშს რომ შემოგვთავაზებდა; ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდით დაცვაში შეცდომები ნაკლებად დაგვეშვა და ამასთან, ჩვენს შანსს დავლოდებოდითო; ამასობაში, იღბალიც ხომ შეიძლება ჩვენს მხარეს ყოფილიყოო". ასეც მოხდა...

ზღაპრული დასაწყისი და გვიანი მინიშნება

პირველი ტაიმის 30 წუთი ჩვენმა ნაკრებმა მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და, ალბათ, მთელი შესარჩევი ციკლის დროს არ შეგვიქმნია იმდენი მომენტი, რამდენიც გუშინდელი შეხვედრის ამ მონაკვეთში. გავიხსენოთ: ჯერ კიდევ პირველსავე წუთზე ჯანო ანანიძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ეფექტური რეიდი დარტყმით ვერ დაამთავრა; მერე იყო ფლანგების "აწიოკება": მარჯვნიდან თარგამაძემ "გაინავარდა", მაგრამ მარცვალაძემ ზუსტად ვერ დაარტყა; შემდეგ საპირისპირო ფლანგზე მარცვალაძემ გაილაღა, მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ძელს გაარტყა!

ამას მოჰყვა კაშიას სახიფათო თავური დარტყმა, თარგამაძის მშვენიერ მომენტი (ბურთი კვლავაც ძელს რომ მოხვდა) და ასე შემდეგ; აი, ასეთი სცენარით მიმდინარეობდა პირველი ტაიმის საწყისი წუთები და არც მაშინ ავღელვებულვართ, როცა სტუმრები, ფაქტობრივად, პირველად გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე; ეგ კი არა, სტუმართა შორის, უდავოდ, გამორჩეულმა, მოსკოვის ცსკა-ს 23 წლის შეტევმა ნახევარმცველმა ალექსანდრ ცაუნიამ საჯარიმოდან ბურთი ჩვენი კარის ძელს რომ გაარტყა, ეგაც "კონტექსტიდან ამოვარდნილივით" მივიჩნიეთ.

მაგრამ, აი, ტაიმის ბოლოსკენ ჩვენ რომ "რატომღაც" დავმშვიდდით და მეტოქე კი, პირიქით (ზედიზედ ორი კუთხური ჩამოაწოდა) რომ გააქტიურდა, ცოტა არ იყოს, ცუდად გვენიშნა. თანაც, ერთ ეპიზოდში ლატვიელები "თვალის დახამხამებაში" გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და 27 წლის ალექსანდრ ვიშნიაკოვსმა მახვილი კუთხიდან ბურთი ჩვენი კარის ბადეს გარედან გაარტყა. თუმცა, ჩვენებსაც ჰქონდათ ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი, მაგრამ კაშიასა და მარცვალაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

მეორე ტაიმის დასაწყისი ცუდს არაფერს გვიქადდა: კობიაშვილი-იაშვილის კომბინაციას მარცვალაძე აგვირგვინებდა, მაგრამ სტუმართა გამოცდილ მეკარეს, 31 წლის ანდრის ვანინსს ბურთის აღება არ გასჭირვებია.

აი, ამის მერე რა მოხდა, მართლაც რთული ასახსნელია: ჩვენები ხეირიან შეტევას ვერ იწყებდნენ, თანაც, ბურთი, რატომღაც მხოლოდ მარცხენა ფლანგზე "გადაჰქონდათ", მაშინ როცა საპირისპირო ფლანგზე მყოფი თარგამაძე "ყველას დაავიწყდა". მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა ქეცბაიამ ადრეული, თანაც ორმაგი ცვლილებით სცადა: 29 წლის დავით სირაძემ ცენტრფორვარდის პოზიცია დაიკავა, 22 წლის შოთა გრიგალაშვილს კი შეტევების წარმართვა დაევალა. ამ შეცვლების თავდაპირველად სასურველი ეფექტი მოჰყვა: ჯერ თარგამაძემ წამოიწყო კარგი შეტევა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარს ზემოდან აცდა; მერე კი გრიგალაშვილმა შორიდან, "მოჭრილი" დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ ვანინსი კვლავაც უშეცდომოდ თამაშობდა.

და აი, 64-ე წუთიც დადგა: ვერავინ იფიქრებდა, ცაუნია იმ პოზიციიდან ბურთს პირდაპირ კარისკენ თუ გაგზავნიდა (ყველა ჩვენ საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა), მაგრამ ამ ვერცხლისწყალივით მოძრავმა ფეხბურთელმა, ისე როგორც 2010 წლის 12 ოქტომბერს (რიგაში, ლატვია-საქართველოს მატჩის ბოლო წუთზე), ახლაც მწარე ალიყური გვაჭამა! ჰო, მართლაც კურიოზული გოლი გამოდგა - ლამის აუტის ხაზის სიახლოვიდან, თანაც შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ ვერ მოიგერია და... თამაშიც მორჩა! (იხილეთ ვიდეო)

ამის მერე, სულ მცირე, 15 წუთი ჩვენი ნაკრები "მოყვარულთა გუნდს" უფრო ჰგავდა - რგოლებს შორის კავშირს ვინ ჩივის, ერთი-ორი "გადაბმული" პასის გაკეთებაც ჭირდა და საქმეს არც "ვა ბანკზე" წასვლამ უშველა: ქეცბაიამ მცველის (ამისულაშვილი) ნაცვლად მოედანზე კიდევ ერთი ფორვარდი შემოიყვანა და სწორედ ლადო დვალიშვილს მართებდა კიდეც გოლის გატანა; სამწუხაროდ, 25 წლის თავდამსხმელმა უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან გაარტყა.

მერე იყო ქაოტური შტურმი და ერთადერთი რეალური მომენტი, როცა კანკავა ძლიერი დარტყმით ბურთს შორეულ კუთხეში გზავნიდა, მაგრამ ვანინსმა ჩინებული რეაქციით საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ჰოდა, მატჩიც დასრულდა და ჩვენი ოცნებებიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vano

ვინც საბერძნეთთან სტადიონზე წავა უკაცრავად და დებილი, ზომბი, გოიმი, უტვინო და გიჟია!!!

• funclub

არსადაც არ უნდა წავიდეს ქეცბაია პირიქით უნდა დარჩეს. მოინდომეს რა ახლა მწვრთნელების ცვლა, ქეცბაიას გუნდი ხელში უჭირავს და ავტორიტეტი აქვს, ფეხბურთელები არ გყავს არაფრის და მაქნისი რა ქნას . ჩემი აზრით, რასაც მივაღწიეთ შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მაქსიმუმია იმ ფეხბურთელებიდან გამომდინარე ვინ გვყავს. ერთ 2-3 წელიწადში ქეცბაია საქართველოს ნაკრებისგან კონკურენტუნარიან გუნდს შექმნის. ანორთოსისი ხო გაიყვანა. რატომღაც ყველა მწვრთნელი ვინც მოვიდა საქართველოს ნაკრებში ვერაფრის გაკეთება შეძლო ნეტა რატომ? იმის ბრალი ხო არაა რომ ფეხბურთელები არ გვყავს ხალხო სათანადო დონის!!!!!!!!!!

• setieli

ამ სუსტი ქვეგუფიდან გაუსვლელობაზე მწვრთნელმა პასუხი უნდა აგოს! ყველგან ეგრე ხდება და ცვენთანაც ეგრეა საჭირო! პასუხისმგებლობა!

• mindia

ეს არის მაგარი გაზონი დავაგეთო? სუფთა ძროხების საძოვარი იყო. ამაში რამდენი ათასი ლარი შეისრუტეთ?

• zviadi

ქეცბაიას ვურჩევ წავიდეს თანამდებობიდან ის ვერ შეძლებს ეროვნულის გუნდად ჩამოყალიბებას ვიდრე რევაზ ძოძუაშვილს არ ჩააბარებენ გუნდს არაფერი გამოვა კარგად დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი

• daviti81

ისე მთელ ზესტაფონს, რომ ეთამაშა მოუგებდა ლატვიას, ის წვერებიანი მაგარია ზესტაფონში რა გვარია?

• koba

კეცბაიას კითხონ ერთი რატომ არ იძახებს მუჯირს არადა კარგ ფორმაშია.ან რატომ არ ათამაშა დვალი და გელაშვილის დუეტი.ანაც რატომ ათამაშებს ისეთ ხალხს რომლებიც თავიანთ კლუბებში სკამებს ხეხავენ.

• giorgi bestavashvili

lentsopha ნამდვილად არ მესმის იმ ხალხის, ვინც 0:1 მეორე გოლის მიღებასაც ნატრულობდა. რაც შეეხება კახელიშვილს, ლატვიასთან თამაშში მარცხენა ფლანგი(შეტევის) ყველაზე უსუსურად გამოიყურებოდა. მარცვალაძე აშკარად არ იყო ფორმაში და არც შეცვალეს და ბურთსაც სულ მას ატენიდნენ, მაშინ როდესაც მარჯვნივ მყოფი თარგამაძე აშკარად უფრო სასარგებლო იყო. გარდა ამისა მე არ მითქვამს, რომ კახელიშვილი, დვალი ან გელაშვილი (რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო ქართველი ცენტრფორვარდია) აუცილებლად ამ კონკრეტულ თამაშში ძირითადში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ვისაც დინამოს და ზესტაფონის უკანასკნელი თამაშები უნახავს, დამეთანხმება რომ ისინი ნაკრებში შანსის მიცემას იმსახურებენ.

• oldcoyot

ბატონებო,ძალიან გთხოვთ ბილწსიტყვაობით ნუ ტვირთავთ კომენტარებს.აზრის გამოთქმა თითოეულის უფლებაა, თუნდაც სულელურის, ამით მხოლოდ საკუთარ უმეცრებას წარმოაჩენს.ნებისმიერ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და განსაკუთრებით ჩვენს(!) ფეხბურთელებს,როგორებიც არ უნდა იყვნენ ჩვენები არიან,როგორც შეუძლიათ თამაშბენ.საქმე ისაა მწვრთნელმა უნდა დაინახოს, სამ -ოთხ თამაშში რომ არ გაუმართლებს მოთამაშე,შეძლს შეცდმის აღიარება და აღარ გამოიძახოს.

• davit

ერთი თავდამსხმელით თამაში როცა მხოლოდ მოგება გინდა არ შეიძლება მარცვალაძე თავდასხმაში უნდა ეთამაშებია და თარგამაძე მაშინ მოვიგებდით დააყენეთ მარცვალაძე თავდასხმაში და გოლს აუცილებლად გაიტანს

• დავითი (საბერძნეთი)

უეფა არის უდიდესი შოუბიზნესი და თუ მაგათი წესებით არ წახვალ დაიწვები! ასე რომ ვერც გოგუა მოიგებდა თამაშს მარტო და არც ხიზანას აუღია ფული.უშეცდომო არავინაა,მაგრამ რასაც ამ გუნდით თემურმა მივღწია ბევრი ვერ გააკეთებდა

• lady gaga

ზოგი კომენტარი ცოტა არაადეკვატური მეჩვენება - lentsopha - ბილეთების გაყიდვას რაც ეხება, მთელ მსოფლიოში ფეხბურთელები ეძახიან ხალხს და თავს იკლავენ რომ ხალხი მოვიდეს სტადიონზე და ჩვენთან პირიქით არის? ვიღაცა 11 ტიპი თუ ტრუსიკს ამარა დარბის მინდორზე ამიტომ 1.5 მილინიანმა ქალაქმა სტადიონი უნდა გაავსოს? ჯერ დაიმსახურონ. ასეა ყველგან. ქეცბაიას კეომენტარიც მაგარი იყო, კლასი არ ეყოთო. მწვრთნელათ რომ დგებოდა მაშინ მაღალი კლასი ქონდათ და მერე დაუქვეითდათ? რაც შეუძლიათ თამაშობენ, რამდენსაც იმსახურებენ, იმდენი მაყურებელი ყავთ (შეიძლება იმაზე მეტიც), რატომ იშლით ძმებო ნერვებს? მაგათ ხელფასზე აისახება შედეგი, ჩვენსაზე ხომ არა, გადართეთ ტელევიზორი და წესიერ გუნდებს უყურეთ, 21 საუკუნეა. მაგათ კი, თუ უნდათ ხალხი ტრიბუნებზე და გულშემატკივარი, კიდევ ერთხელ ვიძახი, ჯერ დაიმსახურონ. ქეცმაია ცოტა უბრალო ტიპი ჩანს, მაგრამ აცალონ, ამ ფეხბურტელებით არ მგონია ვინმემ მეტს მიაღწიოს. თან გულიანი ტიპი ჩანს, თავდადებული. ეგ კარგია.

• lentsopha

მეტი ვერაფერი დაინახე მაგ თამაშში ხიზანასი? თურმე საეჭვო კითხვებიც ჩნდება :D:D:D მაგ. აბა რა რატო არ არის კახელიშვილი... ნაკრებში, მართლა ჯიგრიანი ბიჭია, მაგრამ ფლანგზე მაგას იაშკაც ჯობია თარგამაძეც მარცვალაძეც და კობახიძეც. 0:1 ზე რო ყვიროდნენ მეორეც შეაგდეთო ესეც ქეცბაიას ბრალია თუ ფეხბურთელების და 19000 ბილეთი რო არ იყიდება 1.5 მილიონიან ქალაქში

• geosochi

kaxa Тот же Иашвили порой лучше молодых играет и голевые пасы дает, но вчера в первые 20 минут 2 штанги поцеловали и не забили и вот после этого игра и стала медленной, как замедлительный кадр! Да старались что то сделать, но к сожалению нет нападающих такого уровня, чтоб один раз за всю игру хотя бы раз брал на себя игру и пытался в штрафной зачудить, как это любил и умел делать Георгий Деметрадзе!

• kaxa

я видел матч. играли очень ужасно.стоя футбол не играют. играть дома одним нападающим и стремится вииграт матч нереально.яшвили что делает в сборную. почему не ставят молодих.

• buca_gio

ხო ჩახუტებისთვის მისჩეს ხიზანას ფული მეტი ჭკუა არ გაქვს შე ქლიბო,შენნაირი ჭორიკნები უნდა გაჟი-მონ! არ გაუმართლათ და ყველას ეწყინა,მარა მოღალატეობა დედიკოს მოკითხე ახვ-არო! რო იგებდნენ მაშინ ხო საყვარლები იყვნენ...

• aleqsi

@giorgi bestavashvili გელაშვილი, დვალი და კახელიშვილი რო გამოიძახოს მერე ეს დვალიშვილი სად ტრ..ში გაიკეთონ? კაცი ამხელა გუნდში თამაშობს და ბომბარდირია და აბა როგორ არ უნდა ათამაშოს ნაკრებში სისტემატიურად.

• aleqsi

ესენი სამშობლოს მოღალატეები და გამყიდველები არიან. ვენაცვალე კალათბურთელებს და ჯიგრიან მორაგბეებს სულში და გულში... ესენი ხო ხალხი არ არიან. ხიზან რამდენი აიღე? როგორ ეხუტებოდი ბიჭო კუთხურის ჩამოწოდების დროს მოწინააღმდეგეს ღიმილით? ))) ღიმილის დრო გქონდა 0:1 აგებდით საკუთარი ხალხის წინაშე? ფუი თქვენს ფეღბურთელობას.

• jeo

მართლაც რატომ არ იძახებს დვალს და გელაშვილს? ორივე საჭირო ფეხბურთელები არიან ჩვენი გუნდისთვის

• giorgi bestavashvili

ჩემთვის გაუგებარია რატომ არ ივევენ ნაკრებში ,,ზესტაფონში" მოთამაშე ნიკა გელაშვილს და ჯაბა დვალს, ან კახელიშვილს - თბილისის "დინამო"დან. გელაშვილისნაერი სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი აშკარად საჭიროა, თან კარგი დარტყმა აქვს. ჯაბა დვალს კი კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა და საგოლე გადაცემის გაკეთება, რაც ყველაზე მეტად აკლდა გუშინ (და არამარტო გუშინ) ჩვენს ნაკრებს.

• zaza melikishvili

ამ ნაკრებს პერსპექტივა არ აქვს, ერთი სიტყით - დასაშლელია!

• paata

რა გინდათ ქეცბაიასთან ვინ გვყავს უკეთესი აცადეთ მუშაობა

• daviti1

იცით რა არი, რომ შეუწუხეს გული ქეცბაიას ლამაზი ითამაშეო, შემტევი ითამაშეო მაგის ბრალია, გამოდიოდა გუნდი, თმაშობდაშედეგზე და იყო შედეგი, ამ ვითომ სპეციალისტებმა და განსაკუთრებით კომენტეტორებმა კიდე ლამაზი მოგებაო და ასე შემდეგ, არ შEუძლიათ ამათ შეტევაზე თამაში და აცადეთ რა მწვრთნელს

• gigi

არ მინდა დავიჯერო მარა საეჭვო კითხვები ჩდება მაინც... არა არა მგონია მარა ... არ ვიცი არა. პროფესიონალი მიხვდება და ანალიზსაც გააკეთებს

• tuto

რატომ არ მოვიდა ხალხი- მე დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და არ მახსოვს ასეტ საპასუხისმგებლო ტამაშში ასე ცოტა მაკურებელი--ამან ხომ არ იკონია გავლენა ისეც დაბეცავებულ ფეხბურტელებზე?!! მერე კლასი? არ გვაკვს ისეტი ლიდერი ფეხბურტელი რომ აიგებს ტამასშს ტავზე!! როგორიც იკვნენ კიპიანი- ცივაძე- მაცაიძე-- დარასელია0--- სხვა და სხვა!!

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა