2026/27 წლების სეზონის წინ, ‘შავი ლომი’ 12 მოთამაშით გაძლიერდა. მათგან ორი ლეგიონერია, ორი სამშობლოში საფრანგეთიდან ბრუნდება, რვა მოთამაშე კი ქართული კლუბებიდან დაწინაურდა.

‘შავი ლომის’ კვართით სამხრეთ აფრიკაში გამართულ “ტოიოტა ჩელენჯზე” ითამაშეს და გუნდში რჩებიან ბურჯი გიგა კობახიძე (ბათუმი), კვაჭი შოთა ხელაძე (არესი), მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე (აია) და ფრთა რომა მახათძე (ბათუმი). მახათაძემ სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ ბორჯღალოსნებშიც მიიღო გამოძახება და მისი სანაკრებო დებიუტი მონტევიდეოში, ურუგვაისთან მოგებულ შეხვედრაში შედგა.

სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის გამოძახებული იყო ‘წიქარას’ მგეზავი დავით იმნაძეც, მაგრამ ცხვირი გაიტეხა და სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრა. მერე მას ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაშიც უხმეს, თუმცა ცხვირის ოპერაციის შემდეგ აღდგენის შესაძლებლობა მისცეს და სამხრეთ ამერიკაში აღარ წაიყვანეს, ახლა კი ‘შავ ლომს’ შეუერთდება.

მაისში გამართულ ‘შავი ლომის’ გასახურებელ თამაშებში, დიდი 10-ის XV-ში ითამაშა ქუთაისის ‘აიას’ ბურჯმა გიორგი ქიმუცაძემ, რომელსაც ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკაში არ უთამაშია, თუმცა მომავალი სეზონიდან ‘შავი ლომის’ წევრი გახდება.

‘შავ ლომს’ ემატებიან უმცროსი ბორჯღალოსნები ლუკა ნარსია და თემურ ძოძუაშვილი. მესამეხაზელი ნარსია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 20-წლამდელთა კაპიტანია, გასულ სეზონში ქუთაისის ‘აიას’ ღირსებას იცავდა. ‘აიაში’ თამაშობდა ძოძუაშვილიც, რომელიც ჰავბეკისა და მგეზავის პოზიციას ფარავს.

საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდება ბორჯღალოსანი ბურჯი გიორგი მამაიაშვილი. გასული სეზონი მან პრო დე2-ის ‘გრენობლში’ გაატარა, მომავალი სეზონიდან კი ‘შავ ლომს’ გააძლიერებს. 23 წლის მამაიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2024 წელს ჰქონდა, დღემდე ნაკრების კვართით 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო გაიტანა.

საფრანგეთის მესამე დივიზიონში, ნაციონალ1-ში თამაშობდა მეორეხაზელი დავით არველაძე, რომელიც მომავალ სეზონს ასევე ‘შავ ლომში’ იწყებს. ‘ხვამლის’ აღზრდილი 23 წლის მორაგბე 2021/22 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების ღირსებას იცავდა. ის ერთი სეზონი თბილისის ‘ლელოში’ თამაშობდა, 2021 წლიდან კი საფრანგეთს მიაშურა და თავდაპირველად ‘ოიონაში’ ირიცხებოდა, ბოლო ორი სეზონი კი ჯერ ‘ობენაში’, მერე კი ‘რენში’ თამაშობდა.

რაც შეეხება ლეგიონერებს, ორივე მათგანი სამოური წარმოშობისაა და მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მაიკლ კარი, რომელსაც სამოას ეროვნული ნაკრების კვართით 8 თამაში აქვს ჩატარებული.

ახალ ზელანდიაში, ოკლენდში დაბადებული კარი ფიზიკურად ძლიერი და მრავალმხრივი ფორვარდია, რომელიც გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, აგრესიული დაცვითა და აუტში საიმედო თამაშით. სამოას ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, საკლუბო დონეზე კი ახალი ზელანდიის ‘ტასმანის’, ამერიკული ‘კოლორადო რეპტორსის’, იაპონური ‘ტოიოტა შოკის’ რიგებში თამაშობდა.

2022 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა ‘მოანა პასიფიკს’ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში Super Rugby Pacific-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ბოლოს წლებში მან ასევე ახალ ზელანდიურ ‘ნორთ ჰარბორში’, მშობლიურ ‘ტასმანში’ და ‘ოკლენდში’ ითამაშა.

სამოური წარმოშობის ახალ ზელანდიელი მორაგბეა ამაანი ვერკო-აოიონი. 25 წლის მორაგბე თანამემამულეს მსგავსად მეორე-მესამე ხაზში თამაშობს. მან თამაში ‘ტარანაკი ბულსში’ დაიწყო და როგორც პერსპექტიული მოთამაშე, მიწვეული იყო ‘ჩიფსის’ 20-წლამდელთა გუნდში, სადაც პირველ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ სუპერ რაგბიში თამაშმა არ მოუწია.

ამაანიმ 2024 წლიდან ავსტრალიაში ‘კანბერა ვიკინგსში’ გადავიდა და ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში რამდენიმე ლელოც გაიტანა.

‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მესამე ჯგუფში მისი მეტოქეები ტოპ 14-ის ‘ტულონი’ და ‘ვანი’, ინგლისური ‘ჰარლიქვინსი’, შოტლანდიური ‘ედინბურგი’ და უელსური ‘ოსფრიზი’ იქნებიან. რომელ გუნდებთან და სად (შინ თუ გარეთ) მოუწევს თამაში ‘შავ ლომს’, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

Rugby.ge

გიორგი
ფული ბაბაია, ფული.
თოკო
კი ბატონო შენი შეხედულებაა და უამრავი ადამიანიც დაგიდგება მხარში. ესეიგი ზელანდიას,ინგლისს, ირლანდიას, შოტლანდიას, უელსს, საფრანგეთს, ავსტრალიას, იაპონიას, იტალიას ტვინში აკლიათ ესეიგი ამხელა სარაგბო რესურსის მქონე ქვეყნებს კიდევ უკეთეს კონტიგენტს რომ ეძებენ რიგ პოზიციებზე. იაპონიასავით ნახევარზე მეტი რომ უცხოელია მაგას მეც არ ვემხრობი, მაგრამ უკანა ხაზში რამდენიმე მაგარი ფიჯელი ნაღდად არ გვაკლიდა :)
ზურა
რად გვინდა ნატურალუზება? ღმერთმა დაგვიფაროს! ნატურალუზებული და ნაყიდი კაერწრი არ მინდა. თუ სანაკრწბო ფრანჩაიზის დატვირთვა აქვს, შეყარონ უნდა ბავშვები 20 დან მაქსიმალურად
თოკო
წარმატებები ყველას, მათ შორის ლეგიონერებს. ბრონკანი გარტყმაზე არავის მოიყვანდა, თუმცა ამ ორი ლეგიონერიდან ერთის ნატურალიზება შეუძლებელია - სამოას ნაკრების აქტიური წევრია, მეორეზე არც კი იძებნება ინფორმაცია. ორივე მეორე ხაზს ფარავს და გასაგებია პრობლემატური პოზიციაა. ბიუჯეტთან რამდენად ლოგიკურია არ ვიცი, მაგრამ ვინმე სახელიანის მოყვანა უფრო გაასწორებდა, გუნდის შედეგსაც გამოადგებოდა და გამოცდილებასაც გაუზიარებსა სხვებს. ტიერ 1-ის ნაკრების ყოფილი წევრის მაგალითად. ისე უცნაურია ძალიან ხელს რომ აწერ გუნდს, რომელიც წელიწადში 10 მატჩს თამაშობს და აქედან 4 არის ოფიციალური. იმედი მაქვს დიდ 10-შიც ვიხილავთ ამ ლეგიონერებს და საერთოდ შავი ლომის ხალხი მუდმივად ითამაშებს დიდ 10-ში. სხვაგვარად ვერ ვხვდები რის იმედზეა ეს გუნდი. შარშანდელ სეზონში უამრავი მორაგბე იყო შავი ლომიდან, რომელსაც დიდ 10-ში ხუთი თამაშიც არ უთამაშია
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"