საქართველოს ნიჩბოსანთა ეროვნულ ნაკრებს უნგრეთში ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი აქვს
საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებში დღემდე სულ სამ ნიჩბოსანს უასპარეზია: 1972 წელს მიუნხენში სსრკ ორგზის ჩემპიონმა ვიქტორ კრატასიუკმა ორადგილიანი ბაიდარათი ოქროს მედალი მოიპოვა.

იმავე ოლიმპიდაზე ნიჩბოსნურ სლალომში მოსინჯა ძალები საკავშირო პირველობების სამგზის გამარჯვებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა. 1976 წელს მონრეალის თამაშებში საკავშირო ჩემპიონატების სამგზის ოქროს მედალოსანი გივი ნიკურაძე (აკადემიური ნიჩბოსნობა) მონაწილეობდა.

- და აი, 35 წლის შემდეგ შანსი გვეძლევა, ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ, - გვითხრა საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - ამას წინათ უნგრეთის ქალაქ სეგედში ბაიდარასა და კანოეში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნის სახელოვან და გამოცდილ სპორტსმენებს მედგარი მეტოქეობა გაუწიეს 16 წლის დუშელმა ეკატერინე შაბურიშვილმა და 17 წლის მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ. ერთადგილიანი ბაიდარათი შაბურიშვილმა 80 მონაწილეში 21-ე ადგილი დაიკავა.

უკეთ იასპარეზა ნადირაძემ - კანოეთი 100 მონაწილეს შორის მე-15 ადგილზე გავიდა. არადა, მეორე ფინალში მცირედით წააგო მესამეადგილოსანთან, თორემ 9 საუკეთესოში დაიმკვიდრებდა ადგილს და ოლიმპიადის საგზურსაც მოიპოვებდა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა და თვით მეტოქეებმაც ზაზას სეგედში წარმატებული გამოსვლა მიულოცეს. ისინი ხომ ჩვენებურზე, სულ მცირე, 5-10 წლით უფროსები იყვნენ.

ბაიდარასა და კანოეში გაისად ლონდონის ოლიმპიადის კიდევ 13 ლიცენზია გათამაშდება. მათ მფლობელებს გერმანიის, პოლონეთისა და კანადის მსოფლიოს თასების შედეგები გამოავლენს. შაბურიშვილი და ნადირაძე იმ შეჯიბრებებში პირველ ოცეულში თუ დაიმკვიდრებენ ადგილს, ბრიტანეთში გამგზავრების დიდი შანსი ექნებათ.

- აკადემიურ ნიჩბოსნობაზე რას იტყვით?

- ინგლისმა წლეულს 18-წლამდელთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლა. იმ ტურნირზე სამი მონაწილე გვყავდა. მცხეთელმა ნიკოლოზ კანდელაკმა ერთადგილიანი ნავით იასპარეზა, ლევან ბირკაია (ფოთი) და არჩილ ბაიაშვილი (მცხეთა) ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით ეჯიბრებოდნენ მეტოქეებს. სამწუხაროდ, არასახარბიელოდ გამოვიდნენ. მართალია, 15-16 წლისანი არიან და ინგლისში, ფაქტობრივად, გამოცდილების მისაღებად გაემგზავრნენ, მაგრამ მათგან მაინც უფრო მეტს მოველოდით.

გუშინ სლოვენიაში აკადემიკოსების სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. იქ ერთადერთი მონაწილე გვყავს

- მცხეთელი ლაშა მოთიაშვილი, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ აკადემიურ ნიჩბოსნობაში ოლიმპიადის საგზურის მოპოვების ნაკლები შანსი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა