"ზირასთან" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 0:6 დამარცხების შემდეგ, "ტორპედოს" გულშემატკივართა გაერთიანება "ჯუნგლებმა" განცხადება გაავრცელა:

"ერთი წლის წინ, როცა შუსტერის გაშვებას ვითხოვდით, პროტესტის ნიშნად რამდენიმე თამაში ტრიბუნა დავტოვეთ. შემდეგ გვქონდა საუბრები კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდის კაპიტანთან. პატივი ვეცით მათ სიტყვას, გადავდგით ნაბიჯი უკან და დავბრუნდით ტრიბუნაზე, რადგან გვჯეროდა, რომ "ტორპედოს" ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა და სიტუაცია გამოსწორდებოდა.

დღეს, ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა, ყველაფერი უფრო უარესობისკენ წავიდა. დღეს "ტორპედო" არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. გადახედეთ შემადგენლობას, არავიზე ნაკლები გუნდი არ გვყავს, მაგრამ მოედანზე არ ჩანს არც იდეა, არც ტაქტიკა, არც ხასიათი, არც ბრძოლა და გუნდი ყოველ მატჩში ქაოსურად გამოიყურება...

"ზირასთან" ორი მატჩის ჯამში 0:6 ეს მხოლოდ მარცხი არ არის. ეს არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ "ტორპედოელს" გულში გვირტყამს!!! ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო. გვეგონა, რომ ამის შემდეგ მაინც მიიღებდა ხელმძღვანელობა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისევ დუმილი ვიხილეთ...

ამ მწვრთნელის ხელში "ტორპედოს" მომავალი განწირულია. ამას აღარ ამბობს მხოლოდ ტრიბუნა, ამას ამბობს მთელი ქუთაისი!!! ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას და ვტოვებთ იქამდე, სანამ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება...

შარშან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და დავბრუნდით, დღეს კი ფაქტია, რომ ყველამ თავი მოვიტყუეთ. ჩვენი პოზიცია საბოლოოა, რომელსაც არანაირი დაპირება და არანაირი თხოვნა აღარ შეცვლის!!! წესით არჩევანის გაკეთება მარტივი უნდა იყოს - ერთ მხარეს შუსტერია; მეორე მხარეს კი "ტორპედო" ფანები და ქუთაისი: და სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული როგორი იქნება "ტორპედოს" მომავალი..."

merabi eremeishvili
ვუერთდები :ჯუნგლების: და ზოგადად გულშემატკიბრების პათოსს და აღშფოთებას. მეტის მოთმენა შეუძლებელია. ეს უკვე ფსკერიც აღარ არის. შეიძლება წააგო თამაში, თუნდაც დიდი ანგარიშით, გრანდებსაც წაუგიათ, მაგრამ როცა წელიწადნახევარია მინდორზე მოსეირნე ფეხბურთელებს და უემოციო გაშეშებულ შუსტერს უყურებ მაყურებლის ღირსებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. უფრო მეტიც :ზირასთან:ორივე სამარცხვინოდ და ძალიან დამამცირებელი წაგების შემდეგ შუსტერი და მისი ასისტენტი ფრანციიცინოდნენ, უფრო ზუსტად დაგვცინოდნენ. აქ უკვე ქალაქის სიყვარულზე, ტორპედოს პრესტიჟზე და მაყურებლის პატივისცემაზე აღრაასაუბარი. ესარის ზნეობისგან, მორალისგან, ღირსებისგან და პასუხისმგებლობისგან დაცლილი ადამიანების საქციელი. ეტყობა შუსტერთან ამ ფენომენებით საუბარი შეუძლებელია. მისთვის მთავარი და გადამწყვეტია ხელფასი, რომელიც უნდა დაიმსახურო. მოკლედ ლეგიონერებზე. მანე დიდი ხანია გასაშვები იყო. ჟორჟინიოს შანსი უნდა მიცემოდა. გასაშვები კიდევ ბევრია- მინიმუმ 7-8 ფეხბურთელი. რაც შეეხება ახალ ლეგიონერებს, სად ნახულობთ ან ვინ გირჩევთ ამ მოსეირნე ფეხბურთელებს? ისიც კონფერენს ლიგამდე ერთი კვირით ადრე. მოკლედ გუნდი კი არა ორღობის ბანდაა. მე, სტაჟიანი გულშემატკივარი, რომელსაც ტორპედოს თამაში არ გაუცდენია, ყველაზე მეტად რომ უჭირდა ტორპედოს მაშინაც კი, სანამ შუსტერი იქნება სტადიონისკენ არც გავიხედავ.
ლევანი
ამ ხალხის რეაქცია გამკვირვებია რა, ეს ფეხბურთელები გეგონება რაიმე დონეს წარმოადგენდნენ, არ შეუძლიათ მეტი და რას თხოვ? მწვრთნელი წავიდესო, მწვრთნელი კი არა და მოსთხოვონ ხელმძღვანელობას გუნდის უკეთესად დაკომპლექტება
გუნდის
სახელი კიარა მისი თამაშის ხარისხია პრობლემა და ვინც ამას ვერ აცნობიერებს იმან ჯობია სტადიონზე სულარიაროს.
სიმართლე
ჯუნგლები არ გეწყინოთ მაგრამ არ ასრულებთ პირობას და მაგიტომაც ხდება ეგრე მართლა არ მიხვიდეთ სანამ არ წავა ეს მწვრთნელი და მერე ნახავთ ყველაფერს არავინ არ უნდა მივიდეს სტადიონზე და ითამაშონ მარტო მაგენი არიან ბალეშიკების ღირსები ვინები ყავთ ვაფშე გუნდშიი ვინები მოყავთ გინდა ქართველი გინდა უცხოელი იმენა სოფლის გუნდია მწვრთნელი ყავთ არანაირი ტაქტიკა არანაირი არაფერი მე ესეთი უჟილკო გერმანელი არმინახავს არსად ვაფშე ტიპი არის ფულის საშოვნელად ჩამოსული და მორჩა ფულს დაგროვება და წავაა ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია გეგუჩაძე ბევრად მაგარ გუნდს შეკრავდა დამიჯერეთ!!! გინდაც არველაძე...
ზვიადი
პირველ რიგში - სანამ უნდა ვქომაგობდეთ დინამოს, ტორპედოს, მეტალურგს, ტრაქტორს, როტორს, ლოკომოტივსა თუ კრილია სუვეტოვს?! მორჩა სსრკ! ვიღაც ში...ლა გამოვა და იტყვის ტრადიციულიაო?! დავაბრუნოთ მაშინ ლენინის მოედნები და ლენინის სახელობის სტადიონები!

ხუთ მილიონი დაჭირდება კომპენსაციის სახით და ითამაშონ ქომაგთა გარეშე და იყვნენ...!!! ყოჩაღ ქუთაისელებო !!! თბილისის დინამოს ქომაგებმაც რომ იგივე ნაბიჯი გადადგათ კარგი იქნება !!! შემდეგ ეტაპზე ასეთი ფეხბურთით ვერაფერს ვერ გააკეთებს დინამო და რომც გააკეთოს თუ ასეთი მდორე და უსახური ფეხბურთის მოყვარულია ვინმე და მოსწონს...მათ უყურონ და უქომაგონ...მე უკვე დოდი ხანია დინამოს თამაშებზე სამართლიანი პროტესტის ნიშნად არ დავდივარ !!!
ლადო
5 მილიონი ევროს გადახდა არ გამოვა, ამიტომ კერესელიძეს ვასწავლი იოლ ხერხს, უამრავი ადამიანი იქნება მსურველი, ვინც მილიონად გაასაღებს მაგ ნაგავს! შეიძლება უფრო იაფადაც!
toy
არც ასე მარტივადაა საქმე, კონფენსაციის სახით მილიო ნები დასჭირდება შუსტერის გაშვებას.
გიორგი
რეალურად რას თამაშობს ტორპედო ვერ გაიგეებ! სწორად აღნიშნეს ქუთაისელებმა არც მუხტიაქ არც საშუალო ბლოკის გუნდია არც გერმანული ხასიათიაქ პრესინგი არააქ დაცვა არეულია ფლანგებს ვერ იყინებს მკვდარია თითქოს. რეალურად გასაშვებია. კიდე მაინტერესებს ვინაა ამ კერესელიძეს გუნდში სპორტული მენეჯერი
ზურაბ
შარშან ვიძახდი გასაშვებია აუცილებლადთქო მაგრამ თავი გამოიდო ბევრმა აქ, რასქვია გაუშვათ უნდა დრო მისცეთ მწვრთნელსო. რამდენი ხანი უნდა მისცე დრო, ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი... ბოლობოლო ვაცალოთ ამ საუკუნის ბოლომდე... მესმის აღიარებული და დამსახურებული მწვრთნელია მაგრამ ვერ აუღო ალღო ამ სამსახურს და უნდა შეცვალო დროზე. აქ მთავარი დამნაშავე ტორპედოს "ფილოსოფოსი" მენეჯმენტია და მოდი და იფიქრე რო არ მაიმუნობენ და მანიპულაციებს არ აქვს ადგილი
torpedo
მე როგორც მახსოვს ამ კაცმა თქვა რო მოვიდა.ეს ფეხბურთელები ვინც არიან ჩემი მოყვანილი არცერთი არაო.და რო მოვდიოდიო შემპირდნენ შენი გემოვნებით ჩამოვაყალიბებთ გუნდსო.რაც შეხება გულშემატკევრებს მესმის მაგათი.და უსამძიმრებ.გამძლეობას უსურვებ ძნელია ესე უსურად რო თამაშობს გუნდი.
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში