იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფარერებთან ჩატარებულ მატჩში "სკუადრა აძურას" თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, რომლის გუნდმა ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში უკვე 19 ქულას მოუყარა თავი, ფარერებთან ჩატარებულ მატჩში "სკუადრა აძურას" თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. იტალიელებმა სუსტ მეტოქესთან სტუმრად მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

"ჩვენ თამაში კარგად დავიწყეთ და ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემა პირველსავე ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ მინდვრის ცუდმა მდგომარეობამ და მეტოქის კონტრშეტევებზე აგებულმა თამაშმა ამაში ხელი შეგვიშალა. მეტოქე თავდაჯარებული მოქმედებდა, ჩვენი ფეხბურთელები კი დაბნეულები ჩანდნენ.

როდესაც თამაშის წინ ვამბობდი, რომ შედეგი მაფიქრებდა, იმას ვგულისხმობდი, რომ ფარერების დონის ნაკრებებს პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მითუმეტეს, სეზონის ამ ნაწილში.

ყველაფერთან ერთად, ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობისთვის სერია A-ში გაფიცვის გამო ახალი სეზონი ჯერ არ დაუწყია.

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა ამ მატჩში ფეხბურთელების ოპტიმალური ფორმისგან შორს ყოფნა და წვიმისგან წამხდარი გაზონი იყო", - განაცხადა პრანდელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე