ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. კლაიპედა. D ჯგუფი
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. კლაიპედა. D ჯგუფი.

საქართველო-სლოვენია 75:87

(25:15, 15:25, 18:19, 17:28)

საქართველო: გამყრელიძე (6), ვ.ბოისა (3), ა. ბოისა, გაჩულია (22), ცინცაძე (5), შერმადინი, ფარღალავა, მარკოიშვილი (16), ჰეინსი (6), სანიკიძე (10), ცქიტიშვილი, შენგელია (6), ცქიტიშვილი (1)

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

სლოვენია: სლოკარი, ლაკოვიჩი (22), რუპნიკი, ოზბოლტი (21), სმოდიში (3), უდრიხი, მურიჩი, გ.დრაგიჩი (2), იაგოდნიკი (10), ზ. დრაგიჩი (15), ბეგიჩი (2), ლორბეკი (12).

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალკოვიჩი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა D ჯგუფისა და მთლიანად ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტთან, სლოვენიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა ძლიერ მეტოქესთან საკმაოდ კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.

სლოვენიელებმა მეორე მეოთხედში შეძლეს თამაშის გამოსწორება და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი შედეგით - 40:40 გავიდნენ, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მეტოქეს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია და მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენი გუნდიდან შედეგიანობით ზაზა ფაჩულია (22 ქულა) და მანუჩარ მარკოიშვილი (16) გამოირჩნენ.

ხვალ საქართველოს ნაკრებს მეტოქედ უკრაინის ეროვნული გუნდი ეყოლება. ჩვენ კალათბურთელებს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. შეხვედრა ჩვენი დროით 16:30 წუთზე დაიწყება.

eddy
espn acvhvenebs tamashebs. (es mesame postingia - saocaria ratom ar ibejdeba postebi)
oldcoyot
eddy,ძალიან გთხოვთ დაწეროთ რომელ ამერიკულ არხზე უყურეთ თამაშს,პირველი არხის იმედი მტერს ჰქონდეს!
imano69
ამ ეტაპისათვის კარგია ,მაგრამ ხვალ მეტი გვინდა.ვატყობ კალათბურთელები გამოიზარდნენ კოკოშკოვის დონიდან.
eddy
ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეძლოთ - იმაზე მეტი კი არ უნდა მოთხოვო რისი გაკეთებაც აგემატება შესადზლებლობებს. მე ამერიკის არხზე ვუკურებ ამ ტამაშებს და მაკვირვებს რამდენად პროფესიონალურად აფასებენ თვითეულ ეპიზოდს - ფაქტი ერტია რომ ასეთ ძლიერ მეტოქეს რომ ხვდები შეცდომებს ბევრს უშვებ. შეცდომები კი, ტუნდაც ისეთი რომ არ უნდა არ უნდა მოსდიოდეთ - კი ყველა ჩვენ კალათბურთელს ქონდა.
odlcoyot
სამწუხაროდ 1 არხის წყალბით თამაშს ვერ ვუყურეთ, თანამგზავრი გამორთეს.ნეტა ვინმე ტუ ფიქრობს, საზღვარგარეთ მყფი ქართველების გარდა ვინ უყურებს 1არხს, ან რად გვინდა თურქსქასტის თეფშის დაყენება, თუ ერვნული ნაკრებების თამაშს ვერ ვუყურებთ...ავტოპილოტი და გასართობი შუები გაითხარონ ერთ ადილას...რაგბის ჩემპინატზე თუ იგივე გააკეთეს და როცა იქნება ჩამვალთ და ვაზღვევინებთ უნამუსო ჭანტურიას.თამაშის ანგარიში კი თავისთავად მეტყველებს, რომ ვაჟკაცი ბიჭები გვყავს.გთხვთ არავინ იკადროს მათი ლანძღვა.
დავითი (საბერძნეთი)
მაგრები არიან,ჯგუფიდანაც რო ვერ გავიდნენ რაც არა მგონია,უკვე ევროპამ დაინახა რომ ანგარიშგასაწევი ძალაა,დადებითი ემოციაა,მეკითხებიან აქამდე სად იყო ეს გუნდიო,რა ვუპასუხო არც ვიცი
Giorgipirweli
ხალხო, თქვენ სხვა თამაშს ხო არ უყურეთ??? ფაჩულიამაც კარგად ითამაშა და მთელმა ნაკრებმაც. თქვენ რა გინდათ, სლოვენიას აუცილებლად მოვუგოთ? ვერ ნახეთ, რა დონის კალათბურთელები ყავთ? ძალიან კარგი ნაკრები გვყავს და იმედია ჯგუფიდან გავალთ!
nino barca
ჯამში საშინლად არ უთამაშიათ გამოცდილება მართლა თავის შვებე და მინდა ავღნიშნო რომ სლოვენიას ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს
n-it-a
საშინლად ითამაშეს, მაგრამ სალანძღავად ვერ გავიმეტებ ნაკრებს... იმედი ვიქონიოთ ხვალ და ზეგ უკეთესობა იქნება...
დავითი (საბერძნეთი)
არა უშავს,ევროპაში არავინ იცნობდა ჩვენ ნაკრებს,დღეს კი ზოგმა ჩემმა მეგობარმა ფსონიც კი დადო გეორგიაზე,ნაუტყდათ მაგრამ ლანძღვა არ დაუწყიათ ჩვენსავით
nino barca
რა საწყენია ამხელა უპირატესობა რო დათმეს :(( ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა სლოვენიელებმა თითქმის ყველა სამქულიანი ჩააგდეს.ფაჩულიამ დღეს რაღაც ვერ ითამაშა კარგად პირველ მეოთხედს თუ არ ჩავთვლით
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის