ლონდონის "არსენალს" ტრავმის გამო სამი თვით გუნდის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი გამოაკლდა
"არსენალს" მორიგი სერიოზული პრობლემა აქვს. თითქოს წამყვანი შუახაზელების გაყიდვა არ ეყოფოდა, რომ კიდევ ერთი ნახევარმცველი გამოაკლდა. ლაპარაკია ჯეკ უილშირზე, ვინც კოჭის სერიოზული ტრავმის გამო ფეხბურთს მიღმა მინიმუმ სამ თვეს გააატრებს, - გვამცნობს "დეილი მირორი".

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების 19 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მარჯვენა კოჭი სეზონის დაწყებამდე დაიზიანა. თავდაპირველად ექიმებმა ძალზე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთეს. მათი მტკიცებით, ჯეკი სულ რამდენიმე დღეს გამოტოვებდა. თუმცა ყველაფერი პროგნოზის საწინააღმდეგოდ წარიმართა - აღდგენითი პროცესი გაიწელა. შემდეგ კი ტრავმის რეციდივმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

ამჟამად ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელს მინიმუმ 3 თვე მოუწევს სპეციალური მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმლით მოძრაობა. რაც შეეხება ვარჯიშს, უილშირს საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბრის შუა რიცხვებში თუ მიეცემა ძუნძულის უფლება. თუკი ამ დროისთვის კოჭი მთლიანად მოშუშებული იქნება, ნახევარმცველს მსუბუქი დატვირთვების უფლებასაც მისცემენ.

აქედან გამომდინარე იოლი სავარაუდოა, რომ "მეთოფეები" ლიდერს დეკემბრამდე ვერ დაიხმარენ. "არსენალის" ექიმებმა კონსულტაციისთვის უკვე მიმართეს ევროპის წამყვანი სამედიცინო ცენტრების სპეციალისტებს. მკურნალობა მათი მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება.

ერთადერთი სასიამოვნო ინფორმაცია "არსენალის" ბანაკში ის არის, რომ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო ახალგაზრდა კირან გიბსმა, მაგრამ მას რთული ამოცანა ექნება გადასაჭრელი - ძირითადში მოსახვედრად 21 წლის ფეხბურთელმა "ფენერბაჰჩედან" გადაბირებული ანდრე სანტოსის კონკურენცია უნდა დაძლიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს