ანდრე-პიერ ჟინიაკსა და "მარსელის" ხელმძღვანელებს შორის გამწვავებული ურთიერთობების შესახებ
ანდრე-პიერ ჟინიაკსა და "მარსელის" ხელმძღვანელებს შორის გამწვავებული ურთიერთობების შესახებ ფრანგულმა "მაქსიფუტმა" თავისი ვერსია წარმოგვიდგინა. მაშ ასე, აღნიშნული გამოცემის ვერსია, თუ რა მოხდა 31 აგვისტოს ველოდრომელთა ბანაკში, საინტერესოდ გვეჩვენა და ამიტომაც მცირე შემოკლებით მას აქვე გთავაზობთ:

"მარსელში" ანდრე-პიერ ჟინიაკის თამაშით ძალზე უკმაყოფილოები იყვნენ. ეს კიდევ არაფერი... ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავდამსხმელს მისი პიროვნების შესახებ არა ერთი და ორი შეურაცხმყოფელი სიტყვა მოუსმენია.

"ოლიმპიკის" კულუარებიდან გამოდიოდა ხმები ფეხბურთელის განსაკუთრებული "ღორმუცელობის" შესახებ, რომ თითქოს ამის წყალობით ანდრე-პიერი ნელ-ნელა კარგავდა მოქმედი ფეხბურთელის შესახედაობას. თუმცა სიმსუქნე და ჟინიაკის ცუდი ფორმა ცალკე მოსაყოლი ამბავია. კლუბის ხელმძღვანელობა ხმამაღლა ყოველთვის ფეხბურთელის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.

დიდიე დეშამი ამბობდა, ფეხბურთელს კიდევ ერთ სეზონს მივცემთ თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლადო. თუმცა დადგა 31 აგვისტოს დილა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე და ვებგვერდებმა დაწერეს, რომ პროვანსელებს სასწრაფოდ სურდათ ბრაზილიელი ამაურის გადაბირება. ბუნებრივია, თუკი ეს ტრანსფერი შედგებოდა, ჟინიაკის ბედი იმ წუთასვე გადაწყდებოდა.

მარსელელები სიმართლეს მალავენ, თუმცა საიდუმლო გზით მაინც მოხერხდა ანონიმური წყაროს მოძებნა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი იმყოფებოდა კლუბის ბაზაზე, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მხარეებმა სამხრეთამერიკელის სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს.

პარალელურად კი ჟინიაკს ლამის ძალით აუღეს ბილეთი ლონდონის ავიარეისზე, რათა ამ უკანასკნელს "ფულჰემთან" კონტრაქტი გაეფორმებინა. საბოლოოდ გარიგება ჩაიფუშა. კლუბი კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავდა, რომელიც ასევე არ გამოვიდა, "სანდერლენდმა" ჟინიაკისა და ასამოა გიანის გაცვლაზე უარი თქვა.

პროვანსელების საქციელით პიერ-ანდრე ჟინიაკი აღშფოთებულია. ამჟამად ის უარს აცხადებს პრესასთან ურთიერთობაზე. უხერხულ მდგომარეობაშია დიდიე დეშამიც, ჟინიაკის გასხვისების ინიციატივა ხომ სწორედ მას ეკუთვნოდა. მე არც ბურთი ვარ და არც მონა, რომ სხვა კლუბში გაყიდვა ჩემივე თანხმობის გარეშე შეიძლებოდესო, უთქვამს ფეხბურთელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა