ამერიკის ღია პირველობაზე პირველი სამი წრის განმავლობაში 14-მა ჩოგბურთელმა მატჩის დასრულება ვერ შეძლო
ამერიკის ღია პირველობა თანდათან გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქალებმა უკვე დაასრულეს მერვედფინალისტების გამოვლენა, მამაკაცებს შორის სანახევროდ ჩატარდა მესამე წრე.

პირველი სეტი წააგო ტურნირზე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. 22 წლის ხორვატმა მარინ ჩილიჩმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რომელთაგანაც ერთი მეორე სეტის მეათე გეიმში გამოიყენა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კი შვეიცარიელი ისევე დომინირებდა მომდევნო სეტებში, როგორც პირველში. მესამე პარტიაში 4:4-ზე ხორვატმა მეტოქის ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და კიდევ ერთი საკუთარი გეიმი აჩუქა ფედერერს, მეოთხე პარტიაში კი როჯერმა ორი ბრეიკის გაკეთება შეძლო და უპრობლემოდ გავიდა მერვედფინალში.

ფედერერმა 31 "ვინერსი" და ექვსი ეისი შეასრულა და ბადესთან 32-დან 23 ქულა მიითვალა. ახლა შვეიცარიელს ამერიკის ღიაზე 56 მოგება და 6 წაგება აქვს. როჯერის შემდეგი მეტოქე არგენტინელი ხუან მონაკო იქნება, რომელმაც ასევე სამ სეტში მოუგო მსოფლიოს ყოფილ მეორე ჩოგანს ტომი ჰაასს - 6:7(3), 6:3, 6:2, 6:2. გერმანელმა 71 უნებლიე შეცდომა დაუშვა და შვიდჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. მონაკო კარიერაში მესამედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში.

აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას ამერიკელი მარდი ფიში, რომელმაც მესამე მატჩი მოიგო სეტის წაუგებლად. მსოფლიოს მერვე ჩოგანს დიდი წინააღმდეგობა გაუწია სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა. ორი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ამერიკელი მეტოქეზე ოდნავ უფრო აქტიური და იღბლიანი იყო. ამ აქტიურობის წყალობით ფიშს მთელი მატჩის განმავლობაში 41 "ვინერსი" დაუგროვდა.

29 წლის მარდის ბოლო 20 მატჩიდან 17 მოგება აქვს. ის ამერიკული სერიის ტურნირების გამარჯვებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ აშშ-ის ღიაზე გამომუშავებული ჰონორარი გაორმაგდება. მაგალითად, თუ ფიში "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მთავარ პრიზს მოიპოვებს, სეზონის ამერიკულ ნაწილში მისი მონაგარი 2.8 მილიონი დოლარი იქნება.

შემდეგ წრეში ფიში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელი გაიმეორებს "დიდი სლემის" ტურნირებზე თავის საუკეთესო შედეგს. აქამდე მარდის ოთხჯერ უთამაშია ამ სერიის ჩემპიონატების მეოთხედფინალში: 2008 წელს ამერიკის ღიაზე (წააგო ნადალთან), 2007 წელს ავსტრალიის ღიაზე (წააგო როდიკთან) და ორი თვის წინ უიმბლდონზე (წააგო მიურეისთან).

თავად ცონგამ ასევე სამ სეტში მოუგო ფერნანდო ვერდასკოს, რაშიც ბრეიკ-პოინტების გამოყენების მაღალი პროცენტი დაეხმარა - რვიდან ხუთი. ამას ფრანგმა 33 "ვინერსიც" დაუმატა. 26 წლის ჟოსთვის ეს არის ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში მეორე გასვლა.

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი სამი წრის განმავლობაში 14-მა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო მატჩის დასრულება. აქამდე რეკორდი 2008 წლის უიმბლდონს ეკუთვნოდა, როცა საწყის სამ ეტაპზე 12-მა ჩოგბურთელმა ვერ ჩაამთავრა მატჩი. 11 ასეთი შემთხვევა იყო 2003 წელს ავსტრალიის ღიაზე და 2006 წელს - როლან გაროსზე.

ამჯერად ტრავმების გამო ვადაზე ადრე შეწყვიტეს ბრძოლა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა და ესპანელმა მარსელ გრანოლერსმა. ბერდიხი მაშინ დანებდა სერბ იანკო ტიპსარევიჩს, როცა ანგარიში 4:6, 0:5 იყო. გრანოლერსი კი ასევე ორ სეტს აგებდა (1:6, 3:4) ესპანელ ვეტერან ხუან-კარლოს ფერეროსთან.

აღსანიშნავია ტიპსარევიჩის მიღწევა. ის წელს საუკეთესო სეზონს ატარებს და უკვე "დიდი სლემის" მესამე ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ის სწორედ ფერეროს შეხვდება.

წინა დღეს ჩოგბურთელები მეორე წრეს ასრულებდნენ და აქ კინაღამ სენსაცია მოხდა. ბრიტანელმა ენდი მიურეიმ 0:2-დან შემოატრიალა ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან მატჩის ბედი და დიდი გაჭირვებით გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

24 წლის ჰაასე ერთ დროს ძალიან პერსპექტიულ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ ტრავმების გამო თანდათან ჩრდილში მოექცა. ჰოლანდიელმა შარშან შეგვახსენა თავი, როცა 151-ე ჩოგანის რანგში უიმბლდონის მეორე წრეში ორი სეტი მოუგო რაფა ნადალს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

რობინმა რეიტინგში თანდათან წინსვლა დაიწყო და წელს კიტცბუელში კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. ახლა კი ამერიკულ ჰარდზე სერიოზული გამოცდა მოუწყო მიურეის. ჰაასემ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეორეში კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვა. და აქ ისევ ტრავმამ შეახსენა თავი. მესამე სეტის წაგების შემდეგ ჰოლანდიელს კორტზე ექიმის გამოძახება მოუხდა. მაგრამ ამან არ უშველა - მიურეიმ ზედიზედ 12 გეიმი აიღო, რის ხარჯზეც მეოთხე სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და მეხუთეში 4:0 დაწინაურდა. და აქ მოხდა სასწაული.

ჰოლანდიელმა იპოვნა საკუთარ თავში ძალა ბრძოლის გასაგრძელებად და ბრწყინვალე თამაშით ანგარიში გაათანაბრა - 4:4! იქვე ენდიმ თითქმის ყველა შანსი გადაუწურა მეტოქეს, როცა მეცხრე გეიმში ბრეიკი გააკეთა. ჰაასემ ისევ გაიბრძოლა, მაგრამ სამიდან მხოლოდ ორი მატჩბოლი მოიგერია - 7:6(5), 6:2, 2:6, 0:6, 4:6.

II წრე

ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-როჟერიო დუტრა და სილვა (ბრა) 6:4, 6:3, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ, 28)-რობი ჯინეპრი (აშშ) 6:4, 6:3, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 18)-დიეგო ხუნკეირა (არგ) 6:2, 6:1, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 12)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:4, 6:7(4), 7:5, 6:3; დონალდ იანგი (აშშ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14) 7:6(7), 3:6, 2:6, 6:3, 7:6(1); ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 24)-სტივ დარცისი (ბელ) 6:2, 6:4, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 25)-ვასეკ პოსპიშილი (კან) 5:7, 6:4, 7:6(3), 7:6(5); ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:7(5), 2:6, 6:2, 6:0, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 6:3, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ, 26)-ჟან-რენე ლისნარი (მონ) 6:2, 7:5, 6:2; ენდი როდიკი (აშშ, 21)-ჯეკ სოკი (აშშ) 6:3, 6:3, 6:4; ჟულიან ბენეტო (საფ)-დენის ისტომინი (უზბ) 6:4, 6:4, 6:4; ჟილ მიულერი (ლუქ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 3:6, 7:6(4), 6:4, 7:6(5); იგორ კუნიცინი (რუს)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 17) 3:6, 6:3, 1:6, 6:2, 7:6(5); დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 30) 6:4, 1:6, 6:3, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ნიკოლას მაუ (საფ) 6:2, 6:2 მაუს უარი.

1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:3, 6:4, ; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:7(4), 6:2, 6:4, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 20)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9) 6:4, 5:0 ბერდიხის უარი; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 31) 6:1, 4:3 გრანოლერსის უარი; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 27) 6:3, 4:6, 6:4, 6:2; ხუან მონაკო (არგ)-ტომი ჰაასი (გერ) 6:7(3), 6:3, 6:2, 6:3; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 11)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 19) 6:3, 7:5, 6:4; მარდი ფიში (აშშ, 8)-კევინ ანდერსონი (ს.აფრ) 6:4, 7:6(4), 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის