დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში (პირველი 0:0 დასრულდა) "იბერია 1999" "ლარნეს" უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩვენს მსგავსად ამ შეხვედრას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ამ წყვილის გამარჯვებულს არამარტო ევროტურნირების საგზურის განაღდება შეუძლია, არამედ გადაწყდება ვინ გაიყვანს 4 გუნდს საკუთარი ჩემპიონატებიდან ევროპულ ტურნირებზე.

უკვე ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან საქართველოს ევროპაში 3 გუნდი წარადგენს, მაგრამ ამის შემდეგი სეზონის გამოსწორების საშუალება ახლა არსებობს. ჩრდილოეთ ირლანდია 50-ე პოზიციაზეა, საქართველო 51-ეზე და თუ დღეს დემჩენკოს ბიჭები გაიმარჯვებენ, საქართველო ჩრდილოეთ ირლანდიას გადაუსწრებს და 4 გუნდის საგზური ჩვენ დაგვრჩება.

irishnews-თან ამ ფაქტის მნიშვნელობაზე ჩრდილო ირლანდიელმა მწვრთნელებმა დევიდ ჰილმა და ორან კირნიმ ისაუბრეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ 1 საგზურის დაკარგვა უდიდესი უკუსვლა იქნება.

"მინდა, "ლარნეს" წარმატებები ვუსურვო. ვიმედოვნებ, ევროპაში რაც შეიძლება შორს წავლენ, რადგან ახლა რეიტინგში ქულები ნამდვილად გვჭირდება", - თქვა დევიდ ჰილმა.

"ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კოეფიციენტების თვალსაზრისით, 50-ე ადგილზე და ევროტურნირებზე მე-4 ადგილის დაკარგვის ზღვარზე ვართ. ევროპულ ტურნირებზე 3 გუნდამდე გაყვანის ჩამოსვლა უდიდესი უკუსვლა იქნება", - აღნიშნავს კირნი.

შეხსენებისთვის, დღევანდელი დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას "სილკ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.

zura222
ცრვენა ზვეზდას დონის გუნდი ნაღდად არაა იბერია მაგრამ იმ ქუჩის გუნდზე უკეთესი ნადვილადაა და ულაპარაკოდ უნდა მოვიგოთ !
გიორგი
ჩრდილოეთ ირლანდიელისთვის ევროპულ ტურნირებზე 3 გუნდამდე გაყვანის ჩამოსვლა უდიდესი უკუსვლა ყოფილა, და ჩვენს მდგომარეობაზე რა ითქმის?
akaki apple
რომ მოვიგოთ იმის თქმა ეომ გარანტირებულად ჩვენ ვიქნებით 50ე ადგილას არის უაზრობა. ასე რომ ნუ მიედ მოედებით რაღაცეებს. მერე ლარნეს არ უწევს თამაში თუნდა ფლეი ოფში ლინკოლთან და აემდეგ ჯგუფში ისიც შევა ანუ ამ წყვილიდან შესაძლოა ორივე გუნდი გავიდეს კონფერენც ლიგაზე,უშუალო კონკურენტია მაგრამ ამ თამაშით ვერ გაირკვევა ვინ 4 გუნდით იქნება და ვინ 3 ით
მერაბი ჩხოროწყუ
გთხოვთ ყველას ქართველებო საქართველოს მოქალაქეებო ყველა მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს კოჩანას,
inviz 9
დაცვაში ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს-თუ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ჩვენ კი უგერგილო ზონური შეტევა ვითამაშეთ იმათ საჯარიმოში შესვლისა და გამწვავების გარეშე ანუ"უკბილო" ვითომ შეტევა, შეიძლება ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩეთ. რომ არა მაკარიძე პირველ თამაშს აშკარად წავაგებდით ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით აქაოდა ცვრენა ზვეზდამ 9:0 მოუგოო. არის კია იბერია ცვრენა ზვეზდას დონის გუნდი, განსაკუთრებით შეტევაში? სამწუხაროდ იბერიას თამაშს რომ ვუყურებ თითქოს კაარგი გუნდია, მარა რაღაცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებენ, რაღაცა დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებენ, უმარილო საჭმელივით ამიტომ აუცილებელია აგრესიული შეტევა და არა ჯინჯოლავას ვითომ აქტიურობა რომელიც საბოლოო ჯამში თითქმის ყოველთვის უკან პასით მთავრდება. ანდრიას იმედი მაქვს ამ მხრივ-თავის გამოჩენის შანსი აქვს და გაიბრწყინებს ნაჭყებიაც არ მოაკლებს აქტიურობას დარწმუნებული ვარ. აი ქარდავამ კი ბურთის ზედმეტად თრევას თავი უნდა დაანებოს და დროული პასის გაკეთება იკადროს-თორემ იქ გასვლაზე რამდენჯერმე დაკარგა ზედმეტი მატაობით ბურთი და მწვავე კონტრშეტევა მივიღეთ
მეზღვაური
ვერა.მხოლოდ გამარჯვება გვაწყობს ძირითად დროში.
გოგა
ბევრად უკეთესი გუნდია იბერია რეალურად და იმედია ნერვებს მოთოკავენ და მშვიდად ითამაშებენ ბიჭები, ერთი პატარა შეცდომა დამღუპველი იქნება, დისიპლინა და მშვიდად თამაშა საჭირო, პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ,მგონია რო 2:0 მოვიგებთ
მახმუდ
ისე პირველი ადგილი რა კარგია აგებ ლიგაზე აგებ ევროპა ლიგაზე და უეცრად კომფერენს ლიგაზე ჯგუფსიხარ ავოეეეეეეეეეეეეეეე
Levani
არაბიძეს რომ ჰქონდა სანაკრებო ამბიციები- ძალიან ველოდი ამ ევროტურნირებზე,კერესელიძესაც დავუჯერე აპოელისნაერ გუნდებს ბურთს არ დავანახებთო რო იძახოდა. გასულიყო ჯგუფში ტორპედო,ეთამაშა არაბიძეს კარგად ჯგუფურზე და ნაკრებშიც მოხვდებოდა-ეს ალბათ მაგის ბოლო შანსი იყო. ახლა ბართიშვილს ვუქომაგოთ- ალბათ კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს იბერია და თუ რამე უნდა ბართიშვილს გამოიჩინოს თავი და ნაკრებს შეემატება კიდევ ერთი ფეხბურთელი.
დდდ
ბარემ ისიც დაგეწერათ, ფრეს შემთხვევაშიც გადავუსწრებთ თუ ვერა...
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს