ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!

[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ორრაუნდიანი დაპირისპირება 2:1 მოუგო.

მოსალოდნელი იყო, რომ იბერიელები სახლში თავიდანვე დაეუფლებოდნენ უპირატესობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ნახევარდაცვა ბურთს ვერ იჭერდა და შეტევებს ვერ წარმართავდა. პირველი მომენტი 26-წუთზე შექმნეს, როდესაც ბედოშვილის გადაცემული ბურთი ნაჭყებიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ფერგიუსონმა მოიგერია. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, თუმცა მათი იერიშები უმეტესად უხიფათო იყო და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ დემჩენკოს შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ჯილჯოლავას დარტყმული ბურთი ჯერ მცველმა დაბლოკა, მერე მეკარემ მოიგერია, 74-ე წუთზე კი ბედოშვილმა ფერგიუსონის კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს, სიმპსონმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1 და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

102-ე წუთზე დადიანის პასით სიხარულაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იბერია 1999“ მომდევნო რაუნდში „იაგიელონიასა“ და „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. უარეს შემთხვევაში ჩვენს გუნდს კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს.

"იბერია 1999" პირველი ქართული კლუბია, რომელმაც 2004 წლის შემდეგ ევროტურნირებზე მოხვედრა მოახერხა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - ლარნე 2:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 ბედოშვილი (74), 1:1 სიმპსონი (76), 2:1 სიხარულაშვილი (102)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 91), დადიანი, ქარდავა (ალჰასანი 77), კუცია (ბართიშვილი 65), ბედოშვილი (ძაგანია 78), ნაჭყებია (კულიევი 115), სიხარულაშვილი (ენდე 115)

• ვასილიჩი

დავიჯერო ჯინჯოლავას ღუდუშაურზე კარგი ხასიათი აქვს?

• გს-ს.

დაახლოებით 50 წლის წინ,ჩემ კლასში გადმოიყვანეს გოგო,რომელიც სირბილში და სიგრძეზე ხტომაში,ბიჭების თანაბარ შედეგებს აღწევდა და თბილისში,სპორტსკოლაში წაიყვანეს.სკოლის დამთავრების შემდეგ,ის საქართველოს რეკორდსმენი გახდა 800 და 1500 მეტრზე რბენაში.ამას წინათ დავინტერესდი,დავგუგლე და აღმოჩნდა,რომ მის მიერ მაშინ ნაჩვენები შედეგები,შარშან საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატში გამარჯვებულებს,რამდენიმე წამით სჯობნიდა.800 მეტრზე სხვაობა 4 წამზე მეტი იყო,1500-ზე კი,გაცილებით მეტი.გოგო სჯობნიდა დღევანდელ ვაჟ ჩემპიონებს და ჩემპიონების შედეგები რომ ასეა დაცემული,შენ კიდევ იტყვი,რომ ფეხბურთელებმა იციან სირბილი?სირბილის სწავლების ცენტრი,სპეციალისტია და იცის,რასაც ამბობს,შნგან განსხვავებით.აგერ,დინამოს სტადიონზეც ანგრევენ მძლეოსნურ სექტორს და არც აპირებენ,სკოლაში მძლეოსნობის დაბრუნებას.სანამ ძველი მთავრობის მიერ გაყიდული და გაუქებული სპორტის აკადემია სრულფასოვან მუშაობას არ დაიწყებს და სპეციალისტებს არ მოამზადებს,სულ ასე ჩავარდნილი ვიქნებით,რადგან არასწორი სირბილი,საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებას იწვევს და სპორტსმენი სრულწლოვანებაში როცა შედის,უკვე სანახევროდ ინვალიდია.,რომელიც გაზრდილ დატვირთვებს ვერ იტანს და მძიმე ტრავმებს იღებს.უამრავი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა დავკარგეთ ამის გამო და კიდევ მრავალს დავკარგავთ,თუ სკოლებში სპორტის ნაცვლად ფიზკულტურის გაკვეთილები არ დაბრუნდა,სადაც სპორტის ყველა სახეობების ანაბანას ასწავლიან საბაზო დონეზე განსწავლული პედაგოგები.შედარებით ნიჭიერებთან კი,უკვე კვალიფიციური მწვრთნელები გააგრძელებენ მუშაობას.ჩვენ გვყავს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში,ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში,მედალოსანი სპრინტში და ბარიერებით სირბილში.რაკი გვყავდა,ესე იგი შეგვძლებია არა,დღეს კი შეხედავ როგორ დარბიან და გგონია ზურგზე სავსე ტომარა ჰკიდიათო,ფეხები უამრავი ტრავმის გამო შეხვეული.არ იციან სწორი სირბილი და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.ჩამოჰყავთ უცხოეთიდან სპეციალისტები და რა დონის სპეციალისტები არიან,მათ შეგირდებს ეტყობათ,ჩვენ კი,უკვე აღარ გვყავს ისეთი ხალხი,ვისაც სხვებისათვის შეეძლებათ ამის სწავლება.არა,შესაძლოა კიდევ არიან,მაგრამ მათ ახლოსაც არ იკარებენ.მცოდნე სპეციალისტი ხომ სხვებისთვის საფრთხეა.ასეა,დანგრევა ადვილი საქმეა,მაგრამ დანგრეულის აღდგენა,თანაც ხანი როცა გავა და სპეციალისტებიც აღარ გყავს,შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს.მით უფრო,რომ დღევანდელი სასკოლო განათლების დონე,კრიტიკას არ ექვემდებარება.უმაღლესი განათლების დიპლომიანმა ადამიანმა,შესაძლოა წინადადების დაწერაც ვერ შესძლოს,გამართულად.სამიოდე დღის წინ,რაღაცა ფილმის თუ სერიალის ორი რევოლუციონერი გმირის საუბარში,ერთი ეუბნება მეორეს სწავლას აღარ ვაპირებო.ის მეორე კი ეუბნება,მტრის დამარცხება,მხოლოდ მასზე მეტის ცოდნით შეიძლებაო.ეს ცოდნა გაიტანეს ჩვენი სასწავლო დაწესებულებებიდან და მიტომ გვაქვს ასე „კარგად“საქმე.1918 წელს,ათიოდე ძალიან მაღალი დონის ქართველი მეცნიერ სპეციალისტი შეიკრიბა,შეიმუშავეს და განახორციელეს ქართული უნივერსიტეტის ორგანიზაციის პროექტი და აამუშავეს ის.დღეს აღარც კი ვიცი,რამდენი უნივერსიტეტია საქართველოში და ის 10 მსოფლიოს დონის მეცნიერი და ორგანიზატორი ვერ მოგვიგროვებია ერთად,რომ ის საწყისი ცოდნის დონე,მსოფლიოს სტანდარტებს შესაბამებოდეს და მათზე დავაშენოთ ქართული მეცნიერების აღორძინება.

• დავით 67

გუნდი თუ არ გაძლიერდა დინამოზე უარეს სირცხვილს მივიღებთ.

მდაა,მგონი გავიწყდება ჩვენ სად ვართ?!ფარჩაკი გუნდიო იძახი და ის ფარჩაკი,შარშანაც ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა,იქ,სადაც 22 წელია,ფეხი ვერ შევდგით და იმ ერთხელ როცა შევდგით,ყველა ისე წავაგეთ,გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ.მათზე ფარჩაკები ჩვენ ვართ და ამ 22 წლიანი პაუზის შემდეგ,როგორღაც რომ ისევ გააღწიეს,არ არის საზეიმო?არც ის დაივიწყო,რომ მაგ ეტაპზე თამაშბი,დამატებით ჩვენთვის ძალიან საგრძნობ ფინანსების შმოდდინებასაც ნიშნავს.დაახლოებით 3 მილიონი ევრო შეუვა იბერიას,ყველა თამაშის წაგების შემთხვევაშიც კი.ლატარიაში 100 ლარიც რომ მოიგო,ის გიხარია და 3 მილიონს ეხუმრები?

• tngh

"იბერიამ" დაიმსახურა ეს შედეგი... მრავალწლიანი მუშაობით!!!

• ვაგლახ

უკვე 2 რილსი ამომიგდო დღეს, გამწარებით წერენ ვიდეოებს, ჯინჯოლავას იმის თქმა კი არ უნდოდაო, სინამდვილეში სხვა უნდოდაო (უფროსი მეგობრისგან ისწავლა ეტყობა - 'იქედანაც უნდა რომ აქედან და მერე აქედანაც იქედან') :)))) რეალურად კი, ეს იმისი ბრალია, რომ ამ ხალხს გააზრებული არ აქვს, ვისი 275 მილიონია ის, საიდანაც ხელფასს იღებენ. იმედია შემდეგზე უფრო მოზომილად ილაპარაკებს და მერე დღეს მთელს გუნდს ვიდეოების წერა არ მოუწევს ...

• მდაა

სტუმრები ……დნენ როდესაც ამათ ზეიმს და შემდეგ ფეირვერკებს შეხედეს ერთმანეთს უჩურჩულებდნენ რომ ამ ადგილობრივ ფეხბურთელებს თავი მსოფლიოს ფინალში გგონიათ ისე ზეიმობენო ….ყველაფერს აქვს თავისი შესადარისი ზეიმობაც …რაღაც ფარჩაკ გუნდს 4 ტაიმში ვერ მოუგეთ და ძლივს გაბობღდით შემდეგ ეტაპზე სადაც ალბათობით რეინჯერსი ( არც მეორენი დაგაკლებენ) მინიმუმ 7-8 ბურთის სხვაობით მოგიგებთ 2 თამაშის ჯამში და იმედია არა ერთ თამაშში ….ჯგუფი რომ გაინაღდეთ ძაან ვწურავდი და თავიდან ძაან გამეხარდა მაგრამ როგორც გახვედით შემდეგ თქვენმა არაშეფერმა ზეიმმა ფეირვერკებმა ხაჩიკას შედარებებმა შინდისთან დიდგორთან გადაშალა ყველაფერი ეს სიხარული ცოტათი მიწაზე დაეშვით არ მინდა სიტყვა “დოსტოინად” მეხმარა მაგრამ თქვენი საქციელიდან გამომდინარე ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამება ოღონდ უკუღმა ეფექტში ….და იმ ჯგუფშიც რაც გველოდება ყველა ხვდებით თუნდაც იმედიაა ისე გაგვაკვირვებთ როგორც ნაკრებმა ევროზე იქაც ჯერ გოლს მაინც ვწურავდით შემდეგ ქულას და ბოლოს ყველა აღვფრთოვანდით იმედია თქვენც შეძლებთ ეგრე პესიმიზმის დამარცხებას !!! მაგრამ გუშინდელი თქვენი გადაჭარბებული ეიფორია სულ მცირე ნამეტანად გაზვიადებულ-გადაჭარბებულად ანუ არადოსტოინი ქცევა იყო …რეინჯერს არ მოუგოთ თორემ გადაწვავთ თბილისს …))) ხოლო ხაჩიკა დავით აღმაშენებელი ვარო დაიწყებს და ორ დავით აღმაშენებელი ერთდროულად ვერ დაეტავა თბილისში და ძეგლს არ ვთვლი სათვალავში…

• რაბუ

ყველა შემთხვევაში მადლობა გუნდს მაგრამ ბევრია სამუშაო. დისციპლინა პირველ რიგში, იმდენი შეცდომა იყო კიდევ კარგი ბოლოს არ დავისაჯეთ.

• ედიკა

ჯინჯოლავამ ერთხელ გვაკადრა ის რაც ჩვენ ასჯერ ვაკადრეთ მარა ჩვენ უფრო გამწარდით. ეტყობა რაოდენობაშია ამბავი.

• გიორგი

მარტო ანგლობა საკმარისი არ არის; წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაც უნდა იცოდე. ქართულ ფეხბურთზე წერს, არა მსოფლიოზე; აქ ბევრი რამე არ იციან ფეხბურთელის მომზადებაზე დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.

• გიორგი

პიროვნულზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო შეცდომები (ტექნიკური წუნი) ამ ბიჭს ჰქონდა მინდორზე, რასაც ხიფათიც მოყვა ჩვენს კართან; არადა, კაპიტანია!

• მწარეს, კახის და სხვებს

არაა ეს გამართლება კენჭისყრის. მთავარია ჩემპ. ლიგაზე პირველ ეტაპს გაცდეს გუნდი მერე უკვე ასეთი ლარნი ან მის ნაირი ასევე წაგებული გაჭირვებული გადაეყრება ყველას. ამ შემთხვევაში წაგებულსაც (ლარნე) აქვს შანსი კონფერენს ლიგაზე მოხვდეს და ისევაც ვეთამაშოთ. ლარნე პლეი ოფში შეხვდება ალბათ ლინკოლნს (გიბრალტარი) რადგან ომონია სახლში მოიგებს. ასე რომ კომფერენს ლიგაზეც არის შანსი ასეთივე გაჭირვებული ან ორიც კი გვყავდეს.

• რაბუ

გააძლიერეთ გუნდი მარტო მონაწილეობას ნუ მივიღებთ ტურნირზე, ცოტა შედეგიც ვაჩვენოთ

• ტორო

ჯინჯოლავას თუ ებლატავება ქუჩაში დარჩენილიყო და არ ეთამაშა ფეხბურთი, ფეხბურთიც თუ ჰქვია მაგას რასაც ფაფხურობს, ტიპი 11 წლიდან იბერიაშია და ბურთს ვერ აჩერებს

• რაბუ

ჯინჯოლავას კაპიტნად კი არა გუნდში არ გავაჩერებდი წამით. ტიპი ფეხბურთის აზრზე არაა პლიუს ამას პიროვნულადაც ვერაა კაი ტიპი.

• ehhh

ვულოცავ ცხადია იბერიას, მაგრამ მაგათ კაპიტანს თუ უსმინეთ პრეს-კონფერენციაზე? ისევ დაამუნათა ხალხი, 1 მატჩის მერე რომ გვაკრიტიკებდითო, თქვე ცუდებოო ... მოკლედ 'ყაკოი მალენკიი ა უჟე ნატაშა' :)

• მწარე

ვულოცავ. კარგია. ვთხოვ ფეხბურთელებს გაითვალისწინონ. რომ ეს უფრო იღბალი იყო, რადგან ასეთი კარგი წლისყრა შეხვდათ. ბიჭებო, ფიზიკაში რომ მოუმატოთ, ყოველ წელს გახვალთ შემდეგ წრეში ყოველგვარი გამართლების გარეშე. ფიზიკა და სისწრაფე გახდა მთავარი.

• წესები

ეგ ევროპა ლიგის შემთხვევაში მაგრამ კონფერენს ლიგაზე მასე არაა. ლიგის ფაზაზე გუნდები მხოლოდ 6 შეხვედრას ატარებს. 3 შინ და 3 სტუმრად.

• თემური

ვულოცავ ქართულ ფეხბურთს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! რა შედეგები ექნება იბერიას მომავალ თამაშებში ეს სხვა საკითხია! ამ ეტაპზე კი მთავარია, რომ გუნდი და თითოელი ფეხბურთელი მიიღებს საჭირო გამოცდილებას, რაც ასევე სხვა ქართული გუნდებისთვუს კარგი იქნება! წარმატებები იბერიას!

• თემური

ვულოცავ ქართულ ფეხბურთს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! რა შედეგები ექნება იბერიას მომავალ თამაშებში ეს სხვა საკითხია! ამ ეტაპზე კი მთავარია, რომ გუნდი და თითოელი ფეხბურთელი მიიღებს საჭირო გამოცდილებას, რაც ასევე სხვა ქართული გუნდებისთვუს კარგი იქნება! წარმატებები იბერიას!

• ბს

ეგ როგორ ხდება? აა, მივხვდი, თქვენ უნდა ასწავლოთ ხომ? და მაყუთი მოჭრათ ))) თქვენ იცით ეგ მსოფლიომ არ იცს ჯერ ეტყობა

• ქობულეთიდან

იბერია ლიგის ფაზაში არათუ 6, არამედ 8 მატჩს ჩაატარებს, შესაბამისად 4-ს შინ და 4 საც გასვლაზე.36 გუნდია სულ ლიგის ფაზაში, 4 დივიზიონი თითოეული 9 გუნდით, შესაბამისად ერთი კონკრეტული გუნდი ეთამაშება თავის დივიზიონის დანარჩენ 8 გუნდს, როგორც ზემოთ ავღნიშნე 4-ს შინ და 4 საც სტუმრად.

• სააკაძე

ყველას გილოცავთ!❤️

დიმა ობოლაძე ძალიან უშნოდ ვითომ ეღადავება ნოდარ სიმსივეს და ვინმემ უთხრას რომ უბნის ბესეტკაში არ ზის

• unagi

კორბენჯან ცავატანემჯან შენა რამსი ნუ გერევა უფროსები გაგიბრაზდებიან :))))) თქვენა მიჰას ჰამოსვლას ელოდებით ეგა არის თქვენი მოლოდინი. ქვეყანა იბერია და საფეხბურთო კლუბი იბერია კიდენა მიხედავენ თქვენს გარეშეც საკუთარ მომავალს!! მაგაზე თქვენა ნუ ინერნიანებთ :)))))))))

• მერაბი

რა თქმა უნდა ძალიან კარგი ამბავია. რაც შეეხება ქართული კლუბების მომავალს, აქ მთავარია ფინანსები. ახალს არაფერს ვამატებ, მაგრამ ადგილობრივი კადრების აღზრდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს რთული პრობლემები სახელმწიფოსა და ფედერაციის კომპეტენციაა. სხვა ქვეყნის მაგალითები სახეზეა. ასე, რომ ვიყოთ ოპტიმისტები!

:D :D :D :D

• სირბილის სწავლების ცენტრი

ძალისმიერი სირბილი დროულად ჩაანაცვლეთ მცირე ენერგოდანახარჯით სირბილით და ქართული ფეხბურთის ოქროს ხანაც დაიწყება!

• მეზღვაურს

6 გუნდს კი არა, 8 გუნდს შეხვდება იბერია ლიგის ფაზაში, 4-შინ და 4-საც გარეთ. მართალია 36 გუნდი არის ერთიან ცხრილში, რომელიც დაყოფილია 4-ცხრაგუნდიან ჯგუფში.შესაბამისად იბერიასთანაც იქნება 9 გუნდიანი ჯგუფი და იბერია დანარჩენს 8-ს თავის ჯგუფში მყოფებს ეთამაშება როგორც ზემოთ აღვნიშნე, 4-ს შინ და 4 საც გარეთ.

• ზაზა

ამ სიმსივეს ვინმე თუ ეუბნება რომ მაგარი კომენტატორია არ დაუჯეროს.აშკარად ეღადავებიან.იმდენად ამაზრზენათ მიჰყავს და ისეთი არასასიამოვნო ხმა აქვს ხმა გავთიშე და ისე ვუყურებდი.რას ბოდიალობს აზრზე არაა.

• ტიტე

მე კი წამსკდა სიხარულის ცრემლი

• რაბუ

გააძლიერეთ გუნდი იქნებ ერთი ორი თამაში მაინც მოიგოთ ტურნირზე

• დათო-ს

“5 წელიწადში, უკან მოვიტოვებთ ისეთ ჩემპიონატებსაც როგორც ავსტრიაა, ჩეხეთია, სლოვაკეთია, პოლონეთია და თუნდაც ბელგიაა.” ეს კომუნისტურ მოწოდებები რა უბედურებაა? ასე თავის მოტყუებას იქნებ UEFA ს რეიტინგს ჩახედო და ნახო სად ვართ. სან მარინოს და უელსს ვასწრებდით მხოლოდ. 1 ქ აიღო იბერიამ ლერნთან და არ მგონია რეიჯერსთან ქულების მარაგი გავზარდოთ. კონფერენს ლიგის გათამაშებაში 3 შეხვედრა სახლში და 3 გასვლაზე. გამართლების შემთხვევაში თუ გიბრალტარის, ლუქსემბურგის ან ფარერების გუნდს სახლში მივეიღებთ არის შანსი ქულებს მარაგი გავზარდოთ ცოტა. სხვა ეხლა ნუ აფრინდებით კოსმოსში რაღაც სასწაულ იმედებს ნუ იქმნით. გუშინ სტადიონზე ალბათ ეზიარეთ ფეხბურთს თორემ ასეთ უაზრობებს არ დაწერდი. ბელგია, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი კი არა სომხეთს დავეწიოთ ჯერ, აზერებზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს, ფანტასტიკის სფეროა ჩვენთვის. მომინდომა ბელგია, ავსტრიის გადსწრება. 😁😂🤣

• Iberia

Samarcxvinoa orive komentatori. Bichebs da mtel saqartvelos vulocav am nanatr gamarjvebas!

• დავით 67

ევროკავშირივით ორმაგი სტანდარტით მსაჯობდა რას ნიშნავს? რუსულად იმსაჯაო რომ გეთქვა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ან აზიურად. (ამის მაგალითი ვნახეთ მსოფლიოზე, უზბეკი მსაჯი.მისი პატრონი მო....)

• მეზღვაური

მინდა ერთი რამ განვმარტო : კომენტატორებმაც ჩაიხვიეს ჯგუფური ეტაპი,ჯგუფური ეტაპი,არადა 2 წელია რაც ჯგუფური ეტაპი აღარ არსებობს არცერთ ევროტურნირზე 24/25წლის სეზონიდან მოყოლებული! ლიგის ფაზა ქვია ამ ეტაპს! 6 სხვადასხვა კლუბს შევხვდებით, 3ს სახლში მივიღებთ, 3ს გასვლაზე შევხვდებით და არის 36 გუნდისგან შემდგარი საერთო გათამაშების ცხრილი. ესაა განსხვავება ლიგის ფაზასა და ძველი ფორმატის ჯგუფურ ეტაპს შორის.

• იბერიასგან დინამოს

დადის ხალხი სტადიონზე

• იკა

ტაქტიკა და ფიზიკა აკლია ქართველებს. უფრო მონახაზი არა აქვთ მყარი

• Korben Dallas

ბავშვობიდან მოყოლებული ყველა წინასწარმეტყველისგან, მჩხიბავისგან და მუცლით მეზღაპრისგან ეგ მესმოდა - იბერია გაბრწყინდება, იბერია გაბრწყინდებაო... ნეტა დღევანდელ დღეზე აგვიხდა თუ რაიმე უფრო დიადის მოლოდინში უნდა ვიყოთ ?! )))))

• მამულო

"₾არნეს" მწვრთნელი ძალიან მაგრად მომეწონა. "ორპედოს" პრეზიდენტს თუ მართლა უნდა გუნდის დაყენება,შუსტერის ნაცვლად იქნებ ეს კაცი მოიყვანოს მწვრთნელად გუნდში,თუ წამოვიდა რა თქმა უნდა.მას დემჩენკოს და ქეცბაიას არც შევადარებ.

დიდი ხნის ნანატრი ჯგუფური ეტაპი მიღწეულია და ვულოცავ იბერიას!რა თქმა უნდა სასიხარულოა,მაგრამ ვუყურებდი თამაშს და მხოლოდ შიშის გრძნობა მქონდა,რომ კიდევ მოვახერხებთ და ხელიდან გავუშვებთ ამ შანსს.სასიხარულო ისაა,რომ ძირითადში მხოლოდ ერთი ლეგიონერი იყო და დემჩენკო თამამად ენდო ადგილბრივ ახალგაზრდობას,მათაც იბრძოლეს,მაგრამ უფრო გამოცდილ კოლეგებს რომ გაცილებით მეტი მოეთხოვებათ,ჭკუა და გონება,ეგ ნაკლებად გამოჩნდა.მსაჯიც ევროკავშირივით ორმაგი სტანდარტით მსაჯობდა და ირლანდიელების 27 ჯარიმა,მხოლოდ 3 გაფრთხილებით შეაფასა,მაშინ როცა იბერიას 19 ჯარიმა,4 ყვითელით დაისაჯა.სრულიად იდენტური ჯარიმებიც იყო,განსხვავებულად დასჯილი და ზოგჯერ საერთოდ დაუსჯელიც დარჩა.ჯინჯოლავა კაპიტანია და ისეთ მდგომარეობაში მიიღო ყვითელი ბარათი,როცა ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა.ეს მისი მესამე გაფრთხილებაა და პლეი ოფის უმნიშვნელოვანეს თამაშში,გუნდს კაპიტანი და საკვანძო მოთამაშე დააკლდება.რა თქმა უნდა ეს ნერვიული დაძაბულობის გამო მოხდა,მაგრამ კაპიტანი პატარა ბიჭი არ არის და თავშეკავება მართებდა.უამრავი დეტალის კრიტიკა შეიძლება,თანაც ძალიან მკაცრად,მაგრამ რაც მთავარია გუნდმა სასურველი შედეგი მიიღო და ქართული კლუბებისათვის ფსიქოლოგიური ზღუდე გადალახა.არ ვიცი,რამდენად წარმატებული იქნება შემდგომი გამოსვლა,მაგრამ რასაც მიაღწიეს,უკვე ესეც წარმატებაა,ჩვენი ფინანსურად დაქცეული კლუბებისათვის და უეფასგან აღებული საკმაოდ დიდი ფულადი შემოსავალი,იბერიას ფინანსურ და შემადგენლობის გაძლიერებას,ნამდვილად ხელს შეუწყობს.

• ჯორჯო ბიძია

დიდი სიხარული განვიცადეთ განსაკუთრებით იმათ ვინც სტადიონზე ვიყავით!!! ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ თამაშით ჯგუფურ ეტაპზე სტატისტების როლში ვიქნებით

• რომა

ბენფიკას და ლაციოს გვერდზე რომ დააყენა იბერია?დდდდდდდ

• დათო

ყველას გილოცავთ გამარჯვებას! სახემწიფოს და ბიზნეს ერთად მივმართავ, ჩადეთ ფული ქართულ ფეხბურთში! და 5-წელიწადში 10-თ იმდენი დაგიბრუნდებათ რამდენსაც ჩადებთ, იმიტომ რომ ჩვენს ერს უყვარს ფეხბურთი და სტადინებზე ივლის ხალხი და სულ გაავსებენ სტადიონებს. პირველი, ევრო დონეზე უნდა იყოს არამარტო სტადიონები არამედ ბაზებიც. მეორე, სადრაც რომ დადიან ზბორებზე, არ შეიძლება ესეთი სტადიონები ზღვის პირეთში ააშენონ 10-15-ტი, ეს ხომ ფულს მოუტანს ბიზნეს, როცა ევროპის და აზიის ქვეყნებიდან ჩამოვა გუნდები ზბორებზე, ოღონდ ისეთი ადგილი უნდა შეირჩეს ზღვის მხარეს სადაც ნაკლები ნალექია, ესეთი საქართველოში ანაკლიაა. მესამე, კლუბებს როცა მიეცემა ფინანსები აუცილებლად ჩამოიყვანენ კარგ ფეხბურთელებს, და ასე გაძლიერდება ჩვენი კლუბები. ეხლა ბრაზილიელები რომ ჩამოყავთ არა ბრაზილიიდან, არამედ სომხეთის ჩემპიონატიდან ისეთ ბრაზილიელებისგან რას უნდა ველოდოთ? არაფერს... როცა ჩამოვა კარგი ფეხბურთელები ჩვენს კლუბებში, მაშინ ბავშვთა ფეხბურთიც აუცილებლად წინ წაიწევს. მე დარწმუნებული ვარ 5-წელიწადში, უკან მოვიტოვებთ ისეთ ჩემპიონატებსაც როგორც ავსტრიაა, ჩეხეთია, სლოვაკეთია, პოლონეთია და თუნდაც ბელგიაა. ამიტომ ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ჩადეთ ფული და თქვენ გამდიდრდით და ფეხბურთით კი გაახარეთ ქართველი ხალხი

• ცოტნე

მაკარიძე ეს რა ქენი ? ბოლო წუთს! რამის დაგვღუპე (არა პირველად)მაგ ღრიალს და წივილს ფწხბურთინითამაშე და მალე შეიყვანე ბურთი.

• ნიკო

ამ კომენტატორებს ადეკვატურობა სულ დაკარგული აქვთ, კიდევ კარგი ხმა გამორთული მქონდა და ისე ვუყურებდი. გილოცავთ!

• ჟორა

კარგია, მაგრამ ძალიან პრიმიტიულ ფეხბურთს ვთამაშობთ. ღმერთო ჩემო, რამდენი შეცდომაა ბურთის მიღებისა და პასის მიცემის დროს.

• Levani

სილკ უნივერსალს დიდი მადლობა ემიგრანტებს რო გვაჩვენეს. საზმაუმაც გაინძრეს ცოტას- ნაკრების თამაშებზე ლაივს რო გვითიშავენ ემიგრანტებს

• Lelo

2-3 კარგი ფეხბურᲗელი Ჭირდება იბერიას, ერᲗი მარჯვენა მცველი, ერᲗი ცენტრალური ნახევარმცველი და ერᲗი ფორვარდი გოლზე დაგეᲨილი. ეს ქარᲗული კლუბებისᲗვის გადამდები უნდა იყოს, კარგია რო მომავალშიც 4 გუნდი გავა ევროტურნირებზე, ისე იეგლონიასᲗან Შეხვედრას ევროპა ლიგაზე რეინჯერსᲗან Შეხვედრა ჯობია, მეტი გამოცდილებას მიიᲦებს გუნდი უფრო, ბოლო ბოლო აიბროქზე ᲗამაᲨი სულ სხვაა რეინჯერსის წინააღმდეგ, რამხელა გამოცდილება იქნება იბერიას Თვის, წარმატებები.

• ტიტე

ისე ვისაც ეკუთვნის დაფიქრდით ამაზე, კლუბებს ნუ აძლევთ უფლებას სახელად დაირქვან ისეთი რამ, რაც ძალიან ეროვნულს, ისტორიულს უკავშირდება, მაგალითად იბერია იგივე საქართველოა და ამ დროს ჰქვია კლუბს რომლის თამაშის შემყურე შეკურთხება არ მოგინდეს გამორიცხულია და ვის უნდა შეუკურთხო იბერიას? არ გამოდის (რა მაგრად გათვალა კლუბის ხელმძღვანელობამ, ასეთ რამეებში არ ეშლებათ), ამიტომ საბურთალოს ნაირ კლუბებს მოეცით უფლება დაარქვან "იზოტოპები" ან " უვეემი". აქ მყოფების უმრავლესობა ისე ვერ გაიგებს რა სახელებია ზემოთ ჩამოთვლილი, როგორც მე ვერ ვიგებ რას თამაშობს იბერია 1999, ფეხბურთს თამაშობს საერთოდ? იციან რას თამაშობენ თვითონ მაინც?

• Barmalei

და ესენი მაგალითად პანათინაიკოსთან ჯგუფში რო მოხვდებიან მერე რას ვშვრებით?!

• gzp

ნეტავ რას ჭყლოპინებს ეს კომენტატორები. ვითომ ემოციები და .... სიყალბის ზეიმი.

• Roma

გილოცავთ ყველას. კაი გუნდია იბერია და ერთი 4 მცველი და 1 ნორმალური ჩამშლელი და ვაფშე მაგრები იქნებიან. წარმატებები

• თორნიკე

მომავალ სეზონში მხოლოდ სამი კლუბი იქნება, მაგრამ შ3მდეგ სეზონში მეოთხე კლუბი იმედია ჩრდ. ირლანდიას ჩამოვართვით. მთავარია ლარნემ ახლა სასწაულები არ ქნას კონფერენსზე - თუ გავიდა.

• ბოკინიო

გილოცაავთ. ედ ერთი და სხვა მრავალი. შანსი არსებობს ბოლომდე ესე რომ ევროპა ლიგასაც დაუმიზნეთ. 4 გუნდიანი კვოტა შენარჩუნდა. იმადია მოვუმატებთ.

• ადოლფაა

გაბრწინდა თუ არა იბერიააააა!!!!

• ლაშა

სულ ვიძახი რო ძალიან მაგარი მწვრთნელია დემჩენკო! ულოცავ იბერიას გულწრფელად.

• Achi

ნამდვილად მისალოცი ამბავია პროგრამა მინიმუმი რო დაიდო ამდენი წლის მერე. მაგრამ გუნდს ძალიან ეტყობა გამოუცდელობა და ქაოტური თამაში განსაკუთრებით შეტევაში ძალიან ბევრ მომენტებს აფუჭებენ და იმის გამო დავისაჯეთ კიდევაც კარგი ფორვარდი უნდა გუნდს და ისე 3 ნორმალური გამოცდილი ფეხბურთელის დამატება ორი ნახევარმცველი ერთი ფორვარდი თუნდაც ჩვენი ქართველები ბათუმის დინამომ შენგელია რო დაიმატა ეგეთი უკვე ნათამაშებია ამათან შედარებით

• ქობულეთიდან

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. იმედია ეს იქნება ქართული კლუბების ერთგვარი გამოფხიზლება, ინვესტიციის მოზიდვა, ნორმალური ლეგიონერების ჩამოყვანა და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება და ა.შ. წარმატებები იბერიას!

• მეზღვაური

გილოცავთ ყველას! ცოტა წილისყრაში იღბალი რომ გვქონოდა,ევროპა ლიგის ძირითად ფაზაში მოხვედრის შანსიც იქნებოდა,მაგრამ საწყის ეტაპზე არც კონფერენს ლიგაა ცუდი ვარიანტი! 1-2 ტრანსფერს თუ გააკეთებს კიდევ კლუბი აგვისტოს ბოლომდე კარგი იქნება. 2 კითხვა მაქვს : ევროპა ლიგის ფლეი-ოფში უკვე ლათინურად უნდა გვეწეროს მაისურებზე გვარები? ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სავალდებულოა და იგივე წესი მოქმედებს ევროპა ლიგაზეც? და ასევე ლარნეს გამოგდებით მომავალ სეზონში შევინარჩუნებთ 4 გუნდიან კვოტას ევროტურნირებზე?

• კახი

გილოცავთ,ძალიან დიდი წარმატებაა,მარტალია კენჭისყრაში გაგვიმართლა მაგრამ ბრძოლის გარეშე არაფერი მოდის. შემდეგ თამაშებზე უნდა გავავსოთ სტადიონი,ბიჭებიც უფრო მოინდომებენ და აღორძინდება ქართული საკლუბო ფეხბურთი.

• გიორგი

მგონი მარტო სან მარინო დარჩა თუარ მეშლება

რაიცი იქნებ ევროპა ლიგაზე გავდივართ?

• aleko

amat rangersi ert 10 nols mougebs udono gundia

• იხვი

სხვქ ქვეყანა იყო დარჩენილი ნეტა ევროპაში, რომლის გუნდიც არ იყო გასული კონფერენც ლიგაზე?

• porto

რა თქმა უნდა თამაშის ხარისხი მნიშვნელოვანია მაგრამ როდესაც ასეთი თამაშია მოსაგები იქ ხარისხს დიდი მნიშვნელობა არა აქვს!!! ასეთი თამაშის მოგების შემდეგ გუნდი უფრო ძლიერდება თავდაჯერებული ხდება!! რაც მთავარია საკლუბო ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა!! ბიძგი აუცილებლად იქნება აუცილებლად!!!

• Berzena

Kargia.magram zaan sustad itamahes.hemdegi metokeebi gadagirbenen

• იასონა

ყოჩაღ ბიჭებს!!! გილოცავთ

• Ardiles78

ეს ერთი და სხვა მრავალი!გილოცავთ ყველას!

• ზუზუ

30 წლის ვარ. რაც თავი მახსოვს ყოველ ზაფხულს ველოდები, რომ რომელიმე ქართული კლუბი ევროთასებზე ითამაშებდა.. და აი ის დღეც დადგა!! მადლობა ღმერთს! იმედია ყოველ წელს ითამაშებს ქართული კლუბი !

• ტოტტი

ვულოცავ იბერიას კომფერწნს ლიგაზე გასვლას. სამწუხაროდ ევროპა ლიგა ჩვენთვის ჯერ მიუწვდმელია

• გიორგი

პირველ რიგში გილოცავთ! აუცილებლად გასაძლიერებელია გუნდი აუცილებლაად

• გ.ხ.

გილოცავთ ყველას! დაე საწინდარი ყოფილიყოს ქართული საკლუბო ფეხბურთის გამოფხიზლების.

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა

ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია

[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა

"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს

"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა

"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს

"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი

გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო

კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა

This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს

[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა

"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს

ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა

სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ

15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა

მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია

"ეს უდიდესი უკუსვლა იქნება" - ჩრდილოეთ ირლანდიაში "იბერიასთან" მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა

კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს

BBC: "არსენალმა" ბართიშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა

"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს

შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება