საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ის საკვალიფიკაციო მატჩი დათმო, რომლის მოგებაც ელიტურ A დივიზიონში დარჩენის გარანტია იყო. დაძაბულ ბრძოლაში ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთი გახლდათ, რომელმაც მერვედფინალში რუმინეთთან წააგო. საქართველო კი, მოგეხსენებათ, საფრანგეთთან დამარცხდა.

ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვებული მინიმუმ მე-12 ადგილს იბევებდა, ეს კი ელიტაში დარჩენისთვის სრულიად საკმარისი გახლდათ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში დაშვებული შეცდომების გამო გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ თურქები ოდნავ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მოახერხა თამაშის დალაგება და რამდენჯერმე წინაც გავიდა. ეს ბოლოს მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მოხდა, როდესაც საქართველო ქულით გალიდერდა. თუმცა, დასკვნით წუთებში უფრო მეტი მობილიზება და სიზუსტე თურქებმა გამოავლინეს და მათ საბოლოოდ 79:71 გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თავდასხმაში ლიდერის ფუნქციები რამდენიმე მოთამაშემ გადაინაწილა. გუნდს შედეგიანობით ცოტნე დგებუაძემ ულიდერა (14 ქულა), რომელსაც მხარი ნიკოლოზ მარკოიშვილმა და ლუკა გაბისიანმა აუბეს. ფარქვეშ და დაცვაში აქტიურობდნენ გიგა დუმბაძე და ნიკოლოზ ჯანელიძე, ხოლო თამაშის ორგანიზებას სანდრო კენდი და ლუკა ჭაველაშვილი ცდილობდნენ.

საქართველოს ნაკრებს A დივიზიონში დასარჩენად დარჩენილი ორივე თამაშის მოგება მართებს, რაც ძალიან რთული მისაღწევი იქნება. ჩვენი მომდევნო მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე ერთად ვიყავით და ის შეხვედრა ებრაელებმა დამაჯერებლად მოიგეს.

საქართველოსა და ისრაელის მატჩი 14 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.

GBF

ჟორა
კიდევ დარჩა ვინმე ვისთანაც არ დავმარცხდით? რა უბედურებაა ასეთი მოუმზადებელი გუნდით თამაში?
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა