ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამწუხაროდ მძიმე შედეგით დაასრულა და უძლიერესთა შორისი ადგილი დაკარგა. ნიკა ბურჯანაძის, გიორგი გოგaლაძისა და ბექა ბექაიას გაწვრთნილმა გუნდმა, თურქეთთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, A დივიზიონში დარჩენის ისედაც მიზერული შანსი ხელიდან გაუშვა. ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება იყო აუცილებელი, თუმცა გადამწყვეტ, პირველივე მატჩში ჩვენი გუნდი ისრაელთან დამარცხდა და ამით ყველაფერს წერტილი დაესვა. ისრაელის ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზეც აგემა დამარცხება ქართველებს, ამჯერადაც იმარჯვა - მატჩი ებრაელთა გამარჯვებით, 91:72 დასრულდა. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგით ნიკოლოზ მარკოიშვილი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 24 ქულა და 7 მოხსნა მოუტანა, ხოლო ლუკა გაბისიანმა აქტივში 17 ქულა ჩაიწერა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ისრაელთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ტურნირზე უკვე უმოტივაციო, B დივიზიონში დაქვეითებული გუნდების ფორმალური შეხვედრაღა დარჩა სლოვენიასთან, სადაც ჩემპიონატის ბოლო, მე-15 და მე-16 ადგილები ნაწილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით ფასი დაკარგული ჰქონდა, ქართველმა კალათბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს, ბოლომდე იბრძოლეს და უშეღავათო, დრამატულ დაპირისპირებაში სულ რაღაც 1 ქულის სხვაობით, 66:67 დათმეს შეხვედრა. სლოვენიელებთან მატჩში 13-13 ქულით გუნდს ანდრია ჭკადუა (4 პასი) და ალექსანდრე ლეჟავა ლიდერობდნენ, ნიკოლოზ მარკოიშვილმა კი 11 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სამი წლის მანძილზე ამაყად ასპარეზობდა ევროპის A დივიზიონში, თუმცა წლეულს ელიტაში ადგილის შენარჩუნება, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა. მომავალ წელს ჩვენი გუნდი B დივიზიონში გადაინაცვლებს, საიდანაც კვლავ დაიწყებს ბრძოლას უძლიერესთა რიგებში დასაბრუნებლად.

GBF.GE

სანამ დარჩენის შანსი ჰქონდათ,უშეღავათოდ მანამდე უნდა ეთამაშათ,თორემ უკვე გავარდნილი ორი გუნდი ერთმანეთს რომ ხვდება,იქ რაღა უშეღავათობაზეა ლაპარაკი?-ეს უბრალოდ ჟურნალისტის უნიჭო მცდელობაა,რაღაცა დადებითი დაიჭიროს,მათ სამარცხვინო შედეგში.ბოლოსწინა შეხვედრა იყო გადამწყვეტი,დასარჩენად და იქ,სრულიად უიმედოდ წააგეს!ასე რომ მორჩეს სტატიის ავტორი მაღალ ნოტებზე ხმაურს.უშეღავათო არა,კვახი,როგორც ამ საიტის ერთერთ მომხმარებელს უყვარს ხოლმე თქმა.

• გიორგი

'მიუხედავად იმისა, რომ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით ფასი დაკარგული ჰქონდა, ქართველმა კალათბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს, ბოლომდე იბრძოლეს და უშეღავათო, დრამატულ დაპირისპირებაში სულ რაღაც 1 ქულის სხვაობით, 66:67 დათმეს შეხვედრა.'ხასიათი გამოავლინეს და 1 ქულით გაიმარჯვეს გასაგებია და ნორმალურია, და სულ რაღაც 1 ქულით დამარცხდნენ? ეს სადაური ჟურნალიზმია?! აქაური.

• აკადემიები

მუშაობენ რაოდენობაზე და არა ხარისხზე აქედან შედეგიც ბავშვების სიზარმაცე და ნეპოტიზმი კიდე ცალკე თემაა აგერ ქუთაის ყოფილა ერთი კარგი ბავშვი და ისიც ნაკრებს მიღმა დატოვეს და ვინც კურირებს ნაკრებ გუნდებს ბოისა,გურასპაული და მიდი მოვდივარ ჯერიყოდა გადაგვარჩენს ანდრონიკაშვილს არიქა მსოფლიო დონის ვარსკვლავიაო ეხლა ხატიაშვილიო არადა მოკლებულიაქ მაგრად აღარ ვითარდება.ზოგიერთები კიდე ჯიკიჩს ამუნათებენ ნაკრებში რატო არაყავსო ბიჭო სადაც იყო იქ რა ქნა დაგლიჯა ბ დივიზიონი ხო.ზედმეტი ქებით ჩვენ ვაფუჭებთ ამ ბიჭებს.ტიპმა რა თამაში მოუგო ესპანეთს და თან რა გუნდით.ამას მარტო გადარეული სერბი თუ იზამდა მარტო.

• გულშემატკივარი

კატასტროფა შედეგები აჩვენეს წელს ასაკობრივებმა და ვინმე აიღებს პასუხისმგებლობას და შერცხვება მაინც? ან ეს სპორტული საიტები თუ დასვამენ სადმე კრიტიკულ კითხვებს, ეეჰ.. კარგი ბატონო, ესენი პატარები არიან ჯერ და შეიძლება ბევრი არც მოეთხოვებათ (7/7 წაგება მაინც გაუგებარია) მაგრამ 20-ებს და 18-ებს ხომ მოეთხოვებათ? 18-ში საერთოდ ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თამაშობს და ეგენი ხომ მაინც არიან დიდები არა? Რა გახდა კვალიფიციური მწვრთნელები რომელიც რაღაც ამოცანით, სტრატეგიით იმუშავებემ ამ ბიჭებთან მანამდეც და ჩემპიონატზეც. ამდენი ხალხი დადის კალათბურთზე, იქით ევროპიდან რამდენი ემატება და შედეგი რა არის: 1 წესიერი თამაში თუ ითამაშეს მთელ ჩემპიონატზე გვიხარია. ე.ი. რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ ასე გამოდის და როდემდე?

იბრძოლეს მაშინ,როცა უკვე აღარაფერი იყო საბრძოლო.მაგას პირის მოწმენდა ჰქვია.ბრძოლა მაშინ არის,როცა საბრძოლო გაქვს.ამ ჩემპიონატმა კარგად აჩვენა,როგორ მუშაობენ ჩვენი „აკადემიები“,ანუ,საერთოდ არ მუშაობენ.სკოლის დარბაზში ერთადერთი ბურთი გვქონდა და სანამ არ გამოგვრეკავდნენ,არ გამოვდიოდით.ესენი მაღლები იქნებოდნენ,თორემ სხვა მხრივ არაფერში ჩამოვრჩებოდით,სროლაში კი,უკეთესებიც ვიყავით,თუმცა რაიონში,სხვა სკოლა ყოველთვის გვიგებდა,რადგან მათი მასწავლებელი,ყოფილი კალათბურთელი იყო და ტყორცნაში თუ ბურთის ტარებაში გვჯობნიდნენ და კომბინაციებიც კი ჰქონდათ დამუშავებული.ამათ რომ ვუყურებ,მასწავლებლის,მწვრთნელის ხელი არ ეტყობათ და არც მაინცდამაინც,თავგადაკლული ვარჯიში.

• მამუკა

სამწუხაროდ ძალიან ქუჩურ კალათბურთს თამაშობდნენ, არანაირი კომბინაცია და მწვრთნელის ხელი, პრესიმგის დროს კი საერთოდ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ

• Gio

Gamoctileba xomiixes.exxx

• ჯადო

მაგარია. ტემპი არ უნდა დავაგდოთ, მალე ც, მერე დ და სანამ ჰ-მდე ჩავლენ, პენსიაზეც გავლენ.

• დდდ

კიდევ კარგი, ბ დივიზიონში გავარდნას წინა ჯერზე გადაურჩნენ, თორემ ახლა უკვე ც-ში გავარდებოდნენ...

მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია

U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს

საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება

"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან

31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი

შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში

"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოცხადებამდე - ცნობილი გახდა, რატომ ჩქარობს პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას

ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია

კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა

მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..

"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა

ელ შაარავი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა

"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა

"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა

გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს

U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს

საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება

საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა