ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი

საქართველოში 18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ელიტურ, A ლიგას და სწორედ აქედან უნდა გამოვლინდეს ქვეყნის ჩემპიონი. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობს 14 გუნდი — ორბი, მართვე, მეგა, აკადემია, ჰიუნდაი, ქუთაისი, ვინგსი, ლეველ აფო, აჭარის ნაკრები, ზფა (ზაზა ფაჩულიას აკადემია), ვსა, რუსთავი, თბილისი ბასკეტი და ბრუკლინი — რომლებიც ერთიან ჯგუფში იასპარეზებენ.

ორწრიანი რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავა, ხოლო სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებზე გასულები ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.

დღეს 18-წლამდელთა ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა ყველა გუნდმა მიიღო. შეხვედრებიდან 3 ჩატარდა თბილისი არენაზე, 3 — დიღმის არენაზე, ხოლო 1 მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა.

საქმეში ძლიერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ტური საკმაოდ შედეგიანად წარიმართა: „ორბმა“ მძიმე ბრძოლაში 86:73 სძლია „მართვეს“, ხოლო „აკადემიამ“ დიდი სხვაობით, იოლად 110:87 დაამარცხა „მეგა“. „ჰიუნდაიმ“ 99:77 აჯობა „ქუთაისს“, ხოლო „ვინგსმა“ „ლეველ აფოს“ შანსი არ დაუტოვა და 109:81 მოუგო. ბათუმში გამართულ შეხვედრაში „ზფამ“ (ზაზა ფაჩულიას აკადემია) სტუმრად 82:57 დაამარცხა აჭარის ნაკრები, „რუსთავმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში 89:87 აჯობა ვსა-ს (ვიქტორ სანიკიძის აკადემია). ტურის ბოლო მატჩში „ბრუკლინმა“ მჭიდრო პაექრობაში 79:70 მოუგო „თბილისი ბასკეტს“.

ტურიდან აუცილებლად გამოსარჩევია 16 წლის ახალგაზრდა, თუმცა ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი ანდრია ჭკადუა, რომლის გუნდმაც, „ვინგსმა“, „ლეველ აფს“ შანსი არ დაუტოვა. ასაკობრივი ნაკრების უკანახაზელმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა — მან მატჩში 11 სამქულიანი ჩააგდო (16 მცდელობიდან, 69%). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში მესამე პერიოდში, სადაც მან თავი 6 ზუსტი სამქულიანითა და 20 ქულით გამოიჩინა. მთლიანობაში ანდრია ჭკადუამ მატჩი 37 ქულით (2-ქულიანი: 2/4, 3-ქულიანი: 11/16), 3 პასით, 2 ჩაჭრით და 33 მარგი ქმედების კოეფიციენტით დაასრულა.

18-წლამდელთა ელიტარული A ლიგა აქტიურ ფაზაში შედის და გუნდებს მოსასვენებლად დიდი დრო არ აქვთ — მეორე ტურის შეხვედრები უკვე მომავალ კვირაში, 21-22 ოქტომბერს გაიმართება. 21 ოქტომბერს ერთმანეთს „რუსთავი“ და „ორბი“, „აკადემია“ და აჭარის ნაკრები, „ბრუკლინი“ და „მეგა“, ასევე „მართვე“ და „თბილისი ბასკეტი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 22 ოქტომბერს ტური „ვინგსისა“ და აჭარის ნაკრების, ქუთაისისა და ვსა-ს მატჩებით დასრულდება.

GBF

• ავთო

წარმატებები და ასეთი სტატიები უნდა იწერსბიდეს მომავალ თაობებზე. სპორტალი ფედერაციიდან კი არ უნდა აკოპურებდეს სტატუას თვითინ უნდა ეძებდეს. უცხოეთში 17 წლის ბავშვმა მესამე ლუგაში 27 ქულა ჩააგდო მაგრამ არანაირი დაინტერესება. არც ფედერაციიდან და არც სპირტული არხებიდან. გამორჩევას და მიკერძოებას აქვს ადგილი

ბრავო ანდრია!ნებისმიერ ასაკში მისასალმებელია ,ერთ თამაშში 11 სამქულიანის ჩაგდება,თუმცა ერთი რამე ცუდად მომხვდა თვალში:კალათბურთელი ერთ თამაშში 37 ქულას რომ ჩაგიგდებს და არც ერთი ჯარიმა არ ექნება ნასროლი,გამოდის,რომ დაცვა საერთოდ არაფერში უშლიდა ხელს.აქამდე სწორედ სტაბილურ მსროლელებზე გვქონდა გაჭირვება და თითქოს რაღაცა დაიძრა!გასაგებია,რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ვერ ვარგობენ,მაგრამ ყოველ გამოშვებაში,თითო ოროლა ნიჭიერი ბიჭი ჩნდება და ასაკობრივი ნაკრებების დანიშნულებაც ხომ ნაკრების შევსების გაზრდაა.ჯერჯერობით ისეთი გამორჩეული ინდივიდუალურობა,ნაკრების კარს რომ შეამტვრევს,ჯერ არ გამოჩენილა,მაგრამ იმედია ესეც იქნება და შენგელიას მემკვიდრე ლიდერი,ამ თაობაშიც დაწინაურდება.

• კოკო

მერკვილაძეც მოვიწვიოთ ნაკრებში და წინსვლის მოტივაცია მივცეთ, სანამ უყურადღებობისგან არ დაკარგულა. დროა მოვაშოროთ ნაკრებს ტურისტები და პერსპექტიულები მოვიწვიოთ.

• თენგაბი

აუცილებლად მოსასინჯია ეს ბიჭი და ხატიაშვილთან ერთად თანდათან შევაჩვიოთ ეროვნულ ნაკრებს. მარკოიშვილო, შენი იმედი გვაქვს!

• გიგო პაპა

აი ვინ გვინდა ნაკრებში. ოჩქიტიძე სათადარიგოში და უკანა ხაზიდან უკვე ორი ბომბდამშენი გვეყოლებოდა სამქულიანების. 20 ქულაც კი დიდი შედეგი იქნება გუნდისთვის ყოველ მატჩში. მე მაგალითად, ამხანაგურებში მაინც მოვსინჯავდი.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია

U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს

"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს

მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე

მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში

საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს

ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა

ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ

პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა

კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?

უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს

"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს

"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა

[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება

"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა