ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უკრაინას მოვუგეთ, ბულგარეთი მოსაგებია!

უკრაინას მოვუგეთ, ბულგარეთი მოსაგებია!

იგორ კოკოშკოვი: "ბულგარეთთან ურთულესი ბრძოლა გველის, ვეცდებით, მაქსიმუმი გავიღოთ და ჩვენი შანსი გამოვიყენოთ"
- საქართველოს ნაკრებმა ჩვენთან შედარებით ძალიან, ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მეტოქემ გვაჯობა ფარქვეშ, ბევრი შეცდომა დაგვაშვებინა, უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა. საქართველოს წარმატებას, შემდეგ ეტაპზე გასვლას ვუსურვებ, - თქვა უკრაინის ნაკრების გამოცდილმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ.

მის ნათქვამს ციფირებით შევავსებთ: ქართველებმა მოხსნებში 40:29 იმარჯვეს, რეალიზებულ ორქულიანებში - 25:13, რაც მთავარია, მეტოქეზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვეს - 16:23. არადა, პირველი პერიოდის შემდეგ სტატისტიკა სასიკეთოს არაფერს გვიქადდა, უკრაინა ყველა კომპონენტში გვჯობდა და ამიტომაც მოიგო პერიოდი ანგარიშით 17:10.

ვიდეო

მოკლედ, სწორედ ის დაგვემართა, რაც წინა დღეს სლოვენიას ჩვენთან მოუვიდა - საწყისი წუთები ჩააგდო, თამაშის დალაგება ვერ მოახერხა. მეორე პერიოდიდან კლასში უპირატესობას დაცვაც შეეშველა და ქართველებმა მძიმედ, მაგრამ მაინც მოახერეხეს სხვაობის შემცირება, დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მესამე პერიოდი მანუჩარ მარკოიშვილმა შორეული ორქულიანით გახსნა და ორ მატჩში დაგუბებულმა ემოციებმაც იფეთქა - ჩვენმა გუნდმა 11:0 გაქცევა მოაწყო და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. ამ მომენტში მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა გიორგი ცინცაძეს, რომელსაც თანაგუნდელებმაც შეუწყვეს ხელი და "ბუმ" ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. ასევე 14 ქულა მოუგროვდა მარკოიშვილს, რომელიც ცინცაძესთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა. შემთხვევითი როდია, მანუმ ქართველთაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო რომ გაატარა.

ვიქტორ სანიკიძე ქულებში ვერა, მაგრამ მოხსნებში კი ასცდა 10-იან ნიშნულს (12 მოხსნა). თორნიკე შენგელიამ სულ რაღაც 18 წუთში 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, 12 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა. მისი სწრაფი გარღვევების წინააღმდეგ უკრაინელები ვერას გახდნენ. ზაზა ფაჩულიას 6-6 ქულა-მოხსნა ჰქონდა, თუმცა მის ღირებულებაზე უკრაინელი ჟურნალისტის სიტყვებიდანაც ნათელი წარმოდგენა გვექმნება:

- ფაჩულიამ დღეს მთლიანად გუნდზე ითამაშა, ბევრი იშრომა, თანაგუნდელებს ფარქვეშაც ეხმარებოდა, პერიმეტრზეც ადიოდა და გამარჯვება დაიმსახურა. ძლიერი გუნდი გყოლიათ.

სლოვენიელმა კოლეგამ კი ხელი ჩამომართვა და მითხრა - ერთად მივდივართ ვილნიუსშიო... ვუპასუხე: ჯერ არ ვიცი, წინ ბულგარეთთან ურთულესი მატჩია-მეთქი. თუმცა იქვე გამახსენა, თუ 5 სექტემბერს უკრაინამ ბელგიას მოუგო, ხოლო თქვენ ბულგარეთთან 23-ზე ნაკლები ქულით დამარცხდებით, სამ გუნდს (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა) ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდება. ასეთ შემთხვევაში კი ბურთების უკეთესი შეფარდებით მომდევნო ეტაპზე ქართველები გახვალთო.

ცხადია, ეს ვარიანტი უკვე განხილული მქონდა, მანამდე ამ საკითხზე ნაკრების მეორე მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ველაპარაკე. შევთანხმდით, რომ ბულგარეთთან წაგება არც ერთ ვარიანტში შეიძლება - ბურთების შეფარდებაზე მსჯელობა აბსურდია, როცა ბელგია-უკრაინის დაპირისპირება საქართველო-ბულგარეთის მერე დაიწყება და არავინ იცის, მოიგებს თუ არა უკრაინა.

- დაგვრჩა ერთი მატჩი, რომელიც ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ბულგარეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მსროლელი უკანახაზელები, მებრძოლი წინახაზელები. ასე რომ, იოლი ბრძოლა არ გველის, მაგრამ უკრაინასთან გამარჯვებამ ჩვენზე ფსიქოლოგიურადაც დადებითად იმოქმედა და მომდევნო ეტაპისკენ ბოლო ნაბიჯი თამამად უნდა გადავდგათ, - თქვა ზაზა ფაჩულიამ და უკრაინასთან მატჩს დაუბრუნდა:

- უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. აუცილებლად უნდა მოგვეგო. სწორად ვითამაშეთ დაცვაში. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით ისტორიის ერთი ფურცელი უკვე გადავშლეთ. ახლა მეორე ფურცელი უნდა დავწეროთ.

იგორ კოკოშკოვი:

- ძლიერ გუნდთან ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. დღეს მართლაც უმნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა მომდევნო თამაში მნიშვნელოვანია. ბულგარეთს აქამდე 2-ჯერ ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ. ბოლო თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ. ევროპის ჩემპიონატმა ერთ რამეში დამარწმუნა: იოლი გასეირნება არ არსებობს. შეიძლება გუნდი დიდი უპირატესობით იგებდეს და საბოლოოდ დამარცხდეს. ბულგარეთთან ურთულესი ბრძოლა გველის, ვეცდებით, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

4 სექტემბერი, ლიტვა, კლაიპედა

საქართველო-უკრაინა 69:53

10-17, 20-16, 21-11, 18-9

1800 მაყურებელი

მსაჯები: ფაბიო ფაჩინი (იტალია), ოლეგს ლატისევსი (ლატვია), მურატ ბირიჩიკი (თურქეთი)

საქართველო-უკრაინა

I პერიოდი

08:37 ცინცაძე 2ქ (2:0)

08:20 კრავცოვი 2ქ (2:2)

07:55 ბერტი 2ქ (4:4)

04:37 ლიშჩუკი 2ქ (4:6)

03:19 ბერტი 3ქ (4:9)

03:03 შერმადინი 2ქ (6:9)

02:40 ჰეინსი 2ქ (8:9)

00:55 პეჩეროვი 3ქ (8:12)

00:41 შერმადინი 2/2 (10:12)

00:27 პეჩეროვი 3ქ (10:15)

00:00 ფესენკო 2ქ (10:17)

II პერიოდი

09:24 ცქიტიშვილი 3ქ (13:17)

09:10 პეჩეროვი 3ქ (13:20)

08:53 შენგელია 2ქ (15:20)

08:13 პეჩეროვი 2ქ (15:22)

07:57 შენგელია 2ქ (17:22)

07:01 კოლჩენკო 2ქ (17:24)

06:41 ჰეინსი 2ქ (19:24)

06:16 ზაბირჩენკო 3ქ (19:27)

05:10 ფესენკო 2ქ (19:29)

03:55 ჰეინსი 2/2 (21:29)

03:34 ფესენკო 2ქ (21:31)

03:07 ცინცაძე 3ქ (24:31)

02:21 ფაჩულია 2ქ (26:31)

01:58 ბერტი 2ქ (26:33)

01:44 მარკოიშვილი 2ქ (28:33)

00:52 ცინცაძე 2ქ (30:33)

III პერიოდი

09:46 მარკოიშვილი 2ქ (32:33)

09:08 პუსტოზვონოვი 2ქ (32:35)

08:21 ფაჩულია 2ქ (34:35)

07:49 ცინცაძე 2ქ (36:35)

07:14 მარკოიშვილი 2ქ (38:35)

06:23 ცინცაძე 2ქ (40:35)

04:53 ლიშჩუკი 2ქ (40:37)

04:20 ლიშჩუკი 2/2 (40:39)

04:08 ცინცაძე 3ქ (43:39)

03:52 ჰეინსი 1/2 (44:39)

03:34 შენგელია 2ქ (46:39)

03:14 შენგელია 2ქ (48:39)

02:41 მარკოიშვილი 3ქ (51:39)

01:45 ბერტი 2ქ (51:41)

00:58 ფესენკო 1/2 (51:42)

00:27 ლუკაშოვი 2/2 (51:44)

IV პერიოდი

09:25 ფაჩულია 2ქ (53:44)

07:58 სანიკიძე 2ქ (55:44)

07:15 სანიკიძე 2ქ (57:44)

07:00 ლუკაშოვი 2ქ (57:47)

06:42 ბოისა 1/2 (58:47)

05:45 სანიკიძე 2ქ (60:67)

05:28 შენგელია 2ქ (62:47)

03:52 ლიშჩუკი 1/2 (62:48)

03:20 შენგელია 2ქ (64:48)

02:46 ბერტი 2ქ (64:50)

02:35 მარკოიშვილი 1/2 (65:50)

02:18 მარკოიშვილი 2ქ (67:50)

00:58 პუსტოზვონოვი 3ქ (67:53)

00:08 სანიკიძე 2ქ (69:53)

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

• dato

გაიხარე, მადლობა დიდი დარწმუნებული ვარ მოვუგებთ და არც დაგვჭირდება სხვების ქულების ყურება

• ugela76

ბელგია ვერ გვეწევა, მაგრამ თუკი ეს გუნდი უკრაინას აჯობებს, თანაბარი ქულები მხოლოდ ჩვენ და ბულგარეთს გაგვიგროვდება, ამ შემთხვევაში კი უპირატესობა ურთიერთშეხვედრების საფუძველზე ბულგარეთს ექნება

• dato

ერთი რაღაც ვერ გავიგე და გთხოვთ ამიხსენით( მადლობთ წინასწარ) ბულგარეთს მოვუგებთ მჯერა, მაგრამ დავუშვათ ჩვენ 23 ქულაზე ნაკლებით წავაგეთ, რატომ უნდა გვინდოდეს უკრაინის მოგება, როცა ბელგიას არც ერთი მოგება არ აქვს და რომც მოიგოს ვერ გვეწევა

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის