ქართველი დიდოსტატისთვის, როგორც წინა ორი წლის ტურნირებში, მესამე ბარიერი ამჯერადაც დაუძლეველი აღმოჩნდა

გასულ უქმეებზე ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე რაუნდის შეხვედრები გაიმართა.

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა რუს დმიტრი იაკოვენკოს ეთამაშებოდა. სამწუხაროდ, ჩვენებურისთვის, როგორც წინა ორი წლის ტურნირებში, მესამე ბარიერი ამჯერადაც დაუძლეველი აღმოჩნდა.

ამ წყვილში ფავორიტად ისედაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მიიჩნეოდა, რადგან იაკოვენკო (2736) რეიტინგში 23 პუნქტით უსწრებს ჯობავას, მაგრამ ბაადური ასე იოლად (0:2) თუ დათმობდა პაექრობას, ნამდვილად არ გვეგონა. მხოლოდ რეიტინგი რომ არაფერს ნიშნავს, ამ შეჯიბრებაზე ვაჟებში ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა იუდით პოლგარმაც დაამტკიცა.

უნგრელმა ქალბატონმა, რომელმაც ეს-ეს არის შეაბიჯა 2700-იანთა კლუბში (2701), მესამე რაუნდის პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სერგეი კარიაკინს (რუსეთი, 2788) აჯობა. გუშინდელი მეორე კლასიკური პარტია ყაიმით დაამთავრა და მერვედფინალში გავიდა.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ემილ სუტოვსკი (ისრაელი)-ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) 1:1, შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-იაროსლავ ჟერებუხი (უკრაინა) 1:1, ზახარ ეფიმენკო (უკრაინა)-რუსლან პონომარიოვი (უკრაინა) 1:1, ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი)-ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 1,5:0,5, ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:1,5, თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი) 1,5:0,5, იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი)-გატა კამსკი (აშშ) 1:1, პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-ფაბიანო კარუანა (იტალია) 1:1, ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი)-ვლადიმირ პოტკინი (რუსეთი) 1:1, პეტერ ნიელსენი (დანია)-ემილიან პარლიგრასი (რუმინეთი) 1:1, ბატისტა ბრუზონი (კუბა)-ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი) 1:1, ალექსანდრ მოისეენკო (უკრაინა)-დავიდ ნავარა (ჩეხეთი) 1:1, ბუ სიანძი (ჩინეთი)-აბჰიჯეთ გუფთა (ინდოეთი) 1,5:0,5, იგორ ლისი (რუსეთი)-ლენიერ დომინგესი (კუბა) 1:1.

მეოთხე წრეში გავიდნენ პოლგარი, გაშიმოვი, გრიშჩუკი, რაჯაბოვი, იაკოვენკო, ბუ სიანძი. დანარჩენ მერვედფინალისტთა ვინაობას დღევანდელი ტაიბრეიკები გამოავლენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა