კახა ცხადაძის გაწვრთნილმა აზერბაიჯანის ექს-ჩემპიონმა საქართველოში ათდღიანი შეკრება გამართა
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა ბაქოს "ინტერმა" - აზერბაიჯანის ექს-ჩემპიონსა და დსთ-ს თასის წლევანდელ გამარჯვებულს ათდღიანი შეკრება საქართველოში ჰქონდა. აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული" გუნდი ამ ხნის განმავლობაში თბილისის კომფორტულ სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იყო დაბინავებული, ვარჯიშებს მცხეთის განახლებულ "მცხეთა-პარკის" სტადიონზე ატარებდა და ამის გარდა, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილმა "ინტერმა" ქართულ კლუბებთან ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა.

პირველი სპარინგ-მატჩი "ინტერმა" გორის "დილასთან" ჩაატარა და შეგახსენებთ, რომ ის მართლაც საინტერესო ამხანაგური შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით (3:2) დამთავრდა. არანაკლებ საინტერესო გამოდგა "ინტერის" მომდევნო საკონტროლო მატჩიც, ასევე მცხეთაში რომ ჩატარდა, ოღონდ აზერბაიჯანის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეტოქე ამჯერად "ვიტ ჯორჯია" იყო.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ "ინტერის" წინააღმდეგ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა: ძაძამია-ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი-ჯანელიძე, მაისაშვილი-კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, ზაქრაძე-ჩიმაკაძე; რაც შეეხება მის კოლეგას, წინა საკონტროლო მატჩისაგან განსხვავებით კახა ცხადაძემ ძირითად შემადგენლობაშიც რამდენიმე ცვლილება განახორციელა და "ინტერის" ტაქტიკური განლაგებაც შეცვალა (სტუმრები პირველ ტაიმში 4-1-4-1 სქემით ასპარეზობდნენ): კრამარენკო-დაშდემიროვი, აბრამიძე, ასიოლი, კანდელაკი-მირილი-გაჯიევი, ჩერვენკა, ზლატინოვი, მამედოვი-კარლსონსი. ტრავმების გამო სტუმართა გუნდში არ უთამაშიათ ვლადიმერ ლევინსა და ენიო კრასტოვჩევს, ასევე ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს შეხვედრას "ინტერის" ახალწვეულები - ხრაპანი (სლოვაკეთი), და როჩა და მარიო სოუზა (ორივე-ბრაზილია). ამ საკონტროლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სტუმართა გუნდის კიდევ ერთ ლეგიონერს - საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, 32 წლის გიორგი ლომაიას "ინტერის" ქართველმა მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.

ფიფას არბიტრის, გიორგი ვადაჭკორიას სასტვენისთანავე, ერთობ სწრაფი და საინტერესო მატჩის მომსწრე გავხდით; თანაც, ამ საკონტროლო შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი მე-2 წუთზევე შეიქმნა: სტუმართა მცველთა პოზიტიური შეცდომის შემდეგ ბესიკ ჩიმაკაძე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მასპინძელთა 23 წლის ცენტრფორვარდისა და "ინტერის" 37 წლის მეკარის, დიმიტრი კარამარენკოს "დუელი" ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა.

ამის შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და დაახლოებით მეათე წუთი იქნებოდა, რამდენიმეწამიან ინტერვალში მასპინძლები ზედიზედ ორჯერ რომ გადარჩნენ: 23 წლის ნიზამი გაჯიევის დარტყმული ბურთი "ვეტერინართა" კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი 30 წლის პეტარ ზლატნოვის შორეული დარტყმა და გიორგი ძაძამიას ჩინებული რეაქცია ვიხილეთ.

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" 22 წლის მეკარემ მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა: პირველი ტაიმის შუაწელს ძაძამიამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, როცა იმავე ზლატინოვის ძლიერი და "უხერხული" დარტყმა მოიგერია. ისე, ამ ეპიზოდზე ცალკეც ღირს საუბარი: სტუმართა ამ კომბინაციაში, ლამის იყო ნახევარი გუნდი (ჩერვენკა, კანდელაკი, მამედოვი, კარლსონსი, ზლატინოვი) მონაწილეობდა, მაგრამ "ინტერის" ბულგარელმა პლეიმეიკერმა ვერც ამ ჯერზე აჯობა გიორგი ძაძამიას.

ამის შემდეგ სტუმრებს კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდათ - გაჯიევის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გირტს კარლსონსი ბურთს თავით გზავნიდა მასპინძელთა კარისკენ, მაგრამ წინა საკონტროლო მატჩისაგან განსხვავებით, 30 წლის ლატვიელმა ფორვარდმა მოედანი ამჯერად უგოლოდ დატოვა. ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს: სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ჩიმაკაძისა და კრამარენკოს ორთაბრძოლა იმით დამთავრდა, რომ არბიტრმა "ინტერის" კარგი პენალტი დანიშნა! თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა, 21 წლის დავით ჯანელიძემ ეს შანსი ვერ გამოიყენა - უგამოცდილესმა კრამარენკომ პენალტი მოიგერია!

ტაიმის ბოლომდე მეტოქეებმა თითო-თითო დარტყმა გაცვალეს, მაგრამ უშედეგოდ: 21 წლის ბექა ზაქრაძის თავურიც არაზუსტი აღმოჩნდა და სტუმართა შორის ყველაზე აქტიურის (მარჯვენა მცველის, 24 წლის არიფ დაშდემიროვის მსგავსად), პეტარ ზლატინოვის მორიგი შორეული დარტყმაც.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდის თავკაცმა, ზურაბ ბერიძემაც და კახა ცხადაძემაც არაერთი ცვლილება განახორციელეს და თავის გამოჩენის საშუალება სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს; "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში გამოჩნდნენ: გოგიაშვილი, ვასაძე, გურამ გურეშიძე, კალანდია, ხუმარაშვილი, დავლაშელიძე, ვაშაკიძე, ოთარიშვილი, კუხალეიშვილი, ჯავაშვილი, სიხარულიძე და ლობჯანიძე; თუმცა, გიორგი ძაძამიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მასპინძელთა მეკარემ ჯერ 18 წლის ელნურ აბდულოვის შორეული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი 25 წლის ასიფ მამედოვის თავურიც!

საერთოდ კი, მეორე ტაიმი პირველთან შედარებით, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გამოდგა და მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზეღა ვიხილეთ ორი სახიფათო მომენტი: ჯერ იყო და 25 წლის სამირ ზარგაროვს მართებდა გოლის გატანა; მერე კი "ინტერის" ქართველი ფეხბურთელების ეფექტური კომბინაციაც ვიხილეთ: 29 წლის ილია კანდელაკის ზუსტი პასის შემდეგ 23 წლის ბაჩანა ცხადაძე "ერთი შეხებით" ურტყამდა, მაგრამ ბურთი "ვიტ ჯორჯიას" კარის ძელს მოხვდა. აი, ასე - უგოლო ფრეთი დასრულდა ორივე გუნდისთვის მართლაც სასარგებლო სპარინგ-მატჩი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს