"ჰანოვერის" 29 წლის მეკარე მარკუს მილერი გუნდს მენტალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ დაეხმარება
"ჰანოვერის" 29 წლის მეკარე მარკუს მილერი მირკო სლომკას გუნდს გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაეხმარება - არა ტრავმის, ან დისკვალიფიკაციის გამო, არამედ იმიტომ, რომ მენტალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

კიპერს, რომელიც ადრე "კარლსრუეს" ღირსებაც იცავდა და ალექსანდრე იაშვილის თანაგუნდელი იყო, დეპრესიაშია!

მილერი ახლა კერძო კლინიკაში მკურნალობს. ფეხბურთელმა, რომელსაც მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს, კლუბს მისი განცხადების გავრცელება სთხოვა, სადაც შემდეგია ნათქვამი: "გადავწყვიტე, გუნდის ხელმძღვანელებს, თანაგუნდელებს და ჩვენს გულშემატკივრებს ჩემი ავადმყოფობის შესახებ ვაცნობი. მენტალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გარკვეული დრო კლინიკაში უნდა გავატარო, რის გამოც "ჰანოვერს" ვერ დავეხმარები."

"ჰანოვერის" მეკარე და დეპრესიები? ცხადია, მაშინვე რობერტ ენკე და მისი ტრაგედია გაგახსენდებათ. "ჰანოვერისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ 2009 წლის 10 ნოემბერს თავი მოიკლა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მძიმე დეპრესიაში იყო, რაც სუიციდამდე არავინ იცოდა.

ახლა კი, ფსიქიკური პრობლემები მის შემცვლელსაც აღმოაჩნდა და კიდევ კარგი, რომ ამის შესახებ ყველას გააგებინა. მარკუს მილერი "ჰანოვერმა" "კარლსრუედან" 2010 წლის ზაფხულში გადაიბირა, თუმცა მან "წითლების" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

"არცისე დიდი ხანია, რაც მუდმივად ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს გუნდს ვერაფერში ვეხმარები. ბოლო დროს უმძიმეს წნეხს ვგრძნობ, რომელსაც ვეღარ ვუძლებ," - აცხადებს მილერი თავის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მარკუსი ფსიქოლოგ და ფსიქოთერაპევტ მარტინ ბრაუნთან (გელზენკირხენში) დიდი ხანია მკურნალობს, ახლა კი მისი სტაციონალურ მკურნალობაზე გადაყვანა გახდა საჭირო - როგორც ჩანს, მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

"მარკუსს ეყო გამბედაობა და თავისი ავადმყოფობის შესახებ საჯაროდ განაცხადა. მისი საქციელი დასაფასებელია! მინდა იცოდეს, რომ მის გვერდში ვდგავართ. მილერი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გადაიტანს, მალე გამოჯანმრთელდება და კარიერას გააგრძელებს," - ეს "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელის, მირკო სლომკას სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა