ბულგარეთთან 3:0-ზე მოგებულ შეხვედრაში ფრენკ ლემპარდი მინდორზე გარეთ ბერის ნაცვლად მხოლოდ მე-80 წუთზე შევიდა
ალბათ გახსოვთ, რომ ბულგარეთთან 3:0-ზე მოგებულ შეხვედრაში ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ "ჩელსის" შუახაზელი ფრენკ ლემპარდი მინდორზე გარეთ ბერის ნაცვლად მე-80 წუთზე შეუშვა.

ამ დროისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამის შემდეგ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა დასვეს შეკითხვა, კი, მაგრამ რას ნიშნავს ეს, ნუთუ ლონდონელი "არისტოკრატის" კარიერა ნაკრებში უკვე დასრულებულიაო. ამ საკითხზე პოპულარულმა ინგლისელმა მესვეტეებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

რობ დრეპერი (დეილი მეილი):

"ლემპარდისთვის ეს შოკი იყო. მთელი მოსამზადებელი შეკრების განმავლობაში, მათ შორის თამაშის წინა დღესაც, ის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად იყო. ამბობენ, რომ ფრენკი სასტარტოში დაყენებას ელოდა, მაგრამ ასე რომ არ იყო, მწვრთნელისგან თამაშზე წასვლის წინ სასტუმროს ფოიეში შეიტყო.

ასეთი რამ კაპელოს ახასიათებს. მას ლემპარდისთვის არაფერი აუხსნია. მსგავს მომენტებში ის ძალიან ემგვანება იმ ადამიანს, ვინც "რეალს", "მილანსა" და "რომას" წარმატებები მოუტანა და ვინც ინგლისელებმა სწორედ იმისთვის დაიქირავეს, რომ ქვეყნისთვის ევრო 2008-ის სირცხვილი ჩამოერეცხა. იტალიელი ემსგავსება ძლიერ ადამიანს, ლიდერს, ვისაც სიტყვას ვერავინ უბრუნებს და ვისაც აქვს სამომავლო გეგმა".

გარი ნევილი (დეილი მეილი):

"ფრენკ ლემპარდი, ვინც სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, ნაკრებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე ამას ვამბობ ფრენკისადმი დიდი პატივისცემის გათვალისწინებით. მას ნაკრებში მომავალი ჯერ კიდევ აქვს. აქ მთავარი ის არის, რომ ბოლოს და ბოლოს აღარ ვნერვიულობთ იმის გამო, რომ ჩვენი ვარსკვლავები ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებიან და უკვე აღარ ხდება ისე, რომ რეგულარულად ერთსა და იმავე 11 ფეხბურთელს ვხედავთ მინდორზე.

არ შეიძლება მუდმივად ხვდებოდე შემადგენლობა¬ში. ის, რაც ხდება ნორმალური მოვლენაა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ბოლო კვირის განმავლობაში რიო ფერდინანდი, ლუის სუარესი, კარლოს ტევესი და დიდიე დროგბა ვერ მოხვდნენ თავიანთი გუნდების სასტარტოში.

ესაა თანამედროვე ფეხბურთი. ძირითადისთვის 11-ზე მეტი ფეხბურთელი უნდა იყოს მზად. ფრენკი უნდა შეეგუოს ამას, რადგან მას ჯერ კიდევ შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში მომავალ ზაფხულს ევრო 2012-ზეც და შემდგომ დიდ ტურნირებშიც. როტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. იმისთვის, რომ გუნდი მუდმივად მოგებული იყოს, აღარ არის საკმარისი 11 კარგი ფეხბურთელის ყოლა".

რიჩარდ უილსონი (გარდიანი):

"შეიძლება ისე მოხდეს, რომ კაპელომ ლემპარდის სამსახური კიდევ მოისურვოს და ის ძირითადში დააბრუნოს. რაკი კაპელომ ინგლისის ნაკრების ბანაკში ცვლილებათა სიო დაბერა, არანაირი აზრი აღარ აქვს წარსულის მოგონებებთან ჩაჭიდებას. გუნდი ხომ ევოლუციურად ვითარდება და თაობათა ცვლა მიდის.

სათადარიგოთა შორის მჯდომი ლემპარდი, ნაკრებს მიღმა დარჩენილი 33 წლის რიო ფერდინანდი არც 31 წლის სტივენ ჯერარდი აღარ შეიძლება იყვნენ დარწმუნებულნი ქვეყნის მთავარ გუნდში საკუთარ მომავალში - მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც მათი ადგილი ამ გუნდში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე