"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორც პროფესიონალი ძალიან გაიზარდა
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა პრემიერლიგაში ასპარეზობით ძალიან კმაყოფილია და აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორც პროფესიონალი აშკარად ძალიან გაიზარდა.

"პრემიერლიგის ტემპი არამხოლოდ პრიმერასთან, ნებისმიერ სხვა ჩემპიონატთან შედარებით ბევრად მაღალია. ყოველივე ამან შედეგად ის მოიტანა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ ძალიან მოვუმატე. ამას გარდა, აშკარა წინსვლა მაქვს წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც," - აცხადებს "ფურია როხას" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

შარშანდელი სეზონს ეკვატორი უკვე გადალახული ჰქონდა, როცა "მანჩესტერ სიტის" ივუარელი საყრდენი ნახევარმცველი იაია ტურე დოპინგტესტზე ჩავარდა. ეს მარტში მოხდა.

მას შემდეგ ფეხბურთელი ინტენსიურად ვარჯიშობდა, რომ დისკვალიფი¬კა¬ციის ვადის გასვლას ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში შეხვედროდა. და აი ისიც: იაია თავისუფალია. "სიტის" უკვე შეუძლია ფეხბურთელი ოფიციალურ შეხვედრებში გამოიყენოს.

აი, რას ამბობს თავად ფეხბურთელი: "დისკვალიფიკაციის პერიოდში მე კიდევ უფრო ძლიერი გავხდი, - განუცხადა მან ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს. - ახლა ერთადერთი, რაც მინდა, ეს სამომავლო გეგმებზე კონცენტრირებაა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ დიდ ფეხბურთს ვუბრუნდები. ჩემი შეცდომების წყალობით კარგი გაკვეთილი მივიღე. მეტად ამის გამეორებას აღარ ვაპირებ".

"სიტის" კიდევ ერთი ლეგიონერი კარლოს ტევესი კი სამკურნალოდ კლინიკაში აპირებს დაწოლას. ამის მიზეზს ის თავად გვიხსნის: "ზაფხულზე სერიოზული დეპრესია მქონდა, ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა ახლო მეგობრებმა და ნათესავებმა იცოდნენ. საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირდა და წარმოუდგენლად ბევრს ვჭამდი. შედეგად 5-6 კილოთი მოვიმატე. ახლა კი ზედმეტ წონას სპეციალურ კლინიკაში შევებრძოლები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა