‘შავმა ლომმა’ 2026/27 წლების სეზონის პირველ მატჩში, „ავჭალაზე“ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის (URC) იტალიურ გუნდს, ‘ბენეტონს’ უმასპინძლა და სასარგებლო გამოცდილება შეიძინა.

მართალია შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (36:14), თუმცა ამ ეტაპზე შედეგზე ბევრად მეტად სხვა ფაქტორები იყო საინტერესო. გუნდმა პირველად ითამაშა პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, რამდენიმე მორაგბემ კი პირველად მოირგო ‘შავი ლომის’ კვართი. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და აქ მიღებული გამოცდილება, მომავალ შეხვედრებში ძალიან წაადგებათ.

სამწვრთნელო შტაბისთვის საინტერესო იყო მოთამაშეების საქმეში ხილვა, თანაც ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ‘ბენეტონია’ და დღეს მოედანზე ჯამში 32 მორაგბე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა, მწირი შესაძლებლობებისას გამოჩნდა პოტენციალი, რომელთა დახვეწისა და შეთამაშების შემდეგ, ‘შავი ლომი’ შეტევაში უფრო შემოქმედებითი იქნება და ოფიციალურ შეხვედრებში (ჩელენჯ თასზე), მეტოქეებს არაერთ პრობლემას შეუქმნის.

იყო ეფექტური მომენტებიც და იტალიელებს ოთხი ლელო გავუტანეთ, რომელთაგან ორი მცირედი წინთამაშის გამო გაუქმდა. პრობლემები გვქონდა დისციპლინის მხრივ, რასაც ჯარიმებთან ერთად ყვითელი ბარათებიც მოყვა და იყო უნებლიე შეცდომებიც, რის გამოც მეტოქისგან სამი ლელო მივიღეთ, სულ კი იტალიელებმა ექვსი ლელო მიითვალეს.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო და ხაზის გაჭრის შემდეგ ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში თავის დაცვა მოვახერხეთ. მე-8 წუთზე მეტოქემ მორკინალებით შემოგვიტია და მერე ბურთი ხაზზე გაიტანა, რასაც ბურთში ხელის ჩარტყმისთვის რომა მახათაძის სინბინი მოყვა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა თითქმის მთელი 10 წუთის განმავლობაში თავი დაიცვეს, მაგრამ მე-18 წუთზე მოლს ლელო მაინც მოყვა და ანგარიში გაიხსნა.

გაშვებული ლელოს შემდეგ ‘შავი ლომი’ გააქტიურდა, ფაზები აკინძა და მეტოქის ლელოს 5 მეტრამდე მიუახლოვდა. იქ ‘ბენეტონმა’ გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევაზე ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა აკა ტაბუცაძე ეპიზოდს არ გამოეთიშა, სისწრაფის ხარჯზე მანძილში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაფარა და ჩვენს 5-მეტრიანთან შესრულებული ბოჭვით გუნდი 100%-იანი ლელოსგან იხსნა.

37-ე წუთზე ტაბუცაძემ ერთხელაც გაიბრწყინა, ამჯერად შეტევაში. მოლის შემდეგ მარცხენა ფრთიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, ლუკა ცირეკიძემ ბოლო მცველი აიყვანა და ოვალი ტაბუცაძეს გაატანა, რომელმაც ის ლამაზ ნახტომში ალამთან ცალი ხელით დაამიწა. ცირეკიძემ ურთულესი პოზიციიდან გარდასახა და დაგვაწინაურა, მაგრამ თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი ვერ ავიღეთ და ფაქტობრივად არაფრისგან ლელო მივიღეთ - 7:10.

მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. დებიუტშივე ტაბუცაძე სინბინით დაისაჯა და ერთ წუთში მესამე ლელო მივიღეთ. 48-ე წუთზე ცირეკიძეს 22-იდან ფეხით მოგერიებისას დაუფარეს და მეოთხე ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 58-ე წუთზე იტალიელმა ფორვარდებმა ფაზები აკინძეს და მორიგი ლელო მიითვალეს, ათ წუთში კი ბურთი 22-ის მისადგომებთან დავკარგეთ, ‘ბენეტონი’ შეტევაში სწრაფად გადაერთო და უპირატესობა 29 ქულამდე გაზარდა.

თამაში რომ განახლდა შოთა ხელაძემ რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი მიზანს გიორგი სინაურიძემ უწია, მაგრამ საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთო და რაქში წინთამაშის გამო ეს ლელო გაგვიუქმდა. ხელაძეს კარგი გარჯა 74-ე წუთზე დაუფასდა. ფორვარდებმა ფაზები აკინძეს და ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, ხელაძემ კი ლელო გაიტანა და მონაგარს გარდასახვიდან ორი ქულა მათე მახარაძემ შემატა. ბოლო წუთზე ოფლოუდის შემდეგ ხაზი თემურ ძოძუაშვილმა გაჭრა და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დამიწებამდე მან ვარდნისას ბურთზე კონტროლი დაკარგა და თამაში 14:36 დასრულდა.

ახლა ‘შავი ლომი’ ინგლისში გაემგზავრება, სადაც 18 სექტემბერს პრემიერშიფის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონთან’ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ამხანაგური მატჩი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) - ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 14:36 (7:10)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა: დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ნარმანია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დავით არველაძე, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე; თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, ოთარ მეტრეველი.

2 ლელო: ტაბუცაძე, ხელაძე

2 გარდასახვა: ცირეკიძე, მახარაძე

Rugby.ge

თოკო
არც იუარსი, ეროვნული ლიგაც დასუსტდა არ ვიცი, წელიწადში 4 ოფიციალური თამაშისთვის შეიქმნა ეს გუნდი? ბრონკანი ძალიან მომწონს, მაგრამ ვინმე თუ მოყავდა უკანა ხაზში მოეყვანა. დღეს არაფრით გამორჩეული არ იყო არც ერთი და არც მეორე ლეგიონერი. ახალგაზრდების ინტეგრირება კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში ნამდვილად სწორად მიდის საქმე? სწორად იხარჯება ფულადი რესურსი? ერთადერთი კარგი რაც ამ ფრენჩაიზის პროექტმა მოიტანა ის არის, რომ რამდენიმე კარგი მორაგბე ევროპაში წავიდა.

მოთელვა კი არა,მეორე ტაიმში გათელვა იყო ეს თამაში.შავ ლომს ძალიან ცოტა სატურნირო თამაშები უწევს და აშკარაა,რომ ეს საკმარისი არ არის.ჰაერი,რაქი,მოლი,დერეფანი,ბურთის ამოგდება,მარაოში ბოლო პასი....დიდ რაგბში ისე მოდიან,რომ ბავშვთა რაგბიდან გამოსულებს,დიდი პრობლემები აქვთ ამ კომპონენტებში და ვეღარც დიდობაში ახერხებენ,ნაკლის გამოსწორებას და ისე გამოდის,რომ რაგბის მასიურობის ზრდამ,ხარისხის ზრდა კი არა,კლება გამოიწვია.ალბათ საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი ცოდნის მქონე ბავშვთა მწვრთნელები ვერ მოვამზადეთ თავის დროზე,რაგბის წესების ცვლილებების დინამიკასაც ვერ ავუღეთ სწორი ალღო და ახლა შედეგებს ვიმკით.რასაც ამ საიტზე და სტადიონის ტრიბუნებზე ვხედავ,რაგბის მიმართ ინტერესმაც მოიკლო.გასაგებია,ჩვენი რაგბის წინააღმდეგ 6 ერის და მსოფლიო რაგბის ფედერაციის,აგრეთვე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მიერ აგორებული ქმედებები ხელს არ უწყობდა მის განვითარებას,მაგრამ კავშირის ფედერაციის ხელმძღვანელობა პირველ რიგში მისი საქმიანობის პოლიტიკის წარმოებას ნიშნავს და თუ შედეგები უარყოფითია,გამოდის რომ კარგად ვერ გიმუშავია.კარგია ამდენი სავარჯიშო და სათამაშო ბაზის მშენებლობა,გასაგებია,რომ ეს მომავალში ინვესტიციაა და მომავალში უნდა მოგვიტანოს შედეგები,მაგრამ საქართველოში რამდენიმე წლის წინ,უკვე ჩავატარეთ ჩემპიონატი და მაშინ აშნებულმა ბაზებმა,ვერ ვიტყვით,ხარისხობრივი ნახტომი მოგვიტანა,რაგბის განვითარებაში.მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა,მხოლოდ ჯანმრთელი ახალგაზრდების გაზრდისთვისაა კარგი.კი,ესეც დიდი საქმეა,მაგრამ გაცილებით ნაკლები დანახარჯებით,ქვეყანაში მძლეოსნობის განვითარებას,გაცილებით უკეთესი შედეგები შეეძლო მოეტანა და დინამოს სტადიონზე,მძლეოსნური სექტორის აღებასა და იქ ტრიბუნების აშენებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი,არამედ საჯარო სკოლებში, ძველებურად მძლეოსნობის დაბრუნებას,რომელიც სპორტის ყველა სახეობაში ვარჯიშის დასაწყებად,საჭირო ფიზიკური უნარების ბაზის ყველა ბავშვისათვის მიცემას ნიშნავს.სწორედ მისი უქონლობაა ამდენი პრობლემა რომ ექმნებათ,ჩვენ ახალგაზრდებს,სპორტში სერიოზულად ვარჯიშის დაწყების შემდეგ.რაგბის,დღეს ბავშვთა კვალიფიციური მწვრთნელების სასწრაფოდ მომზადება სჭირდება,სარაგბო ილეთების სწორად სწავლებას რომ შესძლებენ,ბავშვებისათვის.რა თქმა უნდა ყველა ასაკისათვის საფეხურებრივად მომზადებული კადრების მომზადებაა საჭირო,რაც რამდენიმე წელში,მკვეთრი ხარისხობრივი ნახტომის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.როცა კვალიფიციური მწვრთნელები გაგვიჩნდება,მაშინ რაგბის მასობრიობის ზრდასაც ლოგიკურად მოჰყვება,ხარისხობრივი ზრდა და უმაღლესი დონის მორაგბეების გეგმაზონიერი მომზადება.დღეს მხოლოდ კაშკაშა ტალანტების გამოჩენასა და უცხოეთში მათ განვითარების იმედზე ვართ,მაგრამ იქამდე მაინც უდანაკარგოდ მივიყვანოთ და არა,უკვე უამრავი ტრავმით დაზიანებული ახალგაზრდები.
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ესპანეთის გრანპრი ბარსელონასია
მიხაელ შუმახერის ბოლიდი იყიდება
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან