ღია პირველობის მესამე წრიდან ბრძოლას ხუან იგნასიო ჩელა და ხუან მარტინ დელ პოტრო გამოეთიშნენ
ამერიკის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. გუშინ, ქალებმა მერვედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა, კაცებმა კი მესამე წრე დაასრულეს.

მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი რაფაელ ნადალსა და დავიდ ნალბანდიანს შორის შედგა. შეხვედრა ორ საათსა და 39 წუთს გაგრძელდა და ესპანელმა სამ სეტში გაიმარჯვა - 7:6, 6:1, 7:5. არგენტინელი პირველ და მესამე პარტიებში კარგად იბრძოდა. საწყის სეტში მან ბრეიკით დაწინაურებაც კი მოახერხა, მაგრამ საკუთარ შეცდომებს ვერაფერი მოუხერხა.

ნალბანდიანს 60 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, ნადალს მხოლოდ 18 და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა. რაფამ ექვს მატჩში მეოთხედ დაამარცხა ნალბანდიანი.

საერთოდ, გუშინ არგენტინელებს ცუდი დღე ჰქონდათ. ნალბანდიანის გარდა, მესამე წრიდან გამოეთიშნენ ბრძოლას ხუან იგნასიო ჩელა და ხუან მარტინ დელ პოტრო.

დელ პოტრომ 2008 წლის შემდეგ პირველად წააგო მატჩი ამერიკის ღია პირველობაზე. ჯერ კიდევ მესამე წრეში, თანამემამულე დიეგო ხუნკეირას წინააღმდეგ მატჩში ჩანდა, რომ დელ პოტრო ფიზიკურად ძალიან მოიკოჭლებდა. ამჯერადაც, პირველი ორი ხანგრძლივი სეტის შემდეგ არგენტინელმა სერიოზულად უკლო ტემპს და შეცდომებს უმატა.

ფრანგმა ჟილ სიმონმა პირველი პარტიის წაგების შემდეგ საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა, 13 ეისი და 47 "ვინერსი" მიითვალა, სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რამაც ოთხსაათიან მატჩში გამარჯვება მოუტანა - 4:6, 7:6, 6:2, 7:6.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, მერვედფინალში გააღწია ბოლო დროს კრიზისში მყოფმა ენდი როდიკმა. ამერიკელმა ფრანგი ჟულიან ბენეტოს წინააღმდეგ ორი სეტი დამაჯერებლად აიღო, მესამეში კი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, თუმცა იქაც იღბალი მის მხარეს იყო. არადა, ამერიკელს შეეძლო უფრო სწრაფად დაესრულებინა შეხვედრა, მაგრამ მესამე პარტიის მსვლელობისას შვიდი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

კარგად იმუშავა როდიკის მთავარმა იარაღმა - მოწოდებამ. ენდის ანგარიშზე 21 ეისი მოდის. მერვედფინალში ამერიკელს სერიოზული მეტოქე ჰყავს ესპანელი დავიდ ფერერის სახით, რომელმაც სამ სეტში მოუგო გერმანელ ფლორიან მაიერს.

წინა წრეში ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან ხუთსეტიანი მარათონის შემდეგ, ამჯერად იოლი გასეირნება გამოუვიდა ბრიტანელ ენდი მიურეის, რომელმაც სამ სეტში მხოლოდ შვიდი გეიმი დაუთმო ესპანელ ფელისიანო ლოპესს. ენდიმ ერთი ბრეიკიც არ დაუთმო მეტოქეს და 6:1, 6:4, 6:2 გაიმარჯვა. მერვედფინალში ბრიტანელს ამერიკელი დონალდ იანგი შეხვდება. ენდის რევანში აქვს ასაღები, რადგან ამ ამერიკელთან გაზაფხულზე ინდიან უელსის მასტერზე წააგო.

1/16 ფინალი

ჯონ ისნერი (აშშ, 28)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 7:6(9), 6:4, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 12)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 18) 4:6, 7:6(5), 6:2, 7:6(3); დონალდ იანგი (აშშ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 24) 7:5, 6:4, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 25) 6:1, 6:4, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-ფლორიან მაიერი (გერ, 26) 6:1, 6:2, 7:6(2); ენდი როდიკი (აშშ, 21)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:1, 6:4, 7:6(5); ჟილ მიულერი (ლუქ)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:1, 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 7:6(5), 6:1, 7:5.

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-დოლგოპოლოვი (22); ტიპსარევიჩი (20)-ფერერო; ფედერერი (3)-მონაკო; ცონგა (11)-ფიში (8); ისნერი (28)-სიმონი (12); იანგი-მიურეი (4); ფერერი (5)-როდიკი (21); მიულერი-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის