დღის ყველაზე სანახაობრივი მატჩი სამანტა სტოსურმა და მარია კირილენკომ ითამაშეს
ქალებმა პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოავლინეს. დღის ყველაზე სანახაობრივი მატჩი სამანტა სტოსურმა და მარია კირილენკომ ითამაშეს, თუმცა პირველი სეტი, რომელიც ავსტრალიელმა იოლად - 6:2 მოიგო, ასეთ სცენარს არ მოასწავებდა.

მეორე სეტში სტოსურს აღარ ჰქონდა დიდი უპირატესობა. თუ პირველ პარტიაში რუსმა მხოლოდ ერთი "ვინერსი" შეასრულა, ამჯერად სუფთად მოგებული ბურთების რაოდენობამ უნებლიე შეცდომებს გადააჭარბა.

სეტის მსვლელობისას კირილენკომ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ სტოსური ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. საბოლოოდ, ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ძალიან დრამატულ რბოლაში წარიმართა. რუსმა ჩოგბურთელმა ხუთი (!) მატჩბოლი მოიგერია, თანაც მსაჯებმა ორჯერ კირილენკოს დარტყმისას აუტი დააფიქსირეს და მარიას ორივეჯერ Hawk-eye-ის სისტემამ უშველა. მეტოქეს არც სტოსური ჩამორჩა და მან ხუთი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეექვსეზე შეცდა და მარიამ 17:15 მოიგო შემოკლებული გეიმი.

მესამე პარტიაში კი კირილენკოს ძალები აღარ ეყო, არადა, სტოსურს წინა წრეში სამსაათიანი ბრძოლა ჰქონდა გადატანილი მეორე რუს ნადეჟდა პეტროვასთან. 2:2-ის შემდეგ მარიამ ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება. მატჩის ბოლოს მან ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ გამარჯვება მაინც სტოსურს დარჩა - 6:3.

ეს მატჩი ამერიკის ღია პირველობის ისტორიაში შევა, რადგან აქ გათამაშდა ქალებს შორის ყველაზე გრძელი ტაი-ბრეიკი. ეს სისტემა 1970 წლიდან შემოიღეს და წინა რეკორდი ფრანგებს - ნატალი დეშისა და სტეფანი ფორეტცს ეკუთვნოდა. მაშინ პირველი სეტის ტაი-ბრეიკი დეშიმ 16:14 მოიგო. ამჯერად, "შემოკლებულ გეიმში" ორით მეტი ბურთი გათამაშდა.

სამანტას მეტოქე გუშინდელი სათამაშო დღის ბოლო მატჩში ირკვეოდა. ბოლო დროს მომძლავრებულმა გერმანელმა საბინ ლისიცკიმ მოულოდნელად ძალიან იოლად დათმო ბრძოლა რუს ვერა ზვონარევასთან. ამ უკანასკნელმა ხუთი ბრეიკი გააკეთა და მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება. საბოლოოდ, 6:2, 6:3 და ზვონარევა მეოთხედფინალში გავიდა.

29 წლის იტალიელმა ფლავია პენეტამ დაამტკიცა, რომ წინა წრეში მარია შარაპოვას დამარცხება შემთხვევითობა არ ყოფილა. ამჯერად აპენინელი ორ სეტში გაუსწორდა ჩინელ შუაი პენგს - 6:4, 7:6.

თუმცა ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა. მეორე სეტში პენგი 5:3-ს იგებდა, მაგრამ თამაში ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა, სადაც ჩინელმა 6:2-ზე ოთხმაგი სეტბოლი მიიღო, თუმცა ვერც ეს შანსი გამოიყენა და პენეტა კარიერაში მესამედ გავიდა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში, სადაც მას განუთესავი გერმანელი ანჟელიკ კერბერი შეხვდება.

1/8 ფინალი

ანჟელიკ კერბერი (გერ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 6:3; ფლავია პენეტა (იტა, 26)-შუაი პენგი (ჩინ, 13) 6:4, 7:6(6); სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-მარია კირილენკო (რუს, 25) 6:2, 6:7(15), 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-საბინ ლისიცკი (გერ, 22) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა