ევრობასკეტის შემდეგ ეტაპზე საქართველოს ნაკრების გასვლის დიდი სიხარული ზაზა ფაჩულიას ტრავმამ გააფერმკრთალა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გმირობა ჩაიდინეს, გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე. თან როგორ, ლამაზი, გულიანი თამაშით. გუშინ, 5 სექტემბერს ქალაქ კლაიპედაში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელმა დაინახა ქართული სული. მატჩის შემდეგ სლოვენიელებიც ჩვენთან ერთად ხარობდნენ, უკრაინელებიც, რუსებიც, ლიტველები კი ქართულად ცეკვავდნენ.

ეს ყველაფერი კი ქართველი კალათბურთელებისგან წამოვიდა: საოცარი მატჩი ჩაატარეს ბელგიასთან, შემდეგ რუსეთთან და სლოვენიასთან ბოლო წამებამდე კაცურად იბრძოლეს, ამას მოჰყვა უკრაინასთან მორიგი ეფექტური გამარჯვება და სწორედ ამის შემდეგ დიდი თუ პატარა ბულგარეთთან მატჩამდე ჯგუფიდან გასვლას გვილოცავდა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა - ყველასთვის მოულოდნელად ბულგარეთთან დავმარცხდით.

რატომ წავაგეთ, რითი გვაჯობა მეტოქემ, რატომ არ ითამაშა გიორგი ცინცაძემ ბოლო პერიოდში, ეს ყველაფერი თამაშის შემდეგ აღარავის ახსოვდა არც კალათბურთელებს, არც მწვრთნელს და არც დარბაზს გარეთ შეკრებილ ქომაგთა არმიას, რომელიც მოთამაშეებთან ერთად მეცხრე ცაზე იყო - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა.

ემოციის გარეშე ვერ მიადევნებდით თვალს უკრაინა-ბელგიის მატჩისას სპეციალურ ლოჟებში მსხდარ ბულგარელ და ქართველ კალათბურთელებს. პირველები ბელგიას ქომაგობდნენ, ქართველები - უკრაინას. თუ უკრაინელები მოიგებდნენ, შემდეგ ეტაპზე ჩვენი გუნდი გადიოდა, თუ არა - სამეულში ბულგარეთი მოხვდებოდა. ქართველმა ქომაგებმა ორ საათში გადაწყობა მოასწრეს - თეთრი მაისურების ნაცვლად უკრაინის დროშის ფერებში (ყვითელ-ლურჯი) გამოეწყვნენ და ისე ქომაგობდნენ, თითქოს საქართველო ყოფილიყოს. ორი ქვეყნის მეგობრობამ შედეგი გამოიღო - უკრაინამ ბელგია გაანადგურა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ბულგარელების სახეების დანახვის მიზნით მათ ლოჟაში რომ ავიხედე, არავინ დამხვდა. ქართველები კი ოვაციებით შეხვდნენ უკრაინის გამარჯვებას, ათასგვარი მადლობის შეძახილი გაისმა.

გამოგიტყდებით, ასე ამაყად თავი არასოდეს მიგრძვნია. მე ხომ იმ ნაკრებზე ვწერ, რომელიც გმირულად გავიდა ჯგუფიდან. აკი გითხარით, ბულგარეთის გარდა ყველა მეტოქესთან ლამაზი თამაში აჩვენა.

კლაიპედაში პირველი ეტაპი ქართულად დასრულდა: უკრაინის მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელები გარეთ გავიდნენ და გულშემატკივრებთან ერთად გაიხარეს.

- უკრაინელები ვაჟკაცები არიან, ბოლომდე იბრძოლეს და დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს. საოცარი შეგრძნებაა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და ვიცით, რომ მეორე ეტაპზე უფრო ძნელი იქნება. ყველაფრისთვის მზად ვართ! - თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა და უკრაინის მიკროავტობუსისკენ გაიქცა, საიდანაც იქაური ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვოლკოვი გადმოვიდა და მანუსგან მადლობა გულითადად მიიღო.

ვიქტორ სანიკიძემ ქართველ ხალხს ომახიანად მიმართა:

- ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე გასვლას იმსახურებდა. წინ უფრო მეტი გამარჯვებები გველის!

გიორგი ცინცაძემ უკრაინისადმი მადლიერების სიტყვებით დაიწყო:

- დიდი მადლობა უკრაინას. სიტყვები არ მყოფნის სიხარულის აღსაწერად. რაც მთავარია - საქართველოს გაუ-მარ-ჯოს!

შესავალში გმირები ვახსენეთ. ალბათ, სხვა არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი მოიქცეოდა, ისე, როგორც ზაზა ფაჩულია:

- მატჩის დასაწყისში კუნთი კი მტკიოდა, მაგრამ შევიხვიე და მეგონა პრობლემა არ შემექმნებოდა. თუმცა თამაშის მსვლელობისას ვიგრძენი, რომ რაღაც ჩაწყდა. მოედნიდან გავედი, მაგრამ ბოლო მეოთხედში, გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, მწვრთნელს ვუთხარი - მოედანზე გავალ, იქნებ შევძლო-მეთქი. გამოვედი, მაგრამ ტკივილმა იმატა და სათადარიგოთა სკამზე დავბრუნდი. კუნთის მყესი ორგანაა გაწყვეტილი, ერთგან 1 სმ-ზე, მეორეგან - 0.5 სმ-ზე. დაახლოებით ერთი თვე უნდა დავისვენო. არადა, რა ჯგუფი შეგვხვდა - ფინეთთან და მაკედონიასთან ძველი ანგარიშები მაქვს!

ნუ მიწყენთ, თუ ამ სტატიას სამი ერთნაირი ნიშნით დავასრულებ - !!!

ვაჟა სიმონიშვილი კლაიპედადან

eddy
vetanxmbi Shotas. amas es statiac kargad asaxavs. http://www.eurobasket2011.com/en/cid_4,w7QjPeH-M,ty138LH2l3.pageID_TMxceqSxIGkQKxVLshFZ-3.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2011.coid_MdP7VThxIFoyuoF0w4JpO1.articleMode_on.html
shoda
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს! მაგრამ ამ წერილის ავტორს მინდა ვკითხო, ჩვენი გმირობა რაში მდგომარეობს? ბულგარეთთან რომ წავაგეთ და უკრაინამ, რომ მოიგო? - ვიყოთ თავმდაბალნი, თავს ნუ გავიგიჟებთ! მიშას ნუ დავემსგავსებით!
oldcoyot
ბენგა და გია, დიდ მადლობა ლინკებისათვის.იმედია ვისიამოვნებთ.
gia
Nikolozi თო ორი და მეტი გუნდი აგროვებს ერთნაირ ქულებს,მერე მოდის ურთიერთშორის მატჩების შედეგები,მხილოდ ურთიერთშორის.ჩვებ უკრაინას მოვუგეთ,უკრაინამ ბულგარეთს და ბულგარეთმა ჩვენ,მაგრამ ბურთები სხვაობა ამ მატჩებში ჩვენ გვქონდა +6,უკრაინას -5 და ბულგარეთს -1.რომ წაეგო უკრაინის ჩვენ და ბულგარეთს გვექნებოდა ერთნაირი ქულები და ბულგარეთი გვაჯობებდა.გვიშველა რომ უკრაინამაც ჩვენდენი ქულები დააგროვა და უკრაინასთან მოგება გახდა სათვალავში ჩასაგდები.
benga
პრობლემა არ გექნებატ ტამასჰის კურებაზე.ნახეტ აქ livetv.ru
gia
http://allsport-live.ru/ მე აქ ვუყურებ თამაშებს ონ ლაინ. !!! გილოცავთ!!!
ave avtush
მადლობთ ზაზა მაგარი ხარ! მთელი ნაკრები ყოჩაღია,მაგრად უჭირთ,მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა ხტებიან! ნიკოლოზი პრინციპი ესეთი იყო: სამმა გუნდამ ერთნაირი ქულები დააგროვა და სამივე გუნდის ურთიერთ თამაშში ბურთების ბალანსი იყო გადამწყვეტი. ბელგიასთან რუსეთთან და სლოვენიასთან ნათამაშები ანგარიშები არ მონაწილეობდა.მხოლოდ ამ სამი გუნდის ერთმანეთთან ნათამეშები ანგარიშები
euli
რატომ ბლოკავენ ტანამგზავრს ეს უნამუსოები!! ვერ ვუკურებთ საზგვარგარეთ!!!!!!!!!!!!!
Nikolozi
მეგობრებო, შეგიძლიათ გამარკვიოთ რა პრინციპით გავედით ჩვენ თანაბარი ქულების პირობებში? :)) ვერ მოვკარი ყური ვერსად.
aleko gurjiadi
mixaria da vamayob chveni bichebit,isini gmirebi arian,radgan sakutar tavs ajobes da maksimumi gaaketes,pachulia ro ar gasuliyo namdvilat movigebdit,magram araushavs,amis iqit ukve bichebs vegarapers movtxovt,mitumetes pachulias gareshe,genatsvalet lomebo
dfhgytf
mixaria da vamayob chveni bichebit,isini gmirebi arian,radgan sakutar tavs ajobes da maksimumi gaaketes,pachulia ro ar gasuliyo namdvilat movigebdit,magram araushavs,amis iqit ukve bichebs vegarapers movtxovt,mitumetes pachulias gareshe,genatsvalet lomebo
oldcoyot
კლდეკაცი დაგვაკლდა მაგრამ სიხარულს ესეც კი ვერ გააფერმკრთალებს...კიდევ ერთი მოგებაც და ათეულში ვართ...დიდი მადლობა ყველა მოთამაშეს...1არხმა კი კვლავ ჩაისვარა,დაბლოკილი თანამგზავრი კვლავაც გამორთულია,მგონი თბილისში ღამის 3 საათი უნდა იყოს და ამ უნამუსოებს ჩართვა დაავიწყდათ.გრცხვენოდეთ 1არხელო ჩმორებო!
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...