21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა
21 წლის ანა ტატიშვილმა, რომელიც მსოფლიოს 85-ე ჩოგანია, ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა.

თუკი მისთვის ერთეულთა თანრიგში თამაში წარუმატებელი გამოდგა (პირველივე ეტაპზე დამარცხდა), ნაკლებად პრესტიჟულ წყვილთა თანრიგში ჩვენებურმა მერვედფინალში ითამაშა. ბუნებრივია, ეს მიღწევა ქართველთა საუკეთესო ჩოგბურთელისთვის პირველია კარიერაში.

ანა "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩს (306) შეუწყვილდა. მათი პირველი გამარჯვების შესახებ უკვე გიამბეთ. მეორე წრეში ქართულ-სლოვენიურმა დუეტმა ამერიკული (ჰილარი ბარტი და მელორი ბერდეტი) დაამარცხა - 6:2, 3:6, 6:3. მერვედფინალში მათ სერიოზული ტესტი ელოდათ, მეტოქეებად მე-8 ნომრად განთესილი ჩეხები, ანდრეა ჰლავაჩკოვა (109, წყვილებში 16) და ლუსი ჰრადეჩკა (51, წყვილებში 18) იყვნენ. ჩვენებურმა და კლეპაჩმა პირველი სეტი იოლად მოიგეს, თუმცა შემდეგი ორი კი უკვე ფავორიტებს დარჩათ - 6:3, 3:6, 3:6.

ამერიკის ღია პირველობა ტატიშვილისთვის უპირველესად, ფინანსური თვალსაზრისით გამოდგა წარმატებული. ერთეულებში მან 19 ათასი დოლარი გამოიმუშავა, წყვილებში - 12,5 ათასი. ეს მისი კარიერის რეკორდია - ერთ ტურნირზე ჰონორარის სახით 31,5 ათასი დოლარი მიიღო.

სოფიო შაფათავამ (278) რუმინულ მამაიაში იასპარეზა, სადაც საპრიზო ფონდი 25 ათას დოლარს შეადგენდა. მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა მერვედფინალში "უაილდ ქარდით" მიწვეული რუმინელი დიანა მარკუს დამარცხების შემდეგ, უკრაინელ ვიქტორია კუტუზოვასთან (772) დათმო - 2:6, 0:6. შეიძლება, გაგიკვირდეთ რეიტინგში ასე უკან მდგომ ჩოგბურთელთან გამანადგურებელი მარცხი, მაგრამ კუტუზოვა მსოფლიოს მოწინავე ასეულის ყოფილი წევრია, უბრალოდ, მას ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გაუცდა.

წყვილთა თანრიგში ჩვენებურმა ფინალში ითამაშა, სადაც მარინა შამაიკოსთან (რუსეთი) ერთად მასპინძელთა დუეტთან (ბოგდანი, კადანტუ) დამარცხდა - 2:6, 2:6.

იტალიურ ბიელაში დაიწყო 100-ათასიანი ტურნირი, რომლის საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად მაკა ჩახნაშვილი (214) განთესეს. მაკა მეორე წრიდან თამაშობს და მისი პირველი მეტოქე მასპინძელი სტეფანია ჩეპაა (846).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა