დღეს ღამით ‘შავი ლომი’ 28-კაციანი შემადგენლობით ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც 18 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე ინგლისის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სეინტს’ შეერკინება.

სეზონისწინა გასახურებელი შეხვედრა „წმინდანების“ საშინაო არენა „ფრანკლინს გარდენზე“ გაიმართება. ‘ნორთჰემპტონი’ აქ 1888 წლიდან თამაშობს. სტადიონს ბოლო რეკონსტრუქცია 2015 წელს ჩაუტარდა და ამჟამად 15 249 მაყურებელს იტევს.

‘შავი ლომის’ 28-კაციან შემადგენლობაში 18 მორკინალი და 10 ხაზის მოთამაშეა. რადგან შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშის ხილვა სურთ, პრემიერშიფის ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა მათგან მოუწევს თამაში.

2026/27 წლების სეზონის გახსნამდე, ‘შავმა ლომმა’ პირველი მოსამზადებელი თამაში თბილისში, „ავჭალაზე“ იტალიურ ‘ბენეტონთან’ გამართა (14:36). თავის მხრივ, ‘ნორთჰემპტონმა’ ინგლისის პრემიერშიფის თასზე უკვე მოასწრო ორი შეხვედრის ჩატარება და ჯერ ‘სარასენსთან’ დამარცხდა 42:96, მერე ‘ჰარლიქუინსთან’ 14:29. ინგლისის პრემიერშიფი 25 სექტემბერს იწყება და „წმინდანებისთვის“ ‘შავ ლომთან’ თამაში გენერალური რეპეტიცია იქნება. ისინი ტიტულის დაცვას ‘ნიუკასლთან’ მატჩით იწყებენ.

‘ნორთჰემპტონისა’ და ‘შავი ლომის’ შეხვედრის პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი რაგბი ტვ-ზე შედგება.

მეტოქე

‘ნორთჰემპტონ სეინტსი’ ინგლისის ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბია. ის ქალაქ ნორთჰემპტონში 146 წლის წინ, 1880 წელს ადგილობრივმა სასულიერო პირმა, წმინდა ჯეიმსის ეკლესიის მღვდელმა დააარსა. თავდაპირველად, მის მთავარ მიზანს ქალაქის პრობლემური ბიჭების სწორ გზაზე დაყენება წარმოადგენდა.

მე-19 საუკუნის მიწურულს, ‘ნორთჰემპტონს’ ინგლისის მასშტაბით ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გუნდი ჰყავდა, გულშემატკივართა რაოდენობა კი 10 ათასს აღწევდა. 1896/97 წლების სეზონში, მათ 22 თამაშიდან 17 ისე მოიგეს, რომ ქულაც არ გაუშვეს.

პროფესიონალურ ეპოქაში ‘ნორთჰემპტონი’ ინგლისის საკლუბო რაგბის ერთ-ერთ მთავარ ძალად იქცა. მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა - 2014, 2024 და 2026 წლებში, ორჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა (1999 და 2013); 2000 წელს დაეუფლა ჩემპიონთა თასს და ორჯერ დამარცხდა ფინალში (2011 და 2025); ორჯერ კი ჩელენჯ თასი შემართა - 2009 და 2014 წლებში.

პრემიერშიფის გასულ სეზონში, ‘ნორთჰემპტონმა’ რეგულარული გათამაშების 14 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სამში დამარცხდა. ნახევარფინალში მან შიდა ასპარეზზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ‘ლესთერ თაიგერსი’, ფინალში კი ბაჩუკი ჭუმბაძის ‘ექსეთერი’ დაამარცხა.

ჩემპიონთა თასის გასულ სეზონში „წმინდანები“ მეოთხედფინალში გავიდნენ და იქ ინგლისურ დერბიში ‘ბათთან’ 41:43 დამარცხდნენ.

შავი ლომი ინგლისში

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლადო ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე;

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, აკაკი ტაბუცაძე, რომა მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"