რომში დაიწყო მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც სხვადასხვა 68 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობს
იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი. უძლიერესთა ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება, სხვადასხვა ქვეყნის 68 წარმომადგენელი ასპარეზობს, მათ შორის 19 დიდოსტატი.

საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ თბილისელები - დავით არუთინიანი და სოფიკო გურამიშვილი და ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ნაზი პაიკიძე, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში ჩვენი ქვეყნის სახელით გამოდის.

პირველ ტურში ჩვენებურები მასპინძლებს დაუპირისპირდნენ და გათამაშების ცხრილში გამარჯვებები ჩაიწერეს: არუთინიანმა ენცო ტომაზინი დაამარცხა, პაიკიძემ და გურამიშვილმა, შესაბამისად, დანილო სანტივეცსა და ედუარდ მინიხს სძლიეს.

გუშინ მეორე ტურში კვლავ წარმატებით ითამაშეს ნაზი პაიკიძემ (2412) და დავით არუთინიანმა (2577). ნაზიმ მე-7 ნომრად განთესილ ხორვატ იანკოვიჩს (2584) აჯობა, ხოლო დათომ გუიდო კაპრიო დაჯაბნა.

თანამემამულეებს მხარი ვერ აუბა სოფიკო გურამიშვილმა (2359), რომელიც ალექსანდრ ფიერს (ბრაზილია, 2583) დანებდა.

დღეს მე-3 ტურში ითამაშებენ: მარჩელო მალონი (იტალია)-დავით არუთინიანი, იური სოლოდოვნიჩენკო (უკრაინა)-ნაზი პაიკიძე, სოფიკო გურამოშვილი-ფაბრიციო მაქი (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა