ქუთაისური მატჩისგან განსხვავებით, გაბელიას შეგირდებს ლუგოს სტადიონზე ქვეყნისთვის ძალიანაც არ მოუჭრიათ თავი
5 სექტემბერი. ლუგო, ესპანეთი. სტადიონი "ანხელ კარო".

ესპანეთი-საქართველო 2:0

1:0 კანალესი (17), 2:0 კანალესი (79).

ესპანეთი საქართველო

4-3-3 4-2-3-1

დე ხეა მაკარიძე

მალო აფაქიძე

ბარტრა კვერკველია

რომეუ კაკუბავა

პლანასი იოსელიანი

ანდონელი შეყილაძე

კანალესი თარხნიშვილი

მუნიაინი კვეკვესკირი

როდრიგო ოქრიაშვილი

მარტინესი ყაზაიშვილი

ისკო მჭედლიძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ლ. მილია ო. გაბელია

76. ისკო-ხუან კარლოსი

82. როდრიგო-ვასკესი

86. რომეუ-რობერტო

სათადარიგოები: ჟოელი, ნაჩო, პაჩეკო, რესიო.

73. ყაზაიშვილი-ჭანტურია

84. მჭედლიძე-ქობალია

88. ოქრიაშვილი-ძალამიძე

სათადარიგოები: ზარქუა, კანდელაკი, კალანდაძე, ბეგლარიშვილი.

გაფრთხილება: მალო (40), მარტინესი (51), მჭედლიძე (58),

არბიტრი: ი. კოვაჩი (რუმინეთი)

1-ელ სექტემბერს ქუთაისში ესპანელებმა ქართველებს საჩვენებელ-სასწავლო თამაში ჩაგვიტარეს. ჩვენების მატჩამდელი ლაპარაკი, ესპანელებთან მოგების იმედი გვაქვსო, სულ ცოტა, ბაქი-ბუქი გამოდგა. ცხადია, შინ 2:7 შერცხვენის შემდეგ (პირველ ტაიმს სულაც 0:6-ს (!) ვაგებდით) ლუგოში წარმატების იმედი მხოლოდ იდიოტს ექნებოდა.

ასეც მოხდა, ისევ დავმარცხდით, მაგრამ რა შედარებაა... მატჩის ტელერეპორტაჟი არ გვიხილავს, ასე რომ, უეფას ვებგვერდის ტექსტურ რეპორტაჟს დავეყრდნობით.

ოთარ გაბელიამ წინა მატჩის შემდეგ ძირითადის სამი მოთამაშე შეცვალა - მარცხენა მცველი ნიკა ჯიშკარიანი, მარჯვენაფლანგელი შემტევი გიორგი ჭანტურია და პლეიმეიკერი ნიკა ძალამიძე. შემადგენლობა შეცვალა ესპანელთა თავკაცმა ლუის მილიამაც, მანაც ახლები ათამაშა.

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა მე-12 წუთზე მასპინძლებმა განახორციელეს - "ვალენსიას" ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა უზუსტოდ დაარტყა, თუმცა ხუთ წუთში ჩვენების კარში დანიშნული პენალტისას ზუსტი იყო - 1:0.

ჩვენი მეკარე გიორგი მაკარიძე შემდგომაც გვარიანად დაიტვირთა: 29-ე წუთზე ჯერ კანალესის დარტყმა მოიგერია, ერთ წუთში კი ასიერ ანდონელის სახიფათო გასროლას დაუხვდა. 36-ე წუთზე მარკ ბარტრამ არაზუსტად დაარტყა და მეკარემ, რომ იტყვიან, ცოტა ამოისუნთქა, თუმცა, ცხადია, მასპინძლების შეტევები ამით არ ამოწურულა.

ჩვენებმა ასე თუ ისე ხეირიანი კომბინაცია 50-ე წუთზე გაითამაშეს, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილის დარტყმამ მიზანს ვერ უწია. ამას ირაკლი შეყილაძის კუთხური და ნიკა აფაქიძის დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ესეც უზუსტო.

მალე მაკარიძეს საქმე კვლავ მოეძალა - კარს ორიოლ რომეუ დაემუქრა და გიორგიმ საიმედოდ ითამაშა. ასევე მოხდა კანალესის შეტევის შემდეგაც.

მერე, 10-წუთიან მონაკვეთში, ქართველებმა რამდენიმე იერიში მთლად კარზე თუ ვერა, კარამდე მიიტანეს, მაგრამ თარხნიშვილს, შეყილაძესა და მჭედლიძეს სიზუსტე კვლავ დააკლდათ.

ცხადია, ესპანელებიც უტევდნენ, მაგრამ კანალესმა და ისკომაც, ჩვენებისა არ იყოს, კარს ააცილეს, თუმცა მალევე, 79-ე წუთზე კანალესმა დუბლი შეასრულა - 2:0.

ამის შემდეგ ესპანელებს კიდევ სამჯერ შეეძლოთ გატანა, უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან კი მაკარიძემ გვიხსნა. 84-ე წუთზე ვასკესის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა კარი, დამატებულ წუთებში მუნიაინის შეტევა გაანეიტრალა, შემდეგ კი ორჯერ ისევ ვასკესი უტევდა და კვლავ მაკარიძემ ივარგა. საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებდა გუნდი?

ან სად გაქრა ის რიხი და ბაქი-ბუქი, რომელიც მატჩამდე გვესმოდა. ცხადია, მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებთან მოგებაზე ლაპარაკი აბსურდს ჰგავდა, მაგრამ ორ შეხვედრაში ორი წაგება ბურთების საერთო შეფარდებით 2:9 მეტისმეტად დამთრგუნველია.

ოთარ გაბელიას შეგირდებს გუშინ, 5 სექტემბერს ქვეყნისთვის ძალიანაც არ მოუჭრიათ თავი, მაგრამ წაგება წაგებაა და ვფიქრობთ, ესპანელებმა აღარ მოინდომეს ისე, როგორც პირველ მატჩში, რადგან მიხვდნენ - მათი მეტოქე ასეთ თამაშს არ იმსახურებდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიელებმა ივო შუშაკის ხორვატია 4:0 გაანადგურეს და მეორე ადგილზე არიან.

გოლები: 1:0 ცუბერი (8), 2:0 ტოკო (62), 3:0 კასამი (79), 4:0 სეფეროვიჩი (82).

5 ჯგუფი

თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.

1 ესპანეთი 2 2 0 0 9-2 6

2 შვეიცარია 2 1 1 0 4-0 4

3 საქართველო 3 1 0 2 3-9 3

4 ესტონეთი 1 0 1 0 0-0 1

5 ხორვატია 2 0 0 2 0-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2:0

oldcoyot
თავმყვარეობა ერთი და ინტელექტი(თუნდაც საფეხბურთო მწვრთნელის,სხვაზე რომ არათერი ვთქვათ)მეორე.დიდი ფეხბურთელი აუცილებლად კარგ მწვრთნელად ვერ იქცევა.( თუნდაც რუდ გულიტის მაგალითი აიღეთ)
lady gaga
ისე 2:7 ის შემდეგ გაბელია არ უნდა გადამდგარიყო? რაღაცა თავმოყვერეობის დეფიცითია მგონი.
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა