‘შავმა ლომმა’ სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ინგლისის პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სეინტსთან’ გამართა.

„ფრანკლინს გარდენზე“ მასპინძლები უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდნენ. მათ რიგებში მრავლად იყვნენ საერთაშორისო მოთამაშეები, ირლანდიელი და ბრიტანელი ლომები. შედეგად, ისინი სრულად ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და ჯამში 15 ლელო გაიტანეს, რაზეც სტუმრებმა ორი ლელოთი უპასუხეს - 93:10.

‘ნორთჰემპტონი’ მაღალ ტემპში და მრავალფეროვნად უტევდა. რაქში ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა, ბრიტანელთა ვარსკვლავები მცირე სივრცესაც იყენებდნენ, კვეთდნენ უპირატესობის ხაზს და თავგანწირული დაცვის მიუხედავად, ფაზების შემდეგ ლელო მაინც გადიოდა.

‘შავმა ლომმა’ პირველი საპასუხო ლელო მე-16 წუთზე გაიტანა და ის სრულად ოთარ მეტრეველის დამსახურებაა. მას ფეხით გადაკიდებული ბურთი 10-მეტრიან წყვეტილთან მიუვიდა, დროული პაუზითა და ცრუმოძრაობით ხაზი გაჭრა, ერთი-ერთზე გასულმა ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა. ამ დროს ანგარიში 5:19 გახდა, თუმცა ბრიტანელებმა დომინირება გააგრძელეს და შესვენებამდე ჯამში 8 ლელო გაიტანეს - 5:50.

შესვენების შემდეგ მასპინძლების შეტევები გაგრძელდა და 75-ე წუთამდე ექვსი ლელო გავიდა. 75-ე წუთზე ‘შავ ლომს’ საუკეთესო ეპიზოდი ჰქონდა. ბურთის ხაზზე გაშლის შემდეგ, ლუკა ტაბატაძემ თამამად შეუტია, ერთი მცველი ხელის კვრით ჩამოიშრა, ხაზი გაჭრა და დროული გადაცემით ლელოში გიორგი სპანდერაშვილი შეუშვა. შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 93:10 გაიმარჯვეს.

‘შავ ლომს’ ჩელენჯ თასის ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ სამი მაღალი დონის მოსამზადებელი შეხვედრა ელის. 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს, თბილისის თასს უმასპინძლებს, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სამი სამხრეთ აფრიკული და სამიც ევროპული.

‘შავი ლომი’ პირველ თამაშს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’ გამართავს (24 სექტემბერს 20 საათზე); მეორე მატჩი ფინალში დამარცხებულ ‘აირლინკ პუმასთან’ ექნება (29 სექტემბერს 17 საათზე); მესამე შეხვედრა კი ქარი ქაფის მესამეადგილოსან ‘ტოიოტა ჩიტასთან’ (4 ოქტომბერს 20 საათზე). მათ გარდა თბილისის თასზე პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ მონაწილეობენ.

ინგლისი. ნორთჰემპტონი. „ფრანკლინს გარდენი“

ნორთჰემპტონ სეინტსი (ინგლისი) - შავი ლომი (საქართველო) 93:10 (50:5)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: გიგა კობახიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, შოთა ხელაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, დემურ ეფრემიძე, დავით არველაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე; თემურ ძოძუაშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლუკა ტაბატაძე.

Rugby.ge

გულშემატკივარი
რატომ ქვია ,,შავი ლომი'' ლუდის კომპანია რომელიც არის ძირითადი საონსორი,აწარმოებს ლუდს::,,შავი ლომი'' რა თქმაუნდა ყველა წაგება მიუღებელია,მით უმეტეს ასეთი ანგარიშით,მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ეს გუნდი ინგლისის პრემიერშიფის ლიგის გათამაშებაში თამაშობს და 2026წლის ჩემპიონია! ამ გუნდის მეორე შემადგენლობამ ერთი კვირის წინ ითამაშა ამ ლიგის ერთერთ გუნდთან და თითქმის ასეი ანგარიშით დამარვხდა! მაყურებელს ტრაგედიები არ შეუქმნია და ისეთი რაოდენობით ესწრებოდა წაგებულ თამაშს,რამდენიც დაესწრო ,,შავ ლომთან'' შეხვედრას! წარმატებები ქართულ რაგბს და მის გულშემატკივრებს!
ჯემალა
შავი ლომია თუ მწვანე კუნინძა ესე წაგებასაც მოხერხება უნდა.
ნაცქოცი არის მტერი
ესე როგორ უნდა წააგო
აუტანელი მდგომარეობა
გამაგებინეთ ქართულ გუნდს ლომი რატომ ქვია? ჩვენთან ლომს ზოოპარკში თუ ნახავ😄
ნიკო
ვეთანხმები, რაც ასე დაიწერა ფეისბუქში: პანიკის და გლოვის საფუძველს ვერ ვხედავ. არ არის დღევანდელი შემადგენლობა ასეთ სიჩქარეებზე და ასეთ დონეზე თამაშს შეჩვეული, უმეტესობა პირველად შეხვდა უმაღლესი კლასის მეტოქეს, მათ შორის ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებს. შედეგი აბსოლუტურად ლოგიკური იყო. თითოეული ეგეთი თამაში ძალიან სასარგებლოა, ბევრ პრობლემას ააშკარავებს და იძლევა საშუალებას მათი გამოსწორების. ბოლო მსოფლიოზე იტალიის ნაკრებმა 97 ქულა გაუშვა ზელანდიისგან, უბრალოდ ვერ გაუძლეს იმათ სისწრაფეებს, თუმცა იმის შემდეგ იტალიამ თავის ისტორიაში საუკეთესო სეზონები ჩაატარა. სხვათა შორის იტალიის საუკეთესო კლუბ ბენეტონს სწორედ ამ ნორთჰემპტონთან აქვს წაგება 67-0, თანაც 2014 წელს, როდესაც იტალია უკვე მე 15 სეზონს თამაშობდა ექვს ერში. ასეთი წაგება ძალიან მწარეა, მაგრამ რაც მეტჯერ ვეთამაშებით მსოფლიო დონის გუნდებს, მით უფრო მეტად შევიძენთ გამოცდილებასაც და გვექნება შანსი ყოველ შემდეგ შემთხვავაში უკეთესად გამოსვლის. წარმოიდგინეთ, შავი ლომი რომ არ იყოს, ამ მოთამაშეების დიდი ნაწილი, ვინც ნაკრებშია, "ეგრევე" რომ ეთამაშოს მაგალითად ინგლისის ნაკრებს, რა მოხდება. ასე რომ მადლობა ვუთხრათ ნორტჰემპტონს ასეთი გაკვეთილისთვის, გავაგრძელოთ მუშაობა და მოვემზადოთ ჩელენჯის თასისთვის. ასევე არ ვიზიარებ აზრს, რომ ხაზი უნდა უცხოელებით გავაუმჯობესოთ. ნაკრების ხაზის მოთამაშეების უმრავლესობა შავ ლომშია და უცხოელების მოყვანით ისინი თამაშგარეთ დარჩებიან და დიდ 10 ში მოთამაშე ხაზელები კატასტროფა იქნება ნაკრებისთვის. P.S. ცხელი თავებისთვის დავწერ, რომ ფედერაციასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, არც არავის ვიცნობ ილია ზედგენიძის გარდა, იმასაც არა რაგბიდან.
A
ამ შავი ლომის ვოიაჟები ფულის გადაყრის მეტი არაფერია, ეგ ფული ბავშვებს მოახმარეთ, ეგენი შეაჩვიეთ ძლიერებთან თამაშს და შედეგებიც იქნება
თემო
სრულიად ლოგიკურია. ის 2 ლელოც იმიტომ გაუშვეს, მოდუნდნენ. ინგლისის ჩემპიონთან სხვა შედეგს ვონც ელოდა, სპორტზე წარმოდგენა არ აქვს. როგორ ფიქრობთ, თბილისის "იბერია" ფეხბურთში, მანჩესტერ "სიტისთან" რა ანგარიშით დამარცხდება, ან კალათბურთში "ბათუმი" ლოს ანჯელეს "ლეიკერსთან"?
ჯადო
მადლობა კაჭარავას!
zura222
ეს უკვე მეტისმეტია @ ასეთი ანგარიშებით 2000-ანი წლების დასაწყისში ვაგებდით როცა ნაკრები ახალი შექმნილი იყო და ზოგმა მოთამაშემ წესებიც კი არ იცოდა ბოლომდე ! მე მახსოვს როცა ერთს ბურთი წინ დაუვარდა და მაინც აიტაცა და და გავარდა წინ და გაჩერებულ გაკვირვებულ მეტოქეებს ჩაუქროლა და მსაჯმა რომ დაუსტვინა მთელი 2-3 წუთი ეკამათებოდა ალბათ ეუბნებოდა --რა გინდა წინ პასი ხომ არ გამიკეთებია უბრალოდ ბურთი დამივარდაო D და ვაგებდით 70-80 და 100 ქულის სხვაობით ((( მაგრამ გავიდა რაღაც 5-6 წელი და მსოფლიოს ჩემპიონატზე მაშინდელ რეიტინგის მეორე ნაკრები ირლანდია ძლივს გადაურჩა ჩვენთან წაგებას არადა ასიანი მოვუგეთ იმიტომ რომ ბოლო წუთზე ასპროცენტიანი ლელო არ ჩაგვითვალეს@ სამწუხაროდ მაშინ ვარ-ი არ იყო თორემ იმ თამაშს 15-14 ან 17-14 ვიგებდით ! ჩვენი შერკინება კი მსოფლიოში საუკეთესო იყო და მსოფლიო გრანდების შერკინებებს ათრევდნენ ! მაგრამ გავიდა კიდევ 10 წელი და დაიწყო კრიზისი და სულ უკან უკან მივდივართ და შერკინებაში კი ხშირად ჭ კლასის გუნდებიც გვჯობნიან @@

სირცხვილია.
Gio
სამარცხვინო ანგარიში.
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან