მასპინძლებმა თავიანთი ისტორია ქართველ სტუმრებს სიმღერით გააცნეს, რაზეც ჩვენმა გუნდმა, წესისამებრ, სიმღერითვე უპასუხა
საქართველოს მორაგებთა ნაკრებს, რომელიც ახალ ზელანდიაში გუშინ, 5 სექტემბერს ჩავიდა, დღეს ქვინზთაუნში ოფიციალური მიღება "ველქამ ფართი" გაუმართეს. ბორჯღალოსნებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და IRB-ის დიდმოხელემ, სიდ მიარმა უმასპინძლეს.

მიღება საკმაოდ საინტერესო ცერემონიალით, მაორების საბრძოლო ცეკვით გაიხსნა. ამ ტრადიციას, აბორიგენი მოსახლეობის კულტურას, შეხვედრაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო. მასპინძლებმა ტრადიციის თანახმად თავიანთი ხალხის მოკლე ისტორია სიმღერით გაგვაცნეს. არსებული წესის თანახმად, ჩვენ გუნდს სიმღერითვე უნდა ეპასუხა.

იხილეთ ვიდეო

"ბორჯღალოსნებმა" ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, "ქართული ხმების" მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა" იმღერეს. რამაც, ცხადია, დამხვდურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სიდ მილარმა, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების დირექტორია, ისიც კი თქვა, "თუ ისვე თამაშობთ, როგორც მღერით, მსოფლიოს ჩემპიონები გახდებითო."

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ახალზელანდიელებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა: "ერთს ნამდვილად გპირდებით. ჩვენი გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა ისე ითამაშოს, რომ ქართველმა ერმა მისით იამაყოს. ასევე ამაყნი იქნებით თქვენც, რადგან დღეიდან, მიგვაჩნია, რომ ჩვენც თქვენი ნაწილი ვართ."

ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ძალიან კარგი, სასიამოვნო შეხვედრა იყო. ნელ-ნელა ვეცნობით ადგილობრივების კულტურას, რაც ჩვენსას ბევრ რამეში ჰგავს, თუნდაც სტუმართმოყვარეობა ავიღოთ. შესანიშნავი ბუნება აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მსოფლიოს თასზე წარმატებულად ვიასპარეზოთ და ეროვნული ნაკრების კვართი ღირსეულად ვატაროთ."

დავით კაჭარავა: "ქვინზთაუნში ძალიან კარგად მიგვიღეს, ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე ხალხია. შესანიშნავი ბუნება აქვთ, რაღაცით საქართველოს მაგონებს. ახალზელანდიური კულტურის შესახებ კი გვსმენია, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველანი გაკვირვებული დავრჩით.

ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებთ, მალე პირველი თამაშიც გვექნება და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ."

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

უძლევი
მაორებს გაუმარჯოს! წინ საქართველო! რავა კარგად უპასუხეს ჩვენმა მორაგბეებმა მაორების სიმღერას ქართული სიმღერით?:) ყოჩაღ ბიჭებო, აბა თქვენ იცით! წარმატებებს გისურვებთ!!!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა